Fsyche's Blog

მონოგამია

549436_10200107039771525_146556792_nარასდროს, ბავშვობაშიც კი, არ ვთვლიდი, რომ მონოგამია ნორმაა. არც ახლა ვთვლი, არც ოდესმე ჩავთვლი. არ ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ერთი სტანდარტით უნდა მიუდგეს ურთიერთობას. არ ვფიქრობ, რომ ყველა წყვილი ერთნაირად უნდა ცხოვრობდეს. ვფიქრობ, რომ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ურთიერთშეთანხმება და კომფორტია და კიდევ რაღაც, მაგალითად, როცა გინდა რომ სულ ახლოს იყოს, რაღაცა გითხრას, შენ უპასუხო, ჰკითხო ის, რაზე პასუხიც იცი, ან უსიტყვოდ დასხდეთ და შესაძლოა, არც არაფერს უყუროთ, მაგრამ გრძნობდეთ ერთმანეთს ერთმანეთის გვერდით. ჩემთის ეს არის ურთიერთობა. სხვა დანარჩენი, მათ შორის მონოგამიაც, არჩევითი ამბები მგონია. დაახლოებით ისეთი, როგორიცაა შოკოლადის ტორტის გაფორმება – როგორ ფიგურებსაც გინდა ისეთს რომ დაახატავ ზედაპირზე, რომ გულს გაუხარდეს და თვალსაც გაუხარდეს.

იმის მიუხედავად, რომ მგონია, მონოგამია ადამიანებისთვის ცხოვრების გასართულებლად დაწესებული კიდევ ერთი უსარგებლო ნორმაა, აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ძალიან რთულია ერთდროულად ორი და მით უფრო ბევრი ადამიანის მიმართ სიმპათიების ქონა. არ ვიტყუები, რამდენჯერმე მიცდია წელსაც, შარშანაც, რამდენიმე წლის წინაც. ძალიან მინდოდა, რომ გამომსვლოდა – არ გამოვიდა. მგონია, რომ ცხოვრებაში ცოტა დრო და ცოტა ადგილია იმისთვის, რომ რამდნიმე ადამიანს ერთდროულად დაუთმო და როცა ვინმესთან ერთად ნაყინის ჭამა გიხარია, ვერ შეძლებ იფიქრო სხვა ვიღაცაზე. შეიძლება, რამდენიმე წლის შემდეგ, როცა კიდევ უფრო გავიზრდები, მეც შევძლო ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ადამიანი მყავდეს და ყველას დანახვას ერთნაირად მოჰქონდეს პეპლები და გაზაფხილი.

Advertisements

One comment on “მონოგამია

  1. tbrr1
    May 2, 2015

    გეთანხმები100%

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on May 1, 2015 by in ჩემი ამბები.
%d bloggers like this: