Fsyche's Blog

პოლი-პოლი-ინტერპოლი

მათზე ამბობენ რომ შორეული 90-იანების ბოლოს სხდებოდნენ ნიუ იორკელი ბიჭები Joy Divisions და The Chameleons  უსმენდნენ და ბოლოს ჯგუფიც შექმნეს, თავიდან რამდენიმე სახელი გამოიცვალეს, შემდეგ ინტერპოლი დაირქვეს და სიმღერების ჩაწერა დაიწყეს. სინამდვილეში ყველაფერი 1997 წელს დაიწყო, როდესაც დენიელი  და გრეგი  ნიუ იორკის  უნივერსიტეტში სწავლის დროს საერთო საცხოვრებელში ერთ ოთახში აღმოჩნდნენ და ჯგუფის შექმნის იდეა დაებადათ. ასევე ნიუ იორკის უნივერსიტეტში ფილოსოფიის და ისტორიის კლასში შეხვდა დენიელი კარლოს დენგლერს და ჰკითხა დაუკრავდა თუ არა მომავალში ყველაზე პოპულარულ ინდი ჯგუფში მასთან და გრეგ დრუდისთან ერთად. როგორც ჩანს შეკითხვაზე დადებითი პასუხი მიიღო და დენიელს გაახსენდა ინგლისელი ბიჭი, რომელიც საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნო, მოუსმინა და ვისაც სწორედ ისეთი ვოკალი ჰქონდა მათ რომ ჭირდებოდათ – მსოფლიოში საუკეთესო. ამ ბიჭს პოლ ბენკსი ერქვა და ბავშვობაში კლასელები ხუმრობით „ინტერ-პოლს“ ეძახდნენ. აი ასე – „პოლი-პოლი-ინტერპოლი“.  თავიდან უარზე იყო, მაგრამ როცა ბიჭების მუსიკა მოისმინა, ფარ-ხმალი დაყარა და ჯგუფს შეუერთდა. ასე გაჩნდა ინდი სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო ბენდი, რომელსაც მოგვიანებით „ინტერპოლი“ დაარქვეს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ინტერნაციონალურ პოლიციასთან და რომლის მნიშვნელოვანი როლის აღნიშვნის გარეშეც დღეს უკვე რთულია ისაუბრო ინდი როკსა და პოსტ პანკზე.
98-ში ბიჭებმა პირველი EP გამოუშვეს სამი სიმღერით (“PDA”, “Roland”, “Get The Girls”). ჩვეულებრივ აუდიო კასეტაზე გაკეთებულმა ჩანაწერებმა თავიდანვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. სხვანაირად როგორ შეიძლებოდა მოგესმინა და მერე არ გემეორებინა და არ გემეორებინა და არ გემეორებინა:  „Sleep tight, grim rite, we have two hundred couches where you can“ და რა მნიშვნელობა აქვს როგორ ხასიათზე ხარ? ინტერპოლის ერთი და იგივე სიმღერა შეიძლება ძალიან პირქუში და ნისლიანიც მოგეჩვენოს და ძალიან მხიარულიც, გააჩნია რისი დანახვა გინდა და რას გრძნობ როცა უსმენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ინტერპოლი შენი ბენდია მისი მოსმენა ყოველთვის მოგიტანს ემოციას, მძაფრ ემოციას. მაშინაც, როცა ცხოვრება გიხარია და მაშინაც, როცა ყველაზე მტკივნეულ და გასაოცარ ვერსიებს განიხილავ სუიციდისთვის. 2000-ში რომ მინი ალბომი (Fukd I.D. #3) გამოუშვეს ის დისკი სულ ათასი ცალი იყო და დღემდე ძალიან იღბლიან ადამიანად ჩაითვლები თუ სადმე გადააწყდი ან შენ უფროს მეგობარს აღმოაჩნდა, მაგრამ ეჭვი მეპარება გაიმეტოს და გისახსოვროს -არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი მეგობარია. 2000 ცვლილებების წელი იყო ჯგუფისთვის. ეშმაკმა იცის რამ გადააწყვეტინა, მაგრამ გრეგმა აიხირა უნდა წავიდე და ბედს ვეწიო, საკუთარ პროექტებს მივხედო და გზას დავადგეო. ჰოდა წავიდა. მაგრამ კესლერს ღრმად სწამდა რომ ინტერპოლი არ დაიშლებოდა. ერთხელაც, როცა ბიჭების საყვარელ ძველი ტანსაცმლის მაღაზიაში ჟილეტს იზომავდა დენიელმა გაიფიქრა „სემი კარგად უკრავს. რატომ არ უნდა შეცვალოს მან  გრეგი?! “ და თავისი იდეა მაღაზიის გამყიდველს გაუზიარა. ასე ჩაანაცვლაა გრეგ დრუდი სემ ფოგარინომ. სემი სწორედ იმ მაღაზიაში მუშაობდა. და აი დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები  – 2002 წლის აგვისტოში ბიჭებმა სადებიუტო სტუდიური ალბომი გამოუშვეს, სახელწოდებით „Turn On the Bright Lights“. ეს იყო დაუვიწყარი ალბომი 11 ტრეკით, რომელიც კრიტიკოსებმა ძალიან დადებითად შეაფასეს, რომელმაც ჩარტებში მოწინავე პოზიციები დაიკავა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოც მიიღო. თუ თქვენ ინტერპოლთან ჯერ არავითარი შეხება არ გქონიათ და თუ არ გინდათ რომ ისინი ყველაზე ნამუსგარეცხილ ნაძირალებად მონათლოთ, ანდა არ გინდათ რომ ფლეილისტიდან დროებით მაინც ყველა სხვა საყვარელი სიმღერა წაშალოთ, ან უბრალოდ ზომაზე მეტად ვინმე/რამე შეგიყვარდეთ, მაშინ არასდროს მოუსმინოთ ამ ალბომს. დამიჯერეთ რომ ამ ალბომის არ მოსმენა ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება იმ შემთხვევაში თუ თქვენ უკვე გყავთ საყვარელი ბენდი და არ გინდათ მისი ადგილი სხვამ დაიკავოს. რატომ? -იმიტომ რომ ინტერპოლი აუცილებლად დაიკავებს მოწინავე პოზიციებს თქვენს ტოპ ლისტში ლასთფმ-ზედა თქვენს გულშიც. როგორც უკვე ვთქვი, პირველი ალბომი გამოსვლისთანავე დიდი განსჯის და მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ზოგი ამბობდა ძალიან კარგიაო, ზოგი – უფრო ძალიან კარგიო, ვიღაცებმა ბენკსის ვოკალი იან კურტისისას შეადარეს, Joy Divisions გვანან ბიჭებიო, ზოგმა – The Chameleons  გაგვახსენესო..  სიმართლე რომ ვთქვა დიდად არ ვიზიარებ ამ მითქმა-მოთქმას, მხოლოდ იმას ვაღიარებ რომ ალბომი მართლაც შესანიშნავია. იმდენად კარგი რომ შემდგომი ალბომის სიკარგე აღარავის გაკვირვებია. არც იმის შემდგომის.  2004 წელს რომ ალბომი გამოვიდა „Antics“ ერქვა იმ ალბომს და “Slow Hands”, “Evil”,  “C’mere” და კიდევ 7 ტრეკია შესული  მასში.  ზუსტად 4 თვეში ალბომის 350,000 კოპიო გაიყიდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო ინტერპოლის რეკორდი, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ელოდათ. „Antics“-ის შემდეგ უკვე აღარავინ ლაპარაკობდა იმის შესახებ რომ ინტერპოლმა Joy Divisions ან რომელიმე სხვა ჯგუფი დააკოპირა 80-იანებიდან. ყველამ აღიარა რომ ჯგუფს თავისი განსაკუთრებული სტილი ჩამოუყალიბდა – პულსირებული დარტყმები და ბენკსის პირქუში და ნისლიანი ვოკალი. Our Love to Admire რომ გამოვიდა უკვე 2007 წელი იდგა. ბიჭებმა გადაწყვიტეს რომ მათ ვებსაიტზე მოწყენილობა სუფევდა და ალბომის გამოსვლის თარიღი დააანონსეს – 2009 წლის 7 სექტემბერი.  მესამე ალბომი საკმაოდ განსხვავდებოდა „Turn On the Bright Lights“ და „Antics“ -სგან. We had keyboards on from the start which we’ve never done before. It’s like a fifth member. There’s a lot more texture, and interesting sounds, there’s definitely progression and growth.“ -ასე შეაფასა ჯგუფის გიტარისტმა დენიელ კესლერმა ახალი ალბომის განსხვავებული ჟღერადობა ერთ-ერთ ინტერვიუში. Our Love to Admire-მაც ბევრი თბილი რეცენზია დაიმსახურა კრიტიკოსებისგან, ან კი როგორ შეიძლებოდა სხვანაირად, როცა ამ ალბომში შედიოდა Pioneer to The Falls, Rest My Chemistry, No I In Threesome  და კიდევ სხვა ძალიან კარგი ტრეკები.  ალბომმა ინტერპოლის ყველა რეკორდი მოხსნა და საუკეთესო პოზიციები დაიკავა სხვადასხვა ჩარტებში  და გამოსვლიდან მხოლოდ ერთ კვირაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 154 000 დისკი გაიყიდა. ინტერპოლი თავისი არსებობის პერიოდში არასდროს ყოფილა ასეთი პოპულარული, მაგრამ ბიჭები იცვლებოდნენ, მათ უნდოდათ შეექმნათ რაღაც ახალი, განსხვავებული -ის, რაც არ გავდა იმას, რასაც აკეთებდნენ აქამდე. ამიტომ – გახსოვთ რომელიღაც რეკლამა ქართული არხებიდან მსგავსი ტექსტით? „კლავიში? ფორტეპიანო? სიმები? -იქნებ ვიოლინო? მთელი ორკესტრი?“ ჰოდა არ ვიცი ჩაის დალევამ შთააგონა ეს ამბავი რომელიმეს თუ შეყვარებულთან დაშორებით გამოწვეულმა მწვავე დეპრესიამ, მაგრამ ადგნენ და 2009-ში რომ ალბომი უნდა გამოეშვათ იმ ალბომს მთელი ორკესტრი დაამატეს. ბევრი არ უფიქრიათ და ეტყობა არც ცოტა, თორემ როგორმე უფრო ორიგინალურ სახელწოდებასაც მოიფიქრებდნენ მეოთხე ალბომისთვის, ალბომს -“Interpol” დაარქვეს და 2009 წლის გაზაფხულზე ერთგული მსმენელები გაახარეს. მაისში ალბომზე მუშაობა რომ დაასრულეს კარლოს დენგლერმა, -ინტერპოლის ბას გიტარისტმა, ბიჭებს ჯგუფიდან წასვლის შესახებ განუცხადა. უცნაურია, რატომ უნდა მოგინდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფიდან წასვლა, მაგრამ დენგლერი წავიდა.  “ინტერპოლმა” 10 სიმღერითურთ ოფიციალურად სექტემბერში იხილა მზის შუქი და გულშემატკივარ-მსმენელთა აიპოდების სივრცე, თუმცა ალბომის ოფიციალურად გამოსვლამდეც უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა და ყველა უსმენდა Barricade, Memory Serves, Lights , Safe Without და სხვა სიმღერებს. ყველაზე არაერთგვაროვანი რეაქცია კრიტიკოსებისგან სწორედ ამ ალბომს ხვდა წილად. ბევრი თვლიდა (და ალბათ ახლაც თვლის) რომ ორკესტრის დამატება დიდი შეცდომა იყო, ზოგი ამბობდა რომ ინტერპოლი საუკეთესო ინდი ბენდიდან  ჩვეულებრივ ემო ჯგუფად გარდაიქმნა, ზოგმა საერთოდ წაიშალა ეს ალბომი მეხსიერებიდან და ბიჭების წინა სამი ალბომით ამაყობა გააგრძელა. ის ადამიანები კი, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ჰალსტუხიანი ბიჭების, ბნელი და მელანქოლიური აპათიურ ტექსტებიანი, ბენკსის ბნელი ყველასგან განსხვავებული ხმით შესრულებული სიმღერები, ისეთი თითქოს არაფერი, მაგრამ გულზე რომ მოგხვდება  და გულს რომ აგიჩქარებს, კვლავ განაგრძობენ ინტერპოლი განსაკუთრებული მუსიკით ტკბობას. მათ ყურსასმენებში ყოველდღე ისმის ჯგუფის arty post-punk romance-ები  და ისინი ყოველთვის აყოლებენ ხმას მისამღერებს ახალი აღარც ისეთი გენიალური სიმღერებიდანაც კი keep us away! Keep us away! Keep us away! Keep us away!! და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. ეს იყო ჩემი ყველაზე გენიალური ბიჭების 13 წლიანი ისტორია, რომელიც რა თქმა უნდა ალბათ კიდევ დიდ ხანს არ დასრულდება და ინტერპოლი კიდევ უფრო და უფრო უკეთეს ალბომებს შემოგვთავაზებს აპათეური ტექსტებით, გენიალური ბასით, გიტარით, ვიოლინოებით ან მათ გარეშე და ბენკსის გასაოცარი ვოკალით. თუ თქვენ ამ პოსტის მერე გადაწყვეტთ ერთხელ მაინც მოუსმინოთ ამ ბენდს, მე აუცილებლად შემოგთავაზებთ აფდეითებს მათი ამბების შესახებ, იმიტომ რომ თუ თქვენ მართლა გადაწყვეტთ და ერთხელ მაინც მოუსმენთ მათ რომელიმე სიმღერას, თქვენ აუცილებლად მოგინდებათ მოუსმინოთ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ და აუცილებლად დაელოდებით შემდეგ სიახლეებს მათ შესახებ, თანაც სულმოუთქმელად. საერთოდ ვთვლი, რომ როცა საქმე ისეთ მუსიკას ეხება როგორსაც ინტერპოლი ქმნის, ზედმეტია პოსტების წერა, ზედმეტია სხვადასხვა შეფასებების კეთება, ზედმეტია რაიმეს გაანალიზება, მათი ვინმესთან შედარება. ძალიან უმნიშვნელოა ისტორიული ფაქტები, ჯილდოები, რეიტინგები, თარიღები და კრიტიკოსების დადებითი თუ უარყოფითი შეფასებები. უბრალოდ უნდა ადგე და უსმინო Pioneer To The Falls, Obstacle 1, Evil, Leif Erikson, Rest My Chemistry,  და სხვა საყვარელ სიმღერებს, დატკბე მათი განსაკუთრებულობით და მადლობა უთხრა ღმერთს რომ კესლერი და დრუდი შორეული 90-იანების ბოლოს უნივერსიტეტში რომ სწავლობდნენ ერთ ოთახში მოუწიათ ცხოვრება.

Advertisements

3 comments on “პოლი-პოლი-ინტერპოლი

  1. მოლი ბლუმი
    November 7, 2011

    თუ ოდესმე ინდის მოსმენას გადავწყვეტ, გზამკვლევად ამ ბლოგს გამოვიყენებ :)

    • fsiQe
      November 11, 2011

      არ მოუსმისნო ამ ბიჭებს მოლი. ძალიან შეგიყვარდებიან <3

  2. Julian Plenti
    September 13, 2012

    შენი ლასტეფემი თუ შეიძლება :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on November 7, 2011 by in music and tagged , , , , , , .
%d bloggers like this: