Fsyche's Blog

ორიოდე სიტყვა Club of Liberty-სა და თავისუფლების ბანაკზედ

602283_516963174994007_1607654189_nClub of Liberty თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შეიქმნა და იმის მიუხედავად რომ არსებობის სულ რამდენიმე წელს ითვლის, საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. კლუბის მიზანი საზოგადოებისთვის თავისუფლების იდეების გაცნობა და მათი პოპულარიზებაა. საქმიანობის სფერო – როგორც საგანმანათლებლო, ასევე კვლევითი. საკვლევი თემები: საზოგადოება, ეკონომიკა, პოლიტიკა და ადამიანის უფლებები. კლუბის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვა ძირითადად კონსერვატიულ და ლიბერტარიანულ ღირებულებებს ემყარება. 

2010 წლიდან მოყოლებული თავისუფლების კლუბი მართავს ლექციებს სხვადასხვა თემებზე, ატარებს დებატებს, აწარმოებს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის კვლევებს, აწვდის დაინტერესებულ ახალგაზრდებს ლიტერატურას.

თავისუფლების კლუბის მიერ ჩატარებული ყველა ივენთი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ <ბმული>

პოლიტიკასა და ეკონომიკაზე დაწერილ საინტერესო სტატიებსა თუ თარგმანებს კი ამ ბმულზე გაეცნობით <ბმული>

მე ჩემთვის საინტერესო ბევრი რამ აღმოვაჩინე – ნატო, ამერიკა, საქართველო, რუსეთი – არასასიყვარულო ოთხკუთხედი, 2030 წლის “ალტერნატიული მსოფლიო”, წმინდა მიწის პრობლემები.

ასევე, შეგიძლიათ ბლოგის დათვალიერებაც (რომელიც რატომღაც ბლოგსპოტის ძრავზეა აწყობილი, თუმცაღა, საკმაოდ სადა და დახვეწილი დიზაინი აქვს)  სამწუხაროდ, ბლოგპოსტებისთვის თვალი ჯერ მეც არ გადამივლია, ამიტომ კონკრეტულად ვერაფრის წაკითხვას გირჩევთ.

ლიბერთი კლუბის ვებ-გვერდზე მსოფლიოს უახლესი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ამბების შესახებაც მიიღებთ ინფორმაციას, თანაც, ქართულ ენაზე, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია. გაინტერესებთ კონკრეტული სფერო და იცით სად შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია (დამეთანხმებით, უცხო ენაზე კითხვის პრობლემა ბევ ადამიანს აქვს დღევანდელ საქართველოში) <ბმული>

ეს კი თავისუფლების კლუბის YouTube არხია, სადაც შეგიძლიათ ზოგიერთი ლექციის ვიდეო ჩანაწერს მოუსმინოთ <ბმული>

ლიბერთი კლუბის ერთ-ერთი პროექტი თავისუფლების ბანაკია, სადაც წელს პირველად, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, ბანაკის აუდიტორიას ძირითადად ახალგაზრდები წარმოადგენენ. საინტერესო თემები, საინტერესო მომხსენებლები, საინტერესო ადამიანები, კარგი გარემო, ნაკლები ლიტერატურა, მეტი დისკუსია – ეს თავისუფლების ბანაკია. აქ შეგიძლიათ მიიღოთ პასუხი ყველა კითხვაზე, გამოხატოთ საკუთარი პოზიცია და გაეცნოთ სხვა ადამიანების შეხედულებებს.

ბანაკში წასვლამდე სალექციო თემებს გავეცანი, მოლოდინები დიდი იყო, რომელმაც 80 %-ით გაამართლა და შემიძლია ვთქვა რომ ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში გატარებული 5 დღე ჩემთვის საკმაოდ ბევრის მომცემი აღმოჩნდა. მივიღე დიდი ინფორმაცია ჩემთვის საინტერესო საკითხებზე. რა თქმა უნდა არა ამომწურავი, მაგრამ მიღებული ინფორმაცია ყოველთვის ხდება წინაპირობა იმის რომ გაიგო კიდევ უფრო მეტი, მოძებნო შესაბამისი ლიტერატურა, ჩაუღრავდე თემებს შემდგომში.
გული დამწყდა რომ არ ჩატარდა ჩემთვის რამდენიმე ძალიან საინტერესო ლექცია, მაგრამ საერთო ჯამში ბაზალეთზე გატარებული ხუთი დღე ნაყოფიერი იყო, თბილისში ჩამოსვლისთანავე დავიწყე ჩემთვის რიგ საკითხებში ჩაღრმავება. ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები აუცილებლად უნდა არსებობდეს და ძალიან კარგი იქნება თუ ასეთ ბანაკებში ბევრი სხვადასხვა შეხედულების ადამიანი ივლის, რომლებიც შეძლებენ არგუმენტირებულად და ჯანსაღად იკამათონ.

კიდევ რატომ არის თავისუფლების ბანაკი საინტერესო? უყურეთ ვიდეოს პასუხის მისაღებად

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on August 21, 2013 by in ჩემი ამბები.
%d bloggers like this: