Fsyche's Blog

Non stop S.

“ოდისეა”, რომელიც ანტიკური ბერძნული კულტურის გარიჟრაჟზე დაიბადა, ნოსტალგიის დამამკვიდრებელი ეპოპეაა. მოდით, ხაზი გავუსვათ: ოდისევსი ყველა დროის ყველაზე ნოსტალგიური  პერსონაჟია.”

– რატომ ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს ასე?

– იმიტომ რომ ემთხვევა. დამთხვევა იმიტომ არის დამთხვევა რომ არაფერს ნიშნავს, ემთხვევა და მორჩა. არაფერს აკავშირებს ერთმანეთთან.

– კარგი, რა მნიშვნელობა აქვს. როცა არაფერს აქვს მნიშვნელობა.

– პრაღაში მინდა..

– რომ შენი თვალით ნახო აწონილი და გასაყიდად დაფასოებული კაფკა?

– რომ ჩემი თვალით ვნახო ქალაქი, სადაც ის ბედნიერი არ იყო.

– მოდი, ჯობია სამარხვო ბურგერებზე დაგპატიჟებ და დადებით ამბებზე მომიყევი რამე.

– “დიდი ხნის წინ, ერთ ჯადოსნურ ქვეყანაში ცხოვრობდა პიტერ პენი”. რაც შეეხება მარხვას, ვეგეტარიანელები და მრევლი სხვადასხვა ცნებებია.

– ჰო, კარგი.

– იცოდი, თავის მოკვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოზარდებისთვის უფრო მარტივი რომ ყოფილა ვიდრე დიდებისთვის?

– არადა ზრდასრულები ნაკლებს კარგავენ აშკარად.

– კი, თუ საზომ ერთეულად დროს გამოვიყენებთ.  მაგრამ მოზარდებისთვის მომავალი შორეული და აბსტრაქტულია, რისიც დიდად არ ჯერათ ხოლმე.

– მოზარდებს რომ შეეშვა და საკუთარ თავზე იფიქრო ცხოვრება უფრო მარტივი იქნება შენთვის.

– სულ თუ არაფერზე იფიქრებ ცხოვრება მაშინ შეიძლება გახდეს მარტივი, ისიც შედარებით.

– ჰო. კარგი.

– მთელი ძალებით რომ რაღაცის დახვეწას ცდილობ და მერე ეს რაღაც თავზე გენგრევა უცნაური შეგრძნებაა. აი ჯგუფელთან ერთად რომ გენდერიულ თანასწორობაზე ესეს წერდი და ბოლო წინადადებაში “ქალებს განსაკუთრებული პატივი უნდა ვცეთ, ისინი სამშობლოსთვის შვილებს ზრდიანო” რომ მიაწერა და თავზე დაგენგრა მთელი სამყარო, ეგ შეგრძნებაა.

– ჰოდა შენთვის შეინახე ეგ შეგრძნებები, იმიტომ რომ მაინც არავის არ აინტერესებს. ამდენ წელში კი უნდა მომხვდარიყავი რომ  life’s a bitch.

– პრაღაში წამიყვანე

– რომ შენი თვალით ნახო ქალაქი, სადაც კაფკა უბედური იყო?

– იმიტომ რომ ნახევარ კრონად არ ვიყიდო.

– პრაღაში წამიყვანე რა

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on June 14, 2012 by in ჩემი ამბები.
%d bloggers like this: