Fsyche's Blog

about me

ანუ ვინ ვარ და რატომ ვარ აქ  

დედამ “დენდი” და ბარბები რომ გადამიყარა, დიდი დეპრესია დამეწყო და ხატვა დავიწყე ჩემ ცხოვრებაში უბარბობით გამოწვეული სიცარიელის ამოსავსებად. მაშინ უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი, მაგრამ დღემდე ძალიან მტკივნეულად მახსოვს პირველი დღე ჩემი საყვარელი გასართობების გარეშე. მაშინ ავდექი და “ქინდერების” მთელი კოლექცია და “ლოვეს” “ნაკლეიკები” გაბრაზებულმა ჩავუძახე ნაგვის ურნაში და ვთქვი რომ გავიზარდე.

წლების მერე სკოლაც კი დავამთავრე და უნივერსიტეტშიც ჩავაბარე.  ახლა ჟურნალისტი ვარ, (თსუ-ელი ჟურნალისტი) და გულწრფელად რომ ვთქვა, დიდად ბედნიერი არ ვარ ამ ამბით. არადა, ეროვნულ გამოცდებს რომ ვაბარებდი, სულ სხვანაირად ვფიქრობდი მაშინ.

ყველაზე ძალიან მიყვარს : Back To The Future,  Interpol, ჩიპი და დეილის თამაში, კინო, გრიმების ზღაპრები, მარტინი როსო,  სალვე და მილორად პავიჩის ყველა წიგნი, რომელიც წამიკითხავს და რომელსაც წავიკითხავ.

ვთვლი რომ ცხოვრებაში მთავარია გქონდეს საყვარელი სამსახური, გყავდეს ორიოდე კატა სახლში და გქონდეს უცნაური შაბათი საღამოები.

ყველაზე ძალიან არ მიყვარს  საზამთრო, მიწისქვეშა გადასასვლელების და შუქნიშნების უგულებელყოფა, ტყავის ტანსაცმელი და მონადირეები, პათეტიკა, ადამიანების დაცინვა და ტყუილი.

ვთვლი, რომ ზღვისპირა ქალაქში უფრო ბედნიერად ვიცხოვრებდი და ლუდის დალევა დახურულ სივრცეში არ შეიძლება.

ხანდახან კარგი ადამიანიც ვარ. ვფიქრობ რომ მარტივი არ ვარ და არც გენიალური ვარ. თუმცა, არ ვეთანხმები ჰიპოთეზას, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია.


41 comments on “about me

  1. Sweet
    July 25, 2010

    :))

  2. Bas
    August 2, 2010

    ნინ, კომენტარების მოდერაცია მოხსენი :) უფრო გააცოცხლბს ბლოგს :)

  3. fsiQe
    August 2, 2010

    მოხსნილი აქვს, მარტო პირველად როცა წერ მაშინ არ აქვეყნებს შეუმოწმებლად

  4. Bas
    August 2, 2010

    ეგეც მოუხსენი მერე :დ

  5. Kate_AlukaЯD
    August 2, 2010

    ეს გვერდი შეავსეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

    • Bas
      August 2, 2010

      არარსებოოოოოოოობსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს!!!!

  6. fsiQe
    August 2, 2010

    raaa sayvarlebi arian :thinking:

  7. fsiQe
    August 2, 2010

    ui aq arian? :s
    rogor arian <3

  8. fsiqe
    September 14, 2010

    დღეს დავწერ ჩემს შესახებ-ს :))

  9. mwvanevashli
    September 15, 2010

    ნუუ, მგონი გულწრფელი იყო. ეგოისტი მართლაც არ ხარ, არც მარტივი ხარ და … უი, არაფერი

  10. kevana
    September 18, 2010

    მაინც რო მომწონხარ? :ბლუსჰ:

  11. kohinor
    September 24, 2010

    არა მარტო მნიშვნელოვანი აღმოჩენა, ყავა რომ არალეგალურად გამოაცხადონ, ჰოლანდიაში მოვითხოვდი პოლიტიკურ თავშესაფარს;) :ძაანშესაფერისიკომენტარი:

  12. Kate_AlukaЯD
    September 26, 2010

    ^^ ფსიხ ^^ მიყვარხარ :*:* რომ ვკითხულობდი შენი ხმა მესმოდა იმიტომ რომ შენი ხმაც მიყვარს და უF სულ მიყვარხარ :))) მიუხედავად შენი თავგზააბნეულობისა :)) გულში მიყვარხარ :)) <3

  13. Kate_AlukaЯD
    September 27, 2010

    me bu <3<3<3<3

  14. Event Management Security
    October 4, 2010

    ^^ ფსიხ ^^ მიყვარხარ :*:* რომ ვკითხულობდი შენი ხმა მესმოდა იმიტომ რომ შენი ხმაც მიყვარს და უF სულ მიყვარხარ )) მიუხედავად შენი თავგზააბნეულობისა ) გულში მიყვარხარ ) <3
    +1

  15. marieeeeeeeee
    October 17, 2010

    შემიყვარდა!

  16. jood
    August 7, 2011

    ჰაი

  17. “ერთი დახურული ჯგუფი ფეისბუქზე” – ისაა?

    • fsiQe
      August 12, 2011

      რაღა თქმა უნდა :>

  18. ჭინკა
    August 12, 2011

    ფსიქე :გულები: :გულები:

    შენს ებაუთ მიზე და + ერთ ფრაზაზე.. გულები გულები :დ

    • fsiQe
      August 12, 2011

      იმ ერთ ფრაზაში შენც შედიხარ და შენც გულები :დ

      • ჭინკა
        August 12, 2011

        ნამ ნამ ნაამ <3
        ჰოდა შენი პროფაილ ფიქჩერი ფბ-ზე ანუ ეს სურათი.. მომწონს ძალიან <3

  19. Nat Noideaz
    August 12, 2011

    :*

  20. glamtaia
    August 14, 2011

    სალამი ფსიქე ;) დღეს პირველად ვარ შენს ბლოგზე და ძალიან მომწონს ;)

    • fsiQe
      August 15, 2011

      შემოიარე ხოლმე :)

  21. ძველი ებაუთ ფსიქე გახსოვს? ტყუილ-მართალი ერთად რომ იყო დახვავებული და იქედან ნამდვილი ფსიქე რომ უნდა გამოგეცნო? :)

    მომწონს განახლებული ებაუთ მი. საერთოდ, ყველა შენი ებაუთი გემრიელი იყო. ისიც, შუალედურიც. მხოლოდ მისამართები რომ გეწერა და “ან არც არაფერიო” – ასე რომ მთავრდებოდა.

    • fsiQe
      August 22, 2011

      რა კარგი გამახსენე მოლი :)
      თუ გავიხსენე ის პოსტი, იმას დავწერ თავიდან. არ მომწონს ეს ებაუთი :დ
      მადლობა :)

  22. glamtaia
    September 2, 2011

    მე შენს ებაუთს ერთი სიტყვით აღვწერდი საინტერესო :) :) :) :) :) :) :) :) :) :)

  23. Applepied
    September 24, 2011

    იუ არ ნაის :>

  24. კიწი
    October 1, 2011

    საინტერესო და სასიამოვნო ფრიად :)
    არადა ლატე ასწორებს <3 თანაცძალიან

  25. Roseville Plumbers
    November 17, 2011

    Very good blog. thank you so much for your time in writing the posts.

  26. otius
    November 25, 2011

    The National-ს თუ უსმენ, +1 ჩემგან :)

    • fsiQe
      November 26, 2011

      კი, the national ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბენდია : )

  27. otius
    November 26, 2011

    იშვიათად თუ შემხვდება მაგის მოყვარული ვინმე . მიხარია :)

  28. anoonymouss
    December 24, 2011

    ოოოხოო, ფრიად საინტერესო ხარ.. თანაც მეც ჟურნალისტობას ვაპირებ …. შენი კარიერა როგორ წარიმართა?? <3

  29. Tamuna
    February 14, 2012

    გამარჯობა. მე ვარ თამუნა გურჩიანი, ევროპის სახლის კულტ. პროგრამების მენეჯერი. ჩვენ, ევროპის სახლი 8-11 მარტს ვაწყობთ ტრეინინგს ბლოგერებისთვის. თუ მონაწილეობა თქვენთვის (ან თქვენი ნაცნობებისთვის) საინტერესოა, მომწერეთ თქვენი ი-მეილი, სადაც შემიძლია გამოგიგზავნოთ ინფორმაცია და ანკეტა.

    • fsiQe
      February 15, 2012

      მოგწერეთ იმ მეილზე, რომელიც კომენტარის დაწერისას მიუთითეთ ინფოში : )

  30. Andrew A. Sailer
    August 1, 2012

    You are a very bright person!

  31. winterwillend
    April 9, 2013

    მშვენიერი პოსტია და მშვენიერზე უფრო კარგი ^_^ ყველაზე ძალიან ამის წაკიტხვა მიყვარს და გაამართლა იმედებმა, წარმატებები :))

  32. მაგა რაიუელა
    October 21, 2013

    კატეებიი, კატები…კატები…:) <3

  33. ეველინი
    July 19, 2014

    დაგაფოლოვე და შემოგივლი ხოლმე :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: