Fsyche's Blog

კედლის უკან დამალული კინოფირები

რას იტყოდით თქვენთვის რომ ეთქვათ მუსიკას არ მოუსმინოთ, არასდროს იცეკვოთ და ფილმებს არ უყუროთო?

თუ ქალი ხართ ბურკა ჩაიცვით და ქუჩაში მხოლოდ ოჯახის წევრ მამაკაცთან ერთად იარეთო?

წიგნები დაწვით, ეშმაკის არის და განათლება მხოლოდ სამხედრო მიიღეთო?
მე ძალიან შემეშინდებოდა, არა, გავიქცეოდი, გავფრინდებოდი, ან ზღვას გადავცურავდი, თუ ხელს შემიშლიდნენ (ხელს აუცილებლად შემიშლიდნენ) ალბათ მოვკვდებოდი. 

ქაბულელი ფილმების მოყვარული კი ნამდვილი გმირი იყო. საერთოდ, გმირები არიან ქაბულელები. ჯერ კომუნისტური მთავრობა გადაიტანეს, შემდეგ თალიბანის რეჟიმი. რელიგიურმა ექსტრემიზმმა და გაუთავებელმა ომებმა ავღანეთი  უდიდეს კრიზისამდე მიიყვანა. წერა-კითხვა მოსახლეობის დაახლოებით ხუთმა პროცენტა იცის, იარაღის გამოყენება მგონი რომ ყველამ.  რთულია ასეთ ქალაქში ცხოვრება და უფრო რთულია ასეთ ქალაქში განმანათლებლის როლის ტვირთვა. როცა რელიგიური პოლიცია წიგნებს და ფილმებს გიწვავს და დასახვრეტად საკუთარი კინოთეატრის ეკრანთან გაყავხარ. იმ კინოთეატრის, რომლის გულისთვისაც ქაბულიდან თეირანში ფეხით ჩახვედი და ძველისძველი პროექტორის შემკეთებელი ჩამოიყვანე, იმ კინოთეატრის სულ საკუთარი ხელით რომ აღადგინე და შიგნით ყველა ნერვი, ყველა წუხილი და სიხარული ჩააშენე აგურებს შორის. იმისთვის, რომ ბავშვებს გაეგოთ რა არის კინო . ზუსტად ასეთი გმირია ვაჰიდ მუსაიანის ფილმის მთავარი პერსონაჟი. დანამდვილებით არ ვიცი რას ფიქრობდა და რას იხსენებდა დასახვრეტად კინოთეატრის ეკრანთან მდგარი აშრაფ ხანი, ალბათ იმას თუ როგორ აუშენა მისმა ბაბუამ ბებიას “გოლჩერეჰი” ან იმას, როგორ ჯეროდა, რომ კინოს შეუძლია ქაბულში განათლების შემოტანა და ყველაფერი ცუდის დამარცხება, ანდა იმას თუ როგორ დამალეს მისმა მეგობრებმა ყველაზე საყვარელი კინოფირები კედლის უკან. რაც არ უნდა ეფიქრა, ყველაფერი ისე ნამდვილად არ იყო, როგორც მის ბავშვობის და ზრდასრულობის ოცნებებში, ქაბული სუნიტური ფუნდამენტალისტური დაჯგუფების ხელში იყო და ისინი წვავდნენ ყველაფერს, რასაც შეეძლო ადამიანები უკეთესობისკენ შეცვლა.

ვაჰიდ მუსაინის “გოლჩერეჰი” სწორედ ქაბულის ერთადერთი პატარა კინოთეატრისა და მისი მეპატრონის ამბებს ასახავს, რომელსაც მკვეთრად გასდევს ფონად მთელი ავღანური ტრაგედია და ამ ყველაფრის მნახველმა რთულია ფილმის რეჟისორულ ავ-კარგიანობაზე იმსჯელო. უფრო მარტივია გადაახტე ზედმეტ დრამატიზმს,  ვთქვათ იმას, რომ მეორე კულმინაციის დროს მთავარმა გმირებმა ყალბად იტირეს, ანდა იმას რომ რამდენიმე ეპიზოდი სრულიად ზედმეტად მოგეჩვენა, თითქოს მუსაიანმა მეტისმეტად სცადა ამბის სიმძაფრის გადმოცემა, მაგრამ ქაბულის ამბები ისედაც ძალიან დრამატულია.

108 წუთი ვიჯექი კინოთეატრ “აპოლოს” ჩაბნელებულ დარბაზში, მაგრამ მთელი ავღანური ტრაგედია ისე განვიცადე, თითქოს თალიბანის რეჟიმი საკუთარ თავზე გადამეტანა. ჩემი აზრით “გულჩერეჰი” ერთ-ერთი ის ფილმია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა. თანაც ლამაზია ქაბულის ქუჩები და ირანული პეიზაჟები.

Advertisements

8 comments on “კედლის უკან დამალული კინოფირები

  1. მოლი ბლუმი
    September 23, 2011

    ყოჩაღ, ფსიქე! რევიუც ასეთი უნდა!

    • fsiQe
      September 23, 2011

      მადლობა მოლი :)
      შენი კომენტარები სულ მაძლევს ხოლმე სტიმულს რომ პოსტები დავწერო

  2. vasasi
    September 23, 2011

    ეს ფილმი გამოსული უკვე ფართოდ? შემიძლზია გადმოვიწერო?

    მე, საერთოდ, ყველაფერი მაინტერესებს ავღა ნელების ყოფაზე და ამიტომ ისა..

    მახსოვს, შარშან ბათუმში “ოსამას” პრემიერა შედგა. რომ ვნახე, დღემდე იმაზე ვფიქრობ. :)

    • fsiQe
      September 23, 2011

      არ ვიცი, 2011-ის ფილმია, გუგლმაც ვერ იპოვა ვერაფერი, imdb-ზე კი არის რაღაც მცირედი ინფო, მაგრამ არ მგონია სადმე იდოს :ს

  3. Pingback: დიდი იმედები, იმედგაცრუებები და იმედები | ბლოგი ყველასთვის და არავისთვის

  4. me
    September 24, 2011

    fsiQe ფილმში მოთხრობილმა ამბავმა ჩემზეც მოახდინა შთაბეჭდილება, თუმცა დიდი კინემატოგრაფიული ღირსებით არ გამოირჩეოდა. საშულო დონის ნორმალური ფილმი იყო. მისი ნახვისას დრო დაკარგულად ნამდვილად არ ჩამითვლია.
    vasasi “ოსამას” შემდეგ ავღანურმა ფილმებმა მეც დამაინტერესა. თუ კი ინფორმაციას ეძებ, შემილია მიგითითო http://www.kinolumiere.ge/index.php?page=inga_khalvashi_barmaqi&lng=ge_&old=4(5)_2010

    • fsiQe
      October 2, 2011

      მადლობა :)
      კინემატოგრაფიულ ღირებულებაზე გეთანხმები, აღვნიძნე კიდეც პოსტში.

  5. babisa
    September 29, 2011

    საინტერესოა, ცოტას დავიცდი და ლინკიც გაჩნდება ნეტში..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: