Fsyche's Blog

Lacuna Inc.

-გამოდი, გამოდი! ხელი ლამის იდაყვამდე ჩაიყო საყლაპავ მილში და სხეულიდან რაღაცის ამოცლას შეეცადა, მერე გაჩერდა, ოთახს მოავლო თვალი წამიერად და კარადასთან მივიდა, რამდენიმე ხელსაწყო გადმოიღო: პატარა ხერხი, სკაპლელი და რამდენიმე შეკვრა მარლა. საოპერაციო მაგიდაზე მოთავსდა, თავი სარკესთან ახლოს მიიტანა და საქმეს შეუდგა. მიზანი რთული იყო, შედეგი ფრიად ფასეული. ხერხი საფეთქელთან მიიბჯინა და აუჩქარებლად შეუდგა თავის ქალის გადახერხვას. მარჯვენა მხარე უკვე თითქმის დაესრულებინა, ტელეფონმა დარეკა. ეკრანს დახედა, ხერხი იქვე, მაგიდაზე მიაგდო, ჭრილობა შეიხვია და სახლიდან გავიდა. -გამოდი, გამოდი! ორივე ხელი მაგრად მიიჭირა საფეთქლებზე, ცოტაც და თავი ალბათ აგურივით ჩაეფშვნებოდა ხელებში. ონკანი მოუშვა, წყალი დალია და ოთახის კედლების თვლა დაიწყო. -გამოდი, გამოდი! მთელი ძალით გადაწია ნეკნები მარჯვნივ და მარცხნივ. „არც იწევა, არც ტყდება“ ჩაილაპარაკა ოდნავ ნაწყენი ხმით და კლავიატურაზე გამალებით დაიწყო ტექსტის აკრეფა. -გამოდი, მანდ ცოცხალი მაინც ვერ დარჩები! – ახლა მუდარიანი ხმით ჩაილუღლუღა და მთელი ტანით აეკრო კედლებს. მოძრაობდნენ. კისერზე თოკი საიმედოდ წაიჭირა და ისევ ტექსტის აკრეფა დაიწყო. არა, აქ არა, ახლა არა, ისინი გაიგებენ, ისინი ვერ გაიგებენ. ასე არ შეიძლება, ისინი ცოდონი არიან! არ შეიძლება რომ ვერ გამოვიდეს! არა, აუცილებლად უნდა გამოვიდეს, ხელით გამოვიყვან, სხვა გზა არ არის. სიგარეტის კვამლისგან თვალები ეწვოდა. გამხმარი ხე ელვის სისწრაფით იდგამდა ფესვებს სხეულის ყველა ნაწილში. „აქ ვერ დავტოვებ, სადღაც უნდა წავიღო, რაღაც უნდა ვქნა“ ფესვები ბრჭყალებივით ერჭობოდა ორგანოებში, ახლა უკვე ხელები უკანკალებდა და გულის რევის შეგრძნება ნელ-ნელა იმატებდა. მის ქვევით არაფერი ჩანდა, არც ზევით, არც პირდაპირ, მხოლოდ ცისფერი, ოდნავ გაბზარული ყინულის კედლები. გამალებით დაუწყო წიხლების ცემა, ყინული არ იძროდა. ხე უფრო და უფრო იდგამდა ფესვებს, რომლის მოჭრასაც ახლა უკვე სათითაოდ ცდილობდა. ლოგინიდან ყვირილით წამოხტა, ოფლში ცურავდა, თავის ტკივილი ჯერ კიდევ არ განელებოდა. პალატაში მიმოიხედა, არავინ იყო. ფანჯარა გააღო და მის ქვევით, ჭიანჭველებივით პატარა ადამიანებს დაუწყო ყურება. -რას შვრებით? თქვენთვის ადგომა ჯერ არ შეიძლება, ახლავე ჩამოდით დაბლა. – კეთილგანწყობილი, მაგრამ ცივი ხმით მიმართა მედდამ. – ასე როგორ შეიძლება, ხომ შეიძლებოდა გადავარდნილიყავით? რა უპასუხისმგებლობაა! ახლა სახვევებს მოგხსნით, ჭრილობას შევამოწმებ, შეხორცება ძალიან კარგად მიდის, რამდენიმე კვირაში აღარაფერი გეტკინებათ, ნაიარევი დაგრჩებათ ალბათ, დროთა განმავლობაში სხეული გაიწოვს, შემდეგ თავად გადაწყვეტთ, შეგიძლიათ პლასტიკურ ქირურგსაც მიმართოთ. სხვათაშორის, ძალიან კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის: გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მეტასტაზები აღარ განვითარდება, სიმსივნე მთლიანად ამოკვეთილია თქვენი სხეულიდან. კარგი კვება და ახალი გარემოს ნელ-ნელა შეჩვევა მოგიწევთ, თქვენი ორგანიზმი ჭირვეული, მაგრამ ძალიან ძლიერია, მთავარია მითითებები ზედმიწევნით შეასრულოთ. ფანჯარას მოსცილდა, ჩაწითლებული თვალები დახუჭა და საწოლზე დაეშვა, ღრმად ამოისუნთქა და ბარგის ამოლაგებას შეუდგა. “ჩვენ აქ დავრჩებით ჰოვარდ, აქ ჩვენი ადგილია, აქ ჩვენ კარგად ვიქნებით“- ფუმფულა ბეწვზე ხელი გადაუსვა შავ კატას და სიგარეტს მოუკიდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on January 10, 2014 by in ჩემი ამბები.
%d bloggers like this: