Fsyche's Blog

აღმოსავლეთით

ტკივილზე არ უნდა იფიქრო.

8e15fd1bea5e4bc4976445f9dfc1b97dტკივილი არ უნდა გახსოვდეს.

ტკივილი არ არსებობს.

სადა ხარ სანდრო? სანდრო

ახლობელი ხმა – “ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფეთ, გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან.”

“რა საოცარია, სანდროს არასოდეს შეუმჩნევია ეს წარწერა.”

დედაჩემის დაწერილია, თქვა ირინამ.

ნავთის ლამპასთან უკეთესი იყო კითხვა. ნავთის ლამპასთან უკეთესი იყო ყოფნა. შუქი არ იყო და არაფერი ჩანდა წინ გადაშლილი წიგნის გარდა.

“ნეტა სულ ასე იყოს, ნეტა სულ ასე ბნელოდეს”.

სიბნელეში ნავთის ლამპასთან არავინ ჩანდა. არც თინა. სიბნელეში ნავთის ლამპასთან ირინა თავისუფალი იყო მისი სიძულვილისგან.

შვილმკვდარი დედაა, ნუ მოსთხოვ სიყვარულს, შვილო, იტყოდა ნორა, ისეთი შვილი ჩადო მიწაში, ნურაფერს მოსთხოვ.

ირინა ცდილობდა, არ წარმოედგინა მიწაში ჩადებული მამა. ირინა ცდილობდა, არ წარმოედგინა მიწაში ჩადებული დედა.

“ალბათ, ორივე უკვე სულ ჩონჩხია”.

ნუ ამბობ ეგრე.

აჰ, რატო? არ გტყნავს? აბა რას შვება? ღრუბელზე გაწვენს და ლექსს გიკითხავს?

ნუ ყვირი, მაკო, სთხოვა ნინუცამ.

მარტო მაგისთვის არ მოდის მაკო, მელაპარაკება ხოლმე. მიყვება რაღაცებს. მე არ ვეკითხები, თავისით მიყვება.

მაგრამ საცოდაობა რა არი, იცი? ვერ გაუპრობლემებ, მაკო ჩანთის ასაღებად მობრუნდა, გაუპრობლემებ და სხვას ნახავს, ახალს. ახალ მუტელს ნახავს. გაგექცევა. ამიტომ ხარ საცოდავი. შენც და მეც!

გუგლის ფანჯარაში “ელენე დარიანი” წაშალა და “პაოლო იაშვილი” აკრიფა. დარიანისგან განსხვავებით, იაშვილი თითქმის ყველგან არსებობდა: ვიკიპედიაში, იუთუბზე, ვიმეოზე, საუნდქლაუდზე, გუგლის რუკაზე, ლიტერატურულ საიტებზე, ბლოგებზე, ეროვნული არქივის ვებგვერდზე.

მკერდდამჩნეული ირინა ისეთივე უჩინარი იყო, როგორც მკერდდაუმჩნეველი.

“ერთხელ ამოიხედე ჩემკენ, სანდრო”.

ირინა, ფეხშიშველი, ფარდაზე მუცლით იყო აკრული ფანჯარასთან.

“მოიხედე, სანდრო, გთხოვ”.

სანდრო მიდიოდა და არ იხედებოდა.

შავ, პრიალა ქვაზე მერაბ გასვიანი თითქოს უცხო კაცი იყო. თითქოს სულ არ გავდა მისაღებ ოთახში თინას დაკიდებულ, გადიდებულ ფოტოზე გაღიმებულ ლამაზ ბიჭს.

შავ, პრიალა ქვაზე ლია გასვიანი თითქოს უფრო ნაცნობი იყო, თითქოს უფრო ჰგავდა მისაღებ ოთახში, კარადაში, ზემოდან მეორე უჯრაში თინას ჩადებულ, გადიდებულ ფოტოზე ოდნავ გაკვირვებულ და სევდიან გოგოს.

დედაშენის გაჩენაში ღმერთი არ ჩარეულა, შვილო, იტყოდა ნორა.

“აქ დედაჩემის ყვავილებიანი კაბაც კიდია, ლურჯი და წითელი ყვავილებით”

“კაბაც კიდია, უბრალოდ, მე ვერ ვხედავ”.

თამაშიც არ იცი.

“თქვენს კლასელს, ირინა გასვიანს, წინა მერხზე მჯდარმა თავზე იგრძნო მასწავლებლის მძიმე ხელი, დედა და მამა არ ჰყავს, ობოლია. ამიტომ მოეფერეთ ირინას და გაუფრთხილდით. მასწავლებლის ხელი კიდევ უფრო დამძიმდა ირინას თავზე.

შე საწყალო, შე უპატრონო, თქვა ქალმა. რა ცოდვაა, ღმერთო, თქვა მეორემ.

ირინა, შე უდედო.

მიყვარხარ სანდრო, ვერ თქვა ირინამ.

დედაშენს და მამაშენს უყვარდათ ერთმანეთი?

“ჩემი ოთახი ცისფერია, ნაზი ფერია, ცისფრად მორთული დაგიხვდები, გააღე კარი”

“გიყვარდე რა, სანდრო. გიყვარდე, გთხოვ”.

ეს მხარე, ალბათ, აღმოსავლეთია, ხატები ხომ აღმოსავლეთით უკიდიათ.

უქმრო ქალმა შვილი არ უნდა აიყვანოს.

რამეს ეძებთ?

კი, ტამპონს, ყველაზე დიდს.

და როცა ძლიერ წვასთან ერთად უცებ მოვარდნილი ტკივილი გახდა ყველაფერი და ტკივილი გახდა უფრო მეტად ყველაფერი, ვიდრე აქამდე იყო საერთოდ ტკივილი – თანდაყოლილი ტკივილი .

სანამ ძაფს დაქაჩავდა ტკივილის დასამთავრებლად,  ცხოვრების დასამთავრებლად, სანდროს დასამთავრებლად, საკუთარი თავის დასამთავრებლად, რაც ახსოვდა, რაც არ ახსოვდა და რაც აღარასოდეს გაახსენდებოდა.

ყველაფერი მომწონს. კარგი გოგო ხარ, უპრეტენზიო, ლამაზი.

ირინას გაწვდილი ხელი უცებ გახდა მაგიდაზე დაგდებული მკვდარი ფრინველი.

“აღარ მოხვიდე, სანდრო”

თითქოს ტკივილიც გაქრა.

ჯერ ყელში, მერე გულთან, მერე მუცლის ქვემოთ. გაქრა.

 

 

 

Advertisements

One comment on “აღმოსავლეთით

  1. იკა
    July 15, 2016

    იქნებ fb-ze requestebshi მესიჯები გენახა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: