Fsyche's Blog

ჩაკ

“პორტლენდის რეისზე, თვითმფრინავში სტიუარდი ჩემკენ გადმოიხარა და მთხოვა, მისთვის სიმართლე მეთქვა. მისი აზრით, ეს წიგნი სინამდვილეში ბრძოლას არ ეხებოდა. დაჟინებით მიმტკიცებდა, წიგნი ჰომოსექსუალებზეა, რომლებიც თურქულ აბანოებში სხვების თვალწინ ერთმანეთს ჟიმავდნენო.”

ჩაკ პალანიკი

ჩემი აზრით სტიუარდი მართალი იყო. არა, იმიტომ კი არა რომ პალანიკმა “მებრძოლთა კლუბი” მართლა იმ ჰომოსექსუალებზე დაწერა თურქულ აბანოებში ყველას დასანახად რომ ჰქონდათ სექსი. იმიტომ რომ პალანიკის წიგნები ადამიანებზეა, ადამიანებისთვისაა და ადამიანებში არსებულ ყველაზე ღრმად მიმალულ კომპლექსებს, ტკივილებს და ტრავმებს აშიშვლებს. 

დიახ, ეს წიგნი ჰომოსექსუალებზეა.   დიახ, ეს წიგნი მიმტანებზეა. ჰო, რა თქმა უნდა წიგნი კინომექანიკოსებზეა და რა თქმა უნდა  პოლიციელებზეა, წუნდადებული პროდუქციის გამოთხოვის კოორდინატორებზეა, ჩემზე და შენზეა, მთელ სამყაროზეა, იმათზეა, ვისაც უმტკიცებენ რომ უნიკალური ფიფქია, ყველაზეა, ვისი ცხოვრებაც კინოპროპაგანდამ და ტელე-შოუებმა იმსხვერპლა, ვისაც ბავშვობაში (და მერეც) უსინდისოდ ატყუებდნენ რომ ისინი ტელევარსკვლავები, მოდელები, მოკრივეები, მილიონერები გახდებოდნენ და ვინც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია, იმიტომ რომ იმას ვერ მიაღწია, რასაც ბავშვობაში პირდებოდნენ. დიახ, ეს წიგნი იმ ტიპზეა ვეტერინარობა რომ უნდოდა და სადღაც ჯანდაბაში მუშაობდა.

ეს წიგნი ყველაზე და ყველაფერზეა. იდეალურობისკენ რომ ისწრაფვიან იმ თოლიებზეა, ბავშვობაში მამებმა რომ მიატოვეს იმ ნაბიჭვრებზეა. იმ ნაბჭვრებზე, ვისთვისაც მამა ღმერთის მოდელია და თუ მამა არ ყავთ აბა როგორ უნდა გახდნენ ღმერთის მსგავსები? რა თქმა უნდა, ეს წიგნი იმ ადამიანებზეა გზა რომ ვერ იპოვეს როგორ ეცხოვრათ და იმ ადამიანებზეცაა, რომლებიც ხვდებოდნენ რომ გზა ვერ იპოვეს. იმ ადამიანებზეა რომლებიც მიხვდნენ რომ “მხოლოდ პაიკები არიან, მთელი მსოფლიოს ნაგვები” და ამით რაღაცას აღემატნენ. იმ ადამიანებზეცაა, რომლებიც ამას ჯერ არ მიმხვდარან.

დიახ, ეს რომანი ანარქიაზეა და არა, რა თქმა უნდა ეს რომანი ანარქიაზე არაა. სინამდვილეში სიმარტოვეზეა, თითოეული ჩვენგანის სულის სიმარტოვეზე და ჩვენში ჩაკეტილ იმ კომპლექსებზე, ბავშვობიდან რომ გვტანჯავს და არავის არასდროს გავუმხელთ. სინამდვილეში ყველაფერი იმ 13 წლის ბიჭზეა იდეალური ორგაზმის მისაღწევად სტაფილო რომ გამოიყენა და მერე ეს სტაფილო ცხოვრების კოშმარად ექცა. სინამდვილეში ყველაფერი იმ ბიჭზეა ღმერთს რომ ფეხებზე ეკიდა. ეს ბიჭი ფიქრობდა: “აჯობებს ცუდი იყო და ღმერთის ყურადღება, ამით მიიპყრო ვიდრე საერთოდ არ მოგაქციოს ყურადღება-ო.” სინამდვილეში ეს რომანი ღმერთზეა. რა თქმა უნდა, ეს რომანი ღმერთზეა და მე ვიცი ეს, იმიტომ რომ ეს ტაილერმა იცის. ეს რომანი იმ ღმერთზეა, რომელიც არ არსებობს.

ეს რომანი ჩემი მეზობლის შვილზეა, რომელსაც მშობლები უყვირიან და რომელიც რომ გაიზრდება ავტომატით ჩაცხრილავს ვინმეს. ეს რომანი ყველა იმ ქცევაზეა, რაც ბავშვობის ტრავმებმა განაპირობა. მთელ საზოგადოებაზეა. ჩემზე და შენზეა. ეს რომანი იმ სოციუმზეა, რომელიც გვეზიზღება იმიტომ რომ გვიყვარს.

პალანიკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ფილანტროპი მწერალია. რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება გაგეღიმოთ ამაზე, მაგრამ ასეა, მას ჩემზე და თქვენზე მეტად უყვარს ადამიანები. ის ადამიანები, თავგზააბნეულები რომ დარბიან ცხოვრების საფეხურებზე და არ იციან როგორ დაიმშვიდონ სულები, როგორ უმკურნალონ ბავშვობის ტკივილებს, ისეთ ტკივილებს მერე სხვას რომ თავად მიაყენებენ. როგორ ეზიარონ ჭეშმარიტებას, როგორ მიიქციონ ღმერთის ყურადღება ამ დაწყევლილ და ცინიკურ სამყაროში და როგორ შექმნან ახალი რასა, ახალი ადამიანი, რომელიც უკეთესი იქნება, რომელიც უფრო ახლოს იქნება სრულყოფილებასთან, იმ სრულყოფილებასთან, სულ ერთი წუთით რომ გრძელდება მაგრამ ამ ერთი წუთისთვის ბევრი რომ უნდა იშრომო.

და თქვენი აზრით რომელი ჯობია? ჯოჯოხეთი, თუ არაფერი..

Advertisements

2 comments on “ჩაკ

  1. siyvarulovna
    July 18, 2012

    ჰმ, დამაინტერესა და წაკითხვა მომინდა :/

    • fsiQe
      July 18, 2012

      წაიკითხე აუცილებლად, თან კარგი თარგმანია ქართულადაც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: