Fsyche's Blog

მილან კუნდერა – “შეუცნობელი”

ემიგრანტობა, თუნდაც გარემოებით თავს მოხვეული, მისი ნების მიუხედავად, გაუცნობიერებლად მისი ცხოვრების საუკეთესო  გამოსავალი იყო.

“ოდისეა”, რომელიც ანტიკური ბერძნული კულტურის გარიჟრაჟზე დაიბადა, ნოსტალგიის დამამკვიდრებელი ეპოპეაა. მოდით, ხაზი გავუსვათ: ოდისევსი ყველა დროის ყველაზე ნოსტალგიური  პერსონაჟია.”

სწორედ ოდისევსის ნოსტალგიით იწყება “შეუცნობელის” პირველი თავები  და მისი “დიდი დაბრუნების” ამბავი მთელ რომანს გასდევს ფონად, ისევე როგორც გასდევს არნოლდ შონბერგის ისტორია. გენიოსისა, რომელმაც ვერ შეიცნო მომავალი. არადა, დარწმუნებული იყო რომ ევროპული მუსიკის მიმზიდველ ეპილოგს კი არა, დიდებული მომავლის პროლოგს წერდა.

დიახ, რა თქმა უნდა ყველა წინასწარმეტყველება მცდარია, მხოლოდ ეს არის ის ერთ-ერთი ჭეშმარიტება, რომლის შეცნობის უნარიც ერგო ადამიანს.

ეს თითქმის ავტობიოგრაფიული წიგნი კუნდერას ბოლო რომანია, რომელიც 2000 წელს გამოქვეყნდა, წიგნის კითხვისას არაერთხელ გაიფიქრებთ: ეს თავად გადახდა, ეს პერსონაჟი თავად ავტორია. თავად ავტორია ორივე ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული პერსონაჟი. კაცი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. მისი პერსონაჟები ემიგრანტები არიან. ირენა და იოზეფი. ორი სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა ხასიათითა და მსგავსი ისტორიით.  ორი დიდი მოღალატე ან დიდი ტანჯული. მხოლოდ ასე შეიძლება აღიქვა ემიგრანტები. ასე აღიქვამენ მათ მეგობრებიც, ყველაზე ახლო ადამიანებიც. ასეთი სტერეოტიპით ხედავენ ემიგრანტებს და როცა ქრება მათი სტატუსი, როცა მათ უკვე შეუძლიათ სამშობლოში “დიდი დაბრუნება” და ისინი თავს იკავებენ, ინტერესს მათი პიროვნების მიმართ ჯერ გაოცება, შემდეგ კი სრული გულგრილობა ცვლის. ვხედავთ, რომ ალბათ ინტერესს მათი სტატუსი იწვევდა, მსხვერპლის, ტანჯულის ასეთი რომანტიული და მიმზიდველი სტატუსი. (თუმცა, ჯობია თავი შევიკავოთ იაფფასიანი მსჯელობისგან)

“-შენ ისევ აქ ხარ? ღმერთო ჩემო, ირენა, ის რაც თქვენთან ხდება, ისეთი თავბრუდამხვევია!”

KAFKA WAS BORN HERE.

ეტიმოლოგიური წიაღსვლებისას ნოსტალგია წარმოგვიდგება როგორც ტანჯვა არცოდნის გამო: შენ შორს ხარ, ამიტომ არ ვიცი როგორი გახდი. ჩემი ქვეყანა შორსაა, არ ვიცი იქ რა ხდება. ოდისევსს ხშირად იხსენებდნენ სამშობლოში, მაგრამ მის მიმართ ნოსტალგიას არავინ გრძნობდა, ოდისევსი არასოდეს საუბრობდა სამშობლოზე, მაგრამ აღუწერელი ნოსტალგიით იტანჯებოდა.

“-ვიცი, მაგრამ ხომ არ გავიწყდება, რომ მე აქ ვმუშაობ? ბინა მაქვს აქ? შვილები აქ მყავს?”

-მე ყველაფერში დაგეხმარები.. ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებით.

ჰომეროსმა დაფნის გვირგვინით შეამკო ნოსტალგია და ამით საფუძველი ჩაუყარა მორალურ იერარქიას. ირენას პიროვნებას სრულიად ჩრდილავს მისი სტატუსი – ის ემიგრანტია, მას სამშობლოში დაბრუნება უნდა უნდოდეს.

ოცი წლის მანძილზე ოდისევსი მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, მაგრამ დაბრუნებულმა გაკვირვებით აღმოაჩინა, მისი ცხოვრების აზრი, მისი გული ითაკეს გარეთ, მის ოცწლიან ხეტიალსა და მოგზაურობაში იყო.

რატომ ფიქრობ მიქელანჯელოზე, როცა როდენის წინ დგახარ?

“მე დამავიწყდა როგორები იყვნენ ისინი, მათ კი არ აინტერესებდათ როგორი გავხდი მე.” სულ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ უნდათ ეს 20 წელი მომკვეთონ.

KAFKA WAS BORN HERE.

მაგიდაზე, კედლის გასწვრივ აწყვია ფრანგული “ბორდო” 12 ბოთლი, რომელიც ირენამ “დიდი დაბრუნების” აღსანიშნად შეუკვეთა. მეგობრები სვამენ ლუდს. ემიგრანტული კოშმარი – მოჩვენებითად მეგობრული ქალები იცინიან და ხელში ლუდის კათხები უჭირავთ.

როგორ შეიძლება ისეთი ინტიმური განცდა, როგორიც სიზმარია, კოლექტიური იყოს? მაშინ სად არის მისი სულის განუმეორებლობა?

პრაღაში არავის უკითხავს ირენასთვის როგორ ცხოვრობდა მთელი 20 წელი, როცა მათთან არ იყო. ისინი გამუდმებთ უყვებოდნენ თავიანთ თავზე და ნაცნობებზე, სამშობლოში ირენას ცხოვრებიდან 20 წელი ამოჭრეს. ისინი არ იცნობდნენ ერთმანეთს, მათ არ აინტერესებდათ როგორი გახდა ირენა ახლა.

არც იოზეფი აინტერესებდათ.

“ათასობით ემიგრანტის ერთნაირი სიზმრები მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე აუხსნელი ფენომენია.”

თუ ადამიანები ერთმანეთით ძალიან არ ინტერესდებიან, ეს უბრალო გულუბრყვილობით მოსდით.

KAFKA WAS BORN HERE.

ახლა ადამიანები კომუნიზმს იმიტომ კი არ უარყოფენ, რომ აზროვნება შეეცვალათ, უბრალოდ, ახლა კომუნიზმი აღარც ნონკონფორმისტად თავის გამოცხადების საშუალებას იძლეოდა, აღარც დამორჩილების სურვილის დაკმაყოფილებას, არც დამნაშავეთა დასჯას, არც სარგებლობის მოტანის, არც ახალგაზრდებთან ერთად მომავლისკენ სვლის საშუალებას, არც დიდი ოჯახის წევრობის შეგრზნებას,. კომუნისტური თეორიები არანაირი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად აღარ ვარგოდა. ისინი უკვე იმდენად უსარგებლო იყო, რომ მათზე ყველა ადვილად ამბობდა უარს, ისე რომ ვერც ამჩნევდა

KAFKA WAS BORN HERE.

ვისაც უგულოდ ემშვიდობბებიან, დაბრუნებისას ბევრს არაფერს უნდა ელოდოს.

-მეც ხშირად მიფიქრია ოდისევსზე.

-ისიც შენსავით 20 წელი არ ჩასულა სამშობლოში.

-და ის ბედნიერი მაინც იყო რომ დაბრუნდა.

-არავინ იცის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: