Fsyche's Blog

Midnight in Paris, ანუ შუაღამე სნობებისთვის

თუ თქვენ პარიზში დროსა და სივრცეში დაიკარგეთ, ჯობს არ მოუყვეთ ამის შესახებ მან რეის, დალის, ან ბუნუელს და მითუმეტეს, სამივეს ერთად. ისინი აუცილებლად გაგიგებენ. 

არ ვიცი კანში ზუსტად რა მოხდა ამ ფილმის პრემიერის დღეს და საერთოდ მოხდა თუ არა რამე, მაგრამ მახსოვს, შარშან ბათუმის კინოფესტივალზე როგორ დავტოვე თეატრი ალენის ბოლო ფლმის მე-15 წუთზე და წვიმიან ბათუმს შევუერთდი. მაშინ ვფიქრობდი, რომ ვუდი ალენს, კაცს, რომელიც საპატიო ადგილს იკავებდა ჩემი ბავშვობის არასაყვარელ რეჟისორთა ორეულში, საკმარისზე მეტი შანსი მივეცი შესაყვარებლად და მანაც მომცა საკმარისზე მეტი მიზეზი რომ  არ მიყვარდეს. დავდიოდი წვიმიან ბათუმში და ვფიქრობდი რომ ალენი ვერც ერთი ფილმით ვეღარ გახდება ჩემთვის საინტერესო. მაშინ, შუაღამის ბათუმმა უფრო გამიტაცა ვიდრე ვერსალით, ან შამ დე მარსზე მდგარი ლითონის კონსტრუქციით დისტანციურმა და უკვე მეტისმეტად გაბანალურებულმა, ტურისტებისთვის ინტერესზე მეტად ჩვევაში ან მოვალეობაში გადასულმა ტკბობამ. 

მერე დრო გავიდა, ალენზე განაწყენებამ გამიარა და ერთ შუაღამეს, თბილისში მარტო ყოფნისას, გადავწყვიტე რაიმე სულ ოდნავ რომანტიკული, ოდნავ სნობური და ოდნავ ბანალური, პარიზის ხედებიანი, ჯადოსნურ ქუჩებიანი და სულ ცოტაც სიურეალისტური  ფილმი მენახა. ჰოდა, ეტყობა ფიცჯერალდების წვეულებაზე მოხვედრის სურვილმა კიდევ ერთხელ მიმაბრუნა ვუდი ალენისკენ და შემახსენა, რომ შუაღამით, პარიზში შესაძლოა მე-20 საუკუნის დასაწყისის პარიზული  ბოჰემა გაიცნო. 

მუზეუმებში სიარულისას საცოლის ნაცნობების ხელოვნური ინტელექტი თუ გადაგღლით,  წვიმიან ქალაქში ფეხით უნდა ისეირნოთ. შუაღამის პარიზში აუცილებლად უნდა დაიკარგოთ, ჩამოჯდეთ კიბეზე და მერე ვიღაც ბახუსის ეშხში მყოფმა გიჟებმა წვეულებაზე წაგიყვანონ. აქ აუცილებლად გაიცნობთ  სკოტ ფიცჯერალდს და ჰემინგუეის, რომელსაც თქვენი წაუკითხავი წიგნები ეზიზღება და რომელიც გერტრუდ შტეინთან წაგიყვანთ სტუმრად. შუაღამის პარიზში ჭეშმარიტ სალვადორ დალის და ყველაზე დაბნეულ ბუნუელს უნდა ესაუბროთ.  პიკასოსა და მოდილიანის მუზა შეიყვაროთ, მასთან ერთად რენესანსის ხანაში იმოგზაუროთ და აღმოაჩინოთ, რომ ყველაზე საოცნებო ეპოქაში მცხოვრებთაც თავისი საოცნებო ეპოქა აქვთ. მარტო დაბრუნდეთ 2010-იანების პარიზში და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ წვიმაში ეს ქალაქი განსაკუთრებით ლამაზია.

ამის შემდეგ, შეგიძლიათ ვუდი ალენს ყველა შეცდომა დაუფიქრებლად აპატიოთ, ყურადღება არ მიაქციოთ ოდნავ ყალბ სცენებს, ოდნავ ზედმეტად ფილმის გადატვირთვას სნობური იუმორით, არ განაწყენდეთ, თუ აღმოაჩენთ რომ რეჟისორი გულიანად და შეფარულად დაგცინით თქვენი ასეთი ნეკროფილიის გამო და მაინც სიამოვნებით გაყვეთ ოქროს საუკუნის პარიზში სამოგზაუროდ, სადაც ყველაზე მეტად დაბნეული და თქვენი წარმოსახვისგან სრულიად განსხვავებული ბუნუელი წარმოუდგენლად შეგიყვარდებათ და სადაც, პარიზის თავზე ჩვეულებრივი ვარსკვლავების ნაცვლად, ვან გოგის ტილოს დააკვირდებით.

Advertisements

9 comments on “Midnight in Paris, ანუ შუაღამე სნობებისთვის

  1. mecmikvarkhar
    August 13, 2012

    მიხარია ამჯერად რომ მოგეწონა :)

    • fsiQe
      August 13, 2012

      ფილმი იმდენად არა, რამდენადაც პერსონაჟები. ბუნუელი გენიალურია, დალი, ჰემინგუეი.. იმათი ხუმრობები, პატარა სახასიათო დეტალები.. ძალიან კარად აქვს დაჭერილი პერსონჟები. ყველაზე სუსტ წერტილებს შეეხო ჩემსას და ამიტომ გადავწყვიტე მისი ფილმებს თავიდან ჩავუჯდე და გადავაფასო

  2. ლორდს გაუხარდებოდა ამის წაკითხვა :))

    ბავშვობის არასაყვარელ რეჟისორთა ორეულში დაკავებული საპატიო ადგილი მომეწონა :))

    ყველაზე მეტად კი ის მომწონს, ასე აქტიურად, გემრიელად და “ფსიქესებურად” რომ დაიწყე წერა. არ შეწყვიტო, ფსიქ, არაფრის დიდებით.

    • fsiQe
      August 13, 2012

      პოსტების წერა კარგია, როცა საქმე არაფერი გაქვს და ცდილობ ამის გამო მელანქოლია არ შემოგაწვეს :დ

  3. Jane
    August 13, 2012

    მე მომეწონა. მსუბუქი და სასიმოვნო ფილმია…

  4. rockermeloman
    August 13, 2012

    თავისებური მანერით წერ და ეს მანერა ძალიან მომწონს. პოსტი მშვენიერია და მეც გამიხარდა, რომ მოგეწონა, მოლიმ დამასწრო თქმა რომ ლორდს გაუხარდებოდა ეს :)
    პ.ს. რაც დრო გადის, მით უფრო მომწონს შენი ჰედერი

    • fsiQe
      August 13, 2012

      მადლობა <3

  5. mariefille
    August 27, 2012

    შარშან რომ გახვედი ფილმიდან, მაშინ ვიფიქრე, ოდესმე კიდევ ერთხელ აუცილებლად ნახავს მეთქი :))
    წელს მიდიხარ?

  6. Lord Vader
    September 4, 2012

    ალენი ნელ-ნელა ზემოთ მიძვრებოდა ჩემს საყვარელ რეჟისორთა სიაში და ახლა კიბის მეორე საფეხურზე ზის (ზემოდან).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: