Fsyche's Blog

Kidnapped by Neptune

does anybody know a cute girl with some pom poms?

ზიხარ 70-იანების ვალიანტში,  ქარი სახეში გცემს და თმას  მტვრით გივსებს. მიდიხარ 301-ე ავტოსტრადაზე, სავარაუდოდ, სადღაც ჯანდაბაში. დრო გაქვს უამრავი და შეგიძლია ყველაფერზე თანმიმდევრულად დაფიქრდე, რაც გაფორიაქებს, მაგრამ იმდენად მშვიდად ხარ, ფიქრისთვის გენანება ეს სიმშვიდე. მზეა, ზაბრისკი პოინტი გახსენდება. რა სისულელეა, საერთოდ აარაა შენი საყვარელი ფილმი. უბრალოდ გახსენდება, აბა სხვა რა შეიძლება გაგახსენდეს 301-ე ავტოსტრადაზე მიმავალი 70-იანი წლების ვალიანტში როცა ზიხარ და ქარი გიფრიალებს თმებს.

ასეთ დროს მოსასმენი ცალკე ფლეილისტი არსებობს. ფლეილისტის 40% ერთ ინგლისელ გოგოს უკავია, ემა ჰქვია და ლამაზი საერთოდ არ არის, მაგრამ მოცემულ მომენტში ყველაზე ლამაზია. ემას არ ეძახიან. ერთხელ, ბავშვობაში ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” წაიკითხა და მერე სასცენო სახელად სკაუტი აიღო. ჰოდა ახლა სკაუტია და ბევრს არა, მაგრამ ვისაც უყვარს ნამდვილად უყვარს. მანაც იცის რომ ნამდვილი სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი სიყვარული. ამიტომ სიმღერისას ყველაზე გულწრფელია. წარმოიდგინეთ, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში რომ ზის, გიტარა უჭირავს და შეკრული თმა ნახევრად ჩამოშლილი აქვს. ამ დროს მგონია ყველაზე გულწრფელი ადამიანია მსოფლიოში. ვუსმენ და ირგვლივ ყველაფერი ქრება ჩემი და ემას გარდა. ქალური და ოდნავ სევდიანი, მარტოსული ბრიტანული ხმა აქვს, რომელზეც ხშირად უთქვამთ რომ მეტისმეტად ამერიკულად ჟღერს. folk ჟანრი შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ სკაუტი რომ არ გიყვარდეს არ შეიძლება.

ჰოდა ზიხარ ამ 70-იანების ვალიანტში და გიყვარს ეს ბრიტანელი გოგო, ბრიტანული რომ არაფერი აქვს და ქარი გცემს სახეში, თმასაც გიფრიალებს და ზაბრისკი პოინტიც გახსენდება. წინ გრძელი გზა გაქვს, სანამ ნევადაში ჩახვალ და შეგიძლია ყველაფერზე თანმიმდევრულად დაფიქრდე, რაც გაფორიაქებს, მაგრამ ნიბლეთს უსმენ და იუტას ლანდშაფტის ქსეროფიტებს და კაქტუსებს აკვირდები. ფიქრობ რომ ეს ზამთარი ყველაზე თბილი იქნება. ბუხართან დასხდებით და ემა იმღერებს თავისი სევდიანი და ერთი შეხედვით დასახვეწი ხმით, შენ ჩაის დაისხამ და თითებს ნაქსოვი სვიტრის სახელოებში შემალავ. იქნებ თოვლიც მოვიდეს, მანამდე კი ფანჯრიდან იმ საქანელას ყურებით შეიქცევ თავს, შემოდგომის მიწურულს პლედშემოფარებულები რომ ისხედით და ტელესკოპით ცდილობდით ნეპტუნი დაგენახათ. როგორ დაინახავდით, მაგრამ გჯეროდათ მაინც. მუსიკას ხომ ბევრი რამე შეუძლია, კარგ მუსიკას კი ყველაფერი. ნეპტუნი მუსიკას მართავს, მუსიკა შენ, ამიტომ ერთხელ მას აუცილებლად დაინახავთ. მანამდე კი, ამ არც ისე ნორმალურ და არც ისე გიჟ გოგოსთან ერთად ბევრ ჩაის  დალევ ბუხრის წინ, ბევრ ალკოჰოლს მიიღებ, ბევრ სევდიან და გიჟურ სიმღერას იმღერებ და როცა ნევადის გზაზე ფოტოებს გადაუღებთ ერთმანეთს, ხმამაღლა იყვირებ რომ ბედნიერი ხარ. კალიფორნიის უდაბნოს დააკვირდები, ემას მუსიკასავით მინიმალისტური რომაა და თან ყველაფერს გიყვება და იტყვი რომ ცხოვრებაში მეტი თუ არაფერი მოხდება, აღარც არაფერი გინდა.

როდესმე ალბათ გულიანად იცინებთ სათვალიანი კრიტიკოსები ემას ფიჯეი ჰარვის, ან უფრო ბიორკს რომ ადარებენ იმაზე და საყვარელ სიმღერასაც დაუკრავს ერთ წვიმიან დღეს შენთან ერთად. მერე შემოდგომის საღამოს აივანზე გახვალთ და პლანეტებს დააკვირდებით. ნეფტუნსაც მაშინ დაინახავთ.

Advertisements

4 comments on “Kidnapped by Neptune

  1. ამას შენს ბლოგზე კი არა, რომელიმე საყვარელ ჟურნალში უნდა ვკითხულობდე, ფსიქე, შაბათ დილით, ჭიქა ყავასთან ერთად.

    • fsiQe
      August 7, 2012

      ჩემი ბლოგიც ხომ საყვარელია? :დ აქ წაიკითხე ფინჯან ყავასთან ერთად :) აბა რა საჟურნალე პოსტი ესაა? უბრალოდ ვუსმენდი და ბარემ დავწერ-თქო

      • შენი ბლოგი უსაყვარლესია და აქაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ :) მაგრამ აქ და ჟურნალში ერთად – ასე მირჩევნია :)

        კარგია, რომ დაწერე და კარგია, რომ წერ :)

  2. glamtaia
    August 7, 2012

    “მერე შემოდგომის საღამოს აივანზე გახვალთ და პლანეტებს დააკვირდებით. ნეფტუნსაც მაშინ დაინახავთ.” – ისე დამაინტრიგა ამ პოსტმა , რომ შემოდომას ველოდები ამის განსახორციელებლად :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on August 6, 2012 by in music and tagged , , .
%d bloggers like this: