Fsyche's Blog

Category Archives: Uncategorized

ძვირფასო ჯორჯ!…

დილის 6 საათია და მე ვფიქრობ შენზე. მე ხშირად ვფიქრობ შენზე მას შემდეგ, რაც გაგიცანი. ფარდები გადავწიე და უძილო ღამის შემდეგ ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. ძვირფასო ჯორჯ! რა იქნებოდა, შენ რომ 48-ში … Continue reading

July 5, 2011 · 18 Comments

ალინობა

მომავალს ერთი დადებითი თვისება აქვს, არასდროს არის ისეთი, როგორადაც წარმიგიდგენიაო. მიაწერა ავტორმა ჩემ საყვრელ წიგნს პირველ, ან მეორე დასაწყისში. მაგრამ მეც ერთი თვისება მაქვს, ყოველთვის ვიცი, როგორია მომავალი. იმიტომ, რომ … Continue reading

May 16, 2011 · 3 Comments

ყველაზე პრეტენზიული გოგონები

Nini Okropiridze-Kruczynski “შეიძლება დაკუჭული ქაღალდი გაჩუქოს, ან ყდაშემოცრეცილი ძალიან საინტერესო წიგნი, 2 ლარად რომ იყიდა ბუკინისტებში, ყველას წააკითხა არავის აჩუქა, ძალიან უყვარდა, მაგრამ შენთვის გაიმეტა. მთავარია რა დატვირთვა ექნება იმ საჩუქარს … Continue reading

April 29, 2011 · 22 Comments

პოსტი

                        არა                       ფერზე

March 25, 2011 · 12 Comments

“შიმშილით” დაღუპული საქართველო

ძალიან კი შევაწყინე თავი ბავშვების თემით იმ რამდენიმე ადამიანს ვინც ამ ბლოგს კითხულობს, მაგრამ არ შემიძლია არ დავწერო. გუშინ, სახლში მოსულს ტელევიზორი “მაესტროზე” დამხვდა ჩართული და ტელემაყურებლის ასეთ კომენტარს შევესწარი … Continue reading

March 15, 2011 · 7 Comments

დრო მშვიდობისა

“2011 წელი, განახლებული ჟურნალი ახალგაზრდა სარედაქციო  ჯგუფით. ექსპერიმენტალური დიზაინით. თემატური ანარქიით და სპეცპროექტით “ცუგცვანგი”. ე.ი. პირველად გესმით? მაშინ მოისმინეთ, უფრო სორად, წაიკითხეთ. 16 თებერვალი იყო და სულ არ ციოდა, ჩქარი … Continue reading

February 17, 2011 · 3 Comments

In The End…

ამ რამდენიმე დღის წინ ვისხედით ამირანის ლიტერატურულ კაფეში მე და ერთი ჩემი მეგობარი. რაზე ვსაუბრობდით? ყველაფერზე.. ახალი საყურით დავიწყეთ, ბედნიერებით გააგრძელა და უბედურებით დავამთავრე.. (მე რით დავამთავრებდი?! :)) ავტ.შენიშვნა.) ხანდახან … Continue reading

February 2, 2011 · 5 Comments

ვის ეშინია მიშელ უელბეკის?

“ცხოვრება ბრძოლაა, წაგებული ბრძოლა, სადაც ყოველთვის არსებობს მოგბის იმედი..” ფრანგი მწერალია. ოდნავ სკანდალური და სულ ოდნავ პროვოკაციული. გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ სიტყვა “ოდნავ” ოდნავ ზედმეტია, უფრო სწორად კი – ძალიან … Continue reading

January 30, 2011 · 15 Comments

დოქტორი არანოფსკი, ანუ როგორ გადავეჩვიე ცინიზმს და შევიყვარე პორტმანი

ღამეა, ცივა, მაისურის ამარა ავდექი საწოლიდან და მინდა ჩემი ბედნიერება მსოფლიოს გავუზიარო, თუმცა მსოფლიომ უკვე უჩემოდაც გაიზიარა. სიტყვები არ მყოფნის, თითები თავისით კრეფენ რამდენიმე ასოს და მერე ისევ მათ და … Continue reading

January 19, 2011 · 8 Comments

ბიჭი, რომელიც გადარჩა და ჩემ თვალწინ გაიზარდა

თხოვნა.. მოთხოვნა.. გაფრთხილება თბილისის მერიას მოვითხოვთ აიღოთ თბილისში არსებული ყველა ძეგლი და მათ ნაცვლად დადგათ ჰარი პოტერის პერსონაჟების მოძრავი ძეგლები (თუ პორტრეტები მოძრაობენ და ლაპარაკობენ, ძეგლებიც შეძლებენ). უარის შემთხვევაში იმპერიუსის … Continue reading

January 11, 2011 · 32 Comments

მოკალი ნაძვი! ა უკაცრავად, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ

“შენი არ ვიცი და მე კი დიდი სიამოვნებით წავიღებდი სახლში ამ მოჭრილ ნაძვს და მშვენივრადაც მოვრთავდიო – მითხრა ერთმა ჩემმა თითქმის მგობარმა, როცა ერთ საღამოს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიარეთ … Continue reading

December 31, 2010 · 11 Comments

ჩემი და ტარჯეი ვესაას უჩუმარი ხიდები

“შორიდან წამობერილი ქარი და ხის ძველი ხიდი: იქ, მდინარის ზემოთ, მაღლივი გზა გადის. ხიდის ჩაჟამებული მოაჯირი, მზითა და ქარ-წვიმით დახრული მისი ქვები..” -ასე გიპასუხებთ თუ მკითხავთ როგორია ტარჟეი ვესაას იდუმალი … Continue reading

December 28, 2010 · 4 Comments

თოვლი

“dearest, I feel certain, that I’m going mad again. I think we can’t go through another of these terrible times and I shan’t recover this time..” ისეთი შეგრძნება მაქვს, სული … Continue reading

December 26, 2010 · 3 Comments

სულ რომ გვინდოდა

ჩაიცვი შენი წითელი ირმებიანი ხელთათმანები და წამოდი ვიგუნდავოთ, ახალი წელი მოგვადგა თითქმის, ხედავ და ჩვენ ჯერაც არ გაგვიკეთებია თოვლის ბაბუა სტაფილოს ცხვირით. ჩაიცვი შენი წითელი ხელთათმანები და ბევრი ვიაროთ, ვირბინოთ … Continue reading

December 8, 2010 · 3 Comments

კარგი აღზრდა

მე ანტუანი ვარ. ერთი ჩვეულებრივი ოჯახი მყავს, სადაც არც ისე ხშირად სტუმრიანობაა. როცა ჩვენ სახლში სტუმრები მოდიან, ყველა ამბობს, რომ ალბათ მეტისმეტად წარმატებული ვარ, გოგოები ჩემზე გიჟდებიან და ბიჭები შურით … Continue reading

November 27, 2010 · 8 Comments

ჩემი მეზობლის საყვარელი

ჩემი  მეზობლის საყვარელი ძალიან უცნაური ვინმეა. სახლიდან დილით ადრე გადის და შინ გვიან ღამით ბრუნდება. შემთხვევითშეხვედრებს ყოველთვის თავს, ხოლო შემხვედრებს თვალს არიდებს. კარგად რომ არ ვიცნობდე შეიძლება მუნჯიც მგონებოდა. არასოდეს … Continue reading

November 20, 2010 · 9 Comments

..

იყავი ჩემი მეგობარი მე მჭირდება, რომ ბალახზე ვიარო ზოგჯერ ფეხშიშველმა . . . ბალახზე შენთან. მე მჭირდება, რომ ლექსები ვიკითხო ზოგჯერ ლექსები . . . შენთან. რომ მე როგორც ქალს, … Continue reading

October 17, 2010 · 5 Comments

Autumn Leaves

წელიწადის ყველაზე საყვარელი დროა ახლა. ჩემი ყველაზე საყვარელი დრო. ისეთი დრო, სხვა სეზონებზეც რომ მახსენდება ყოველთვის, როცა თბილ ჩაის ვსვამ და მაშინაც, როცა არ ვსვამ. ყველაზე ლამაზი განწყობების და მოგონებების … Continue reading

October 9, 2010 · 4 Comments

Carpe Diem.. მე მინდა მქონდეს წამი, რომ ის გავუშვა

“ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა მგზავრობა, ხიფათით აღსავსე; მიწყნარდა ღელვა და ჩაცხრა ქარიშხალი, გაუძლო ხომალდმა უამრავ განსაცდელს” რთულია რაიმეს დაჭერაზე წერო, როცა შენ მხოლოდ იმიტომ გინდა ოქროს თევზი, რომ ის … Continue reading

October 2, 2010 · 3 Comments

უცნობი ადამიანები ნაცნობი ფოტოებიდან, სიზმრები მე და ის, რომ წარსულის მერე მომავალი იწყება

მაშ ასე, ძვირფასო კიწი! დამთავრდა ჩემი ანა ფრანკობა და შენც დამთავრდი. დამთავრდი-თქო გეუბნები, თორემ ბლოგიც დამთავრდება, მეც და შესაბამისად შენც დამთავრება მოგიწევს. აბა რა გგონია? გგონია მართლა დამოუკიდებლად არსებობ?  არა, … Continue reading

September 29, 2010 · 2 Comments

ზღვას გატანებული ფესტივალის ნოსტალგია

ბათუმის კინოფესტივალის ერთი კვირა ჩემთვის ემოციურად ყველაზე დატვირთული ერთი კვირა იყო უკანასკნეკლი ერთი წლის მანძილზე. ბათუმის კონოფესტივალის ერთი კვირა ყველაზე ლამზი ერთი კვირა იყო ჩემი უახლოესი წარსულიდან. ბათუმის კინოფესტივალის ერთ … Continue reading

September 21, 2010 · 2 Comments

ქართველი “კინომანები” ne chantera pas.. ანუ დარბაზიდან გაქცეული საზოგადოება

დღეს, თუკი ქართველებს შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქართველოში კინო არსებობდა და იმის თქმაც, რომ აქ როდესღაც დიდი რეჟისორებიც გვყოლია. მადლობა სულ რამდენიმე ადამიანს უნდა გადავუხადოთ: ფარაჯანოვს, მიხეილ კალატოზიშვილს, კოტე მიქაბერიძეს, … Continue reading

September 20, 2010 · 6 Comments

ყველაზე რეალისტი მეოცნების ამბავი ბათუმიდან

თქვენ იცნობთ ოსამას? არა, ოსამა ბინ ლადენი არ არის.ოსამა ყველაზე ლამაზი ქაბულელი გოგოა. ოსამას შეუძლია, რომ ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დროს ყველას დაუმტკიცოს ქალის და კაცის თანასწორობა. ოსამას შეუძლია ქოთანში ჩარგოს … Continue reading

September 19, 2010 · Leave a comment

თოვლით ავსებული სულის ამბები ბათუმიდან

“ყველაფერი ამქვეყნად სამყაროს საჩუქარია..” ძვირფასო, სული მევსება თოვლით, დღეები რბიან და მე ვბერდები.. არა, მე ჯერ არ ვბერდები.  გუშინ,  ფესტივალზე კი სული ნამდვილად ამევსო თოვლით.  ყველაზე თბილი თოვლით, რაც კი … Continue reading

September 18, 2010 · 7 Comments

კონტროლის ლიმიტი ახლო კადრს მიღმა

ჯარმუშიც არის და ჯარმუშიც.. მაგრამ სად არის ჯარმუში? კიდევ ერთი “მოლოდინის პოსტი”. პოსტი ეძღვნება “კონტროლის ლიმიტს”, ფილმს, რომელზეც ეს პოსტი უნდა ყოფილიყო. ისევ ბათუმში ვარ, არ წვიმს, ვსეირნობ თითქმის ცარიელი … Continue reading

September 17, 2010 · 7 Comments

რით გავერთოთ? ანუ მზესუმზირის წვიმობანა და შჯიბრი ბბუშტების გაბერვაში

რა შეიძლება აკეთო ჩაბნელებულ დარბაზში, როცა აუდიტორიის (სამწუხაროდ მცირე) ნაწილი ფილმს უყურებს? ახრატუნო პოპკორნი, დალიო პეპსი, ყავა, ჩაი, ლუდი, წინა რიგებში მჯდომ მაყურებელს დაუშინო კრეკერების წვიმა. დაუწყო ჩხუბი ბაღის ასაკის … Continue reading

September 17, 2010 · 8 Comments

კაცი, რომელსაც მუსიკა არა მხოლოდ უყვარდა, ესმოდა კიდეც

ზბიგნევ რიბჩინსკი ფესტივალის აღმოჩენაა ჩემთვის. არა, უფრო სწორად წლის აღმოჩენა. კაცი, რომელიც პირველივე არტიდან შემიყვარდა. შემიყვარდა შემოქმედებითად. მოგვიანებით, კი აღმოვაჩინე, რომ პიროვნულადაც ძალიან მომხიბვლელი და საინტერესო ადამიანია. რიბჩინსკი პოლონელი რეჟისორია. … Continue reading

September 16, 2010 · 6 Comments

უფრო უცნაურად ვიდრე სამოთხეში – ანუ ჯარმუში ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე

მასზე ამბობენ, რომ გენიოსია. მასზე იმასაც ამბობენ,რომ თუკი დღეს ვინმე ფილოსოფიურ კინოს იღებს, ეს ჯიმ ჯარმუშიაო. თავად კი ამბობს, რომ მისი ფილმები სოციალური შეუსაბამობებია, “ამერიკული ოცნების ბნელი მხარე”. ამაში ალბათ … Continue reading

September 15, 2010 · 6 Comments

ჩემი კინოშემოდგომა

ამბობენ, რომ ბათუმი ყველაზე ლამაზი ქალაქია საქართველოში. რატომღაც ვეთანხმები. იმის მიუხედავად, რომ ზღვისპირეთში დასვენებისთვის ბათუმი თიტქმის არასოდეს შემირჩევია. ბათუმში სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. პირველად ღრმა ბავშობაში, მერე რამდენიმე წლის წინ … Continue reading

August 19, 2010 · 12 Comments

რა უნდა გააკეთო ადამიანისთვის რომელიც გიყვარს?

არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა შეყვარებული, ან არ გონებია, რომ შეყვარებულია. ეს ორი რაღაც ისე გავს ერთმანეთს, გარკვევას ნუ შეეცდებით, ეჭვი მაქვს არ იქნება ადვილი. სიმართლე გითხრათ … Continue reading

August 14, 2010 · 14 Comments

ერთად დახატული მშვიდობა

აგვისტოს ომი ერთადერთი ომია, რომელიც ისევ ჩვენშია, ისევ ნათლად გვახსოვს, ისევ განვიცდით და შედეგებიც ჯერჯერობით ისევ სახეზეა. არადა 2 წელი გავიდა. რა შეიცვალა ამ ორ წელში? მგონი არც არაფერი. უფრო … Continue reading

August 10, 2010 · 2 Comments

ღვთისმშობლის ხატი

სახლში ვარ, 7 წლის ვარ, ვჩქარობ, ვფუსფუსებ, ტანსაცმელს ვეძებ, კარადას ვაღებ, ყველაფერს დაბლა ვყრი, თავსაფარს ვიღებ და გავრბივარ. ვჩქარობ. ქუჩაში ხალხი მიყურებს. მე მივრბივარ. ეკლესიის ეზო. ბევრი ხალხი. შესასვლელიდანვე სუნთქვა … Continue reading

August 7, 2010 · 23 Comments

კუმარი

ფსიქემ მთხოვა, მის ბლოგზე სტუმარ-პოსტი დამეწერა და აი მხვდა წილად პატივი შუაღამისას აქ შემომედგა ჯერ მარცხენა და მერე მარჯვენა ფეხი და კლავიატურის წკაპაწკუპით შევდგომოდი წერას. უი, ჰო… სულ დამავიწყდა მეთქვა, … Continue reading

July 14, 2010 · 8 Comments

წყაროს წყარო ფსიქეს ქუჩაზე

როცა ფსიქეს ქუჩაზე  წყარო ავტოკატასტროფაში დაიღუპა წყაროს წყარო გააკეთეს : )) ზემოთხსენებულს რო წაიკითხავს ფსიქე ასეთ სახეს მიიღებს ფსიქე ერთადერთი გულწრფელი აფერისტია რომელიც მინახავს ბლოგოსფეროში, თბილისში, საქართველოში, ევრაზიაში, დედამიწაზე, მზის … Continue reading

July 14, 2010 · 11 Comments

ქარის მოტანილი წერილების დღე

ბავშვობაში, ზღვაზე რომ მივდიოდი ყოველთვის გულმოდგინედ გავყურებდი ტალღებს ზღვის ნაპირს რომ ეხეთქებოდნენ და სულ ვოცნებობდი ზღვას ჩემთვის ბოთლში ჩადებული წერილი მოეტანა, რომელიც წლების წინ ჩაძირული ან დაკარგული გემიდან ისროლეს, წერილი … Continue reading

July 2, 2010 · 10 Comments

Brutti sporchi e cattivi

Brutti sporchi e cattivi (Ugly Dirty and Bad) გინახავთ ეს ფილმი? არა? არაუშავს. ყველაფერი გამოსწორებადია. არა ყველაფერი არა, მაგრამ ასეთი მარტივი შეცდომები ნამდვილად შეიძლება გამოსწორდეს. მე არაფერს გაძალებთ, არც ფილმზე მოგიყვებით. … Continue reading

June 24, 2010 · 8 Comments

მე მომწონს მათე

რაღა თქმა უნდა ჩემი დაწერილი არ არის, ეკუტვნის სემ გრინს <3 ეძღვნება მათეს, პირველ ჭკვიან ბიჭს, რომელიც მომწონს..

May 14, 2010 · 31 Comments

“საიდუმლო სირობა” – ანუ გავიხსენოთ კინოკლასიკა და გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები

როცა მოთხრობების კრებულის კითხვა დავიწყე, პირველი, რაც გამახსენდა ბოკაჩოს დეკამერონი იყო. განმარტოება,  სრული აპათეა და სრული თავისუფლება სამყაროსგან. ისინი ცამეტნი იყვნენ, ისევე როგორც ქრისტე და მისი მოწაფეები, ანდა ისე, როგორც … Continue reading

May 13, 2010 · 8 Comments

Belle & Sebastian

გენიალური გამოგონებაა last.fm. ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა აღმოაჩინო ახალი შემსრულებლები მეგობრების გარეშე და მერე გაახარო ისინი. დრო რომ არ მაქვს ესაა ცუდი ძალიან, მაგრამ ასე თუ ისე ვახერხებ … Continue reading

May 21, 2007 · 5 Comments