Fsyche's Blog

დროის მდევარი

პერიოდები არსებობს,  როცა კარგი ამბები კი არ ხდება, რაღაც პატრა, ჩვეულებრივი, ყოველდღიური სიკეთეები განსაკუთრებით გატკბობს და გახარებს. მაგალითად ძალიან დიდხანს ჯდომა მთაწმინდის მიმდებარედ, ერთ-ერთ პატარა სკვერში და დაუსრულებელი ლაპარაკი ყველაფერზე. ქუჩაში ჩახუტება, მხრებზე ჩამოკიდება, როცა ვერ წვდები, მარშრუტკის ლოდინი, მისი გამხდარი და დეფორმირებული ძვლები, ძვლებზე გადაკრული კანი და სახე, რომელსაც ხედავ როცა იღვიძებ, უფრო სწორად, როცა სახეს ვერ ხედავ და ხედავ თვალებს და ცხვირის ნაწილს. სადღაც ლუდის სმა, მერე კიდევ სადღაც, მერე ცივი ქუჩიდან თბილ სახლში შესვლა. შუაღამეზე აივანზე მოწევა და შენ გასათბობად გამოსული არამწეველი. აბსოლუტური უაზრობები.

-მე ტკივილს ვერ ვგრძნობ!

-ასე გტკივა?

-არა

-ასე?

-არა

-ასე?

-აა!

ცოტათი ზამთარი, ცივი დილის 7 საათი, როცა არ გძინავს და ურეკავ.

-გღვიძავს?

-უჰუ

-მე ვერ ვიძინებ

-მოდი!

და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი ჩვეულებრივი შეგრძნება. როცა ადამიანებს კარგავ, მარტო შეგრძნებები გახსოვს, მარტო ემოციები, ამ დროს წყდება ლოგიკური მეხსიერების ჯაჭვი და რჩები საკუთარ ემოციებთან, გენატრება ყველა ის წამი, როცა პოზიტივები მოჰქონდა მასთან ყოფნას, პარალელურად კი გახსენდება ის ბოლო, დაკარგვის წამები, როცა გეწყინა და მერე მისთვის ცუდის მეტი არც არაფერი გითქვამს. გული გწყდება რომ როცა ყველაფერი კარგად იყო ვერ შეძელი გეთქვა რომ ის შენთვის ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი იყო, თან გიხარია რომ არ უთხარი, იმიტომ რომ გინდა იფიქროს რომ შენთვის სულერთია მისი დაკარგვა. ზოგჯერ ამოწმებ ფეისბუქის ბლოკ ლისტს. ფიქრობ, რომ ერთი ღილაკის დაჭერით შეიძლება ყველაფრის დაბრუნება, მაგრამ არ აჭერ, იმიტომ რომ ხვდები, ადამიანები ბრუნდებიან, მაგრამ ემოციები ვეღარ. ამიტომ უნდა დაიჭირო ყველა ემოცია და შეინახო მოგონებებში და არ დაფანტო, სანამ არიან ეს ემოციები. იმიტომ რომ მერე ეს ყველაფერი აღარ დაბრუნდება, რაც არ უნდა სცადოთ ორივემ, როგორც არ უნდა “დააბრუნოთ” უკან ყველაფერი. “დაბრუნებებით” ადამიანებს მხოლოდ იმ პატარა სიკეთეების და ბედნიერებების ამოძირკვა შეუძლიათ, რაც ერთმანეთს ძველი მეგობრობიდან დაუტოვეს. და როცა ყველაფერი მთავრდება, შენ უნდა იცოდე რომ არავინ მოგიტანს წყალს და არავინ დაგისხამს ჩაის სანამ გზაში ხარ, იმიტომ რომ ყველამ არ იცის რომ ჩაი ცივი გიყვარს და უშაქრო.

-რატომ გაიღვიძე?

-წყალი მინდა

-მე მოგიტან

-მაშინ მე მოვწევ

მერე ერთად მიდიხართ, მოგაქვთ წყალი და შენ ეწევი აივანზე, ის იყინება.

Advertisements

3 comments on “დროის მდევარი

  1. LiLaC
    January 30, 2014

    ოუ, ნინი, კარგი რა :(
    რაღაც განსაკუთრებული პოსტია.. შემოვალ ხოლმე და ჩუმად წავიკითხავ…

  2. MavieDupont
    January 30, 2014

    რა კარგია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on January 27, 2015 by in ჩემი ამბები and tagged , , .
%d bloggers like this: