Fsyche's Blog

საბურავებით გამთბარი თაობა

ადამიენები მუზეუმივით არიან, ცხოვრების გარკვეულ ეტაპამდე აგროვებენ ამბებს და ისტორიებს, მერე კი მზად არიან დამთვალიერებლები მიიღონ და ეს ისტორიები ყველას გაუზოარონო – ასე ამბობდა კუნდერა.

როცა ეს ფრაზა პირველად წავიკითხე, ვიფიქრე რომ მე კიდევ კარგა ხანი არ გავხდებოდი მუზეუმი, მაგრამ ახლა, როცა 1/5 საუკუნე უკვე გავიარე, მეც შემომაწვა ნოსტალგია, ძველი, ბნელი დროების ნოსტალგია. ისეთი ძლიერი ნოსტალგია, რომ ყოველ საღამოს ვჯდები ჩაისთან ერთად სამზარეულოს მაგიდასთან, ვაქრობ სინათლეს და ვანთებ სანთელს და მე მჯერა რომ ასე, ოდნავ მაინც დავაბრუნებ იმ წლებს, ყველაზე ტკბილი წლები რომ ჰქვია.

მერე გამოვდივარ სამზარულოდან, ვრთავ ტელევიზორს, პირველ არხზე და თუ გამიმართლა და გვახარიას გადაცემის ანონსს მოვკარი თვალი, ვფიქრობ რომ 90-იანებში ვარ და ფსიქო დაიწყება, მე ისევ კარს უკან ავიტუზები მაშინ, როცა დედას ეგონება მძინავს და ერთად ვუყურებთ გადაცემას – მე კარის უკნიდან, დედა სავარძლიდან.

დილით დედა ჩემ მიკი მაუსიან ჩანთაში წიგნებს ჩამალაგებინებს და სკოლაში წამიყვანს. დილით იწვიმებს, მე თეთრი როლინგით ვიჯდები კლასში ჩემ მეგობართან ერთდ, რომლებსაც მასწავლებელი ზოლიან ბანანებს გვეძახის. მე ბ1 ვარ, თიკო ბ2, ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და თუ ერთი სკოლაში არ მიდის, მეორე მას სახლში აკითხავს და გაკვეთილებს აცდენს.

სკოლაში დედა მაკითხავს და ჩვენ ერთად მივდივართ დედას სამსახურში, სადაც ძველი და ახალი წიგნების სუნია და დედას ბევრი თაბახის ფურცლის წაკითხვა უწევს, რომ წიგნები გამოსცენ. დედას ავტორებს ჩემთვის სნიკერსები მოაქვთ, მე სნიკერსი არ მიყვარს და სამსახურში ვტოვებთ. ისევ წვიმს, გამოვდივართ და მარჯანიშვილის ქუჩას მივუყვებით, იქ ჩემი საყვარელი საკონდიტროა. იმ ნამცხვრებს ვყიდულობთ მე რომ ძალიან მიყვარს და წინამძღვრიშვილის ქუჩით მოვსეირნობთ. წვიმს და სველ ქუჩას ისეთი სუნი აქვს, გაზრდის მერე არასდროს რომ არ ჰქონია.

სახლში ძალიან ცივა, მამა სამსახურშია, დედა “კერასინკას” ანთებს. ნელ-ნელა ვთბებით. ნამცხვარი ისეთი გემრიელია, მერე რომ აღარასდროს იქნება. ბავშვობის გემო აქვს. ასეთ ნამცხვრებს აღარ აცხობენ.

ტელევიზორში “ცისფერი ხე” იწყება. მე ძალიან მომწონს ერთი გოგო ამ სერიალიდან და მინდა იმას ვგავდე, მაგრამ არ ვგავვარ, იმ გოგოს დიდი ტუჩები და გრძელი, გაშლილი ყავისფერი თმა აქვს. მე ჩვეულებრივი ტუჩები და ორი კიკინა. ამბობენ რომ ძალიან ლამაზი ბავშვი ვარ, რაც მაბრაზებს და მაკომპლექსებს.

საღამოს მამა და მისი მეგობარი მოდიან. ბევრი ქინდერები მოაქვთ ჩემთვის. მე ყველას ერთად ვხსნი და სათამაშოებს ვიღებ. ჰოპოპოტამების უკვე მესამე კოლექცია შევავსე. “ლოვე”ს “ნაკლეიკების”  მთელი ალბომი მაქვს, თან არა ერთი. ტურბო და დოპინგი.. “ჰეფი მილში დეილი ამომივიდა და ახლა გამწარებული ვცდილობ ჩიპის მოპოვებას. დენდის თოფი ისევ გაუფუჭდა და მარიოს ვთამაშობ, არადა რამდენი იხვია მოსაკლავი (მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რომ ნადირობა ცუდი საქციელია)

მამა სახლში გვიან, ძალიან გვიან მოდის, ან საერთოდ არ მოდის, იმიტომ რომ ყაზარმულია გამოცხადებული და მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ფეხზე დგას, ვიღაცას ებრძვიან, ვიღაც ტერაქტებს აწყობს. მე არ ვიცი რა არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ არ მიყვარს. არ მიყვარს იმის მიუხედავად, რომ იქ სულ კარგად მხვდებიან, სიგელებს მიწერენ და მჩუქნიან, მამას მდივანმა რამდენიმე სიგელი დამიმზადა. ერთ-ერთის შინაარსი ასეთი იყო:

“გადაეცემა ნინი ოქროპირიძეს!

დედიკოს, მამიკოს, სანიმუშო სწავლის და განსაკუთრებით კასანდრას სიყვარულისთვის”

კაბინეტს ვიმხობ თავზე, მთელ სართულზე დავრბივარ და ფეხბურთს ვთამაშობ ვირაც სტაჟიორ ბიჭთან ერთად. მამას კარატეზე შევყავვარ, დედას ცეკვაზე და მუსიკაზე, მე ცურვაზე სიარული მინდა, მაგრამ დედა ამბობს რომ ყველა აუზი საშიშია და რომ სანიტარულ ნორმებს არსად იცავენ. რას ვიზამ?! 90-იანებია.

ეზოს დიდი ბიჭები თოფებით თამაშობენ და მე გული მწყდება, მამა თავის სანადირო თოფიდან ტყვიებს იღებს და მაძლევს, მე ძლივს გამაქვს თოფი გარეთ და ყველა მეხვეწება რომ ვათხოვო. მამას ძალიან ვუყვარვარ, მეც ძალიან მიყვარს მამა. საღამოობით მასთან ვწვები ლოგინში და ზღაპრებს მიყვება; არწივებზე, ზღარბებზე, მელიებზე.. სულ თვითონ იგონებს. ერთ ზღარბს ნემსა ჰქვია, დედამისს მახათა, ვაშლებს აგროვებენ ტყის განაპირას. მე მეძინება და მამას ჩემ ოთახში გადავყავვარ.

ჭიაკოკონობაა და ქუჩაში ცეცხლს ვანტებთ საბურავით. ეს ერთადერთი შემთხვევაა, სადაც საბურავი და ცეცხლი ფიგურირებს, მაგრამ ყველა მხიარულია. თავდაუზოგავად ვახტებით კოცონს, მერე კარტოფილებს ვყრით ცეცხლში. ნახევრად ნახშირია, ნახევრად უმი, მაგრამ ყველაზე გემრიელი კარტოფილია.

საღამოს მამას მანქანაზე ტელევიზორს ვდგამთ და მთელი ეზო ვუყურებთ სერიალს “девушка по имени судьба”. მე და ჩემი მეზობელი სონია ბარბებს ვარქმევთ მთავარი პერსონაჟების სახელებს. ჩემ ბარბებს ყველას მარია ქვიათ. მე-9 არხზე ალექს მაკის საიდუმლო სამყარო რომ მთავრდება, რა? სად? როდის? იწყება. მახსოვს ყველაზე ჭკვიანი მსუქანი კაცი, რომელიც ჩემი მეზობელია, უცნაურ კიბეებიან სადარბაზოში ცხოვრობს და ძალიან კთილდ იღიმება.

დედა მთელი ღამე თაბახის ფურცლებზე ხელნაწერებს კითხულობს, მე ვბრაზდები რომ ჩემთვის არ ცალია, მერე ერთად ვსხდებით დივანზე, ერთმანეთს ვეხუტებით, მაშველებს ვუყურებთ და მამას ველოდებით. მამა რომ მოდის დიდი, ძალიან დიდი დათუნია და სახატავი რვეულები მოაქვს, მეუბნება რომ მისმა თანამშრომელმა გამომიგზავნა, მე ამ თანამშრომელს არ ვიცნობ, მაგრამ მამას აღწერილობით ვხატავ და ნახატს ვჩუქნი. მამამ მითხრა რომ დიდი ულვაშები აქვს და მე კოჭებამდე ვუხატავ ულვაშებს მეორე დღეს მამსთან მივდივართ სამსახურში და ის კაცი თავის კაბინეტში კიდებს ჩემ ნახატს. ამის მერე ჩვენ მეგობრები ვხდებით და ტელეფონით ვლაპარაკობთ ხოლმე.

ხვალ შაბათია და ასე მგონია მამა ლაღიძის ნაღების და შოკოლადის ლიმონათის დასალევად წამიყვანს.

მერე გრენდაიზერის და პაპირუსის ეპოქა იწყება. შუქი უფრო ხშირად მოდის, ციდრე აქამდე, პირველ არხზე ჩნდება გადაცემები: მეალომანია, რომელიც ისე მყარად რჩება ოთხმოცდაათიანელი ბავშვების მეხსიერებაში, რომ ახლოაც მელომანიის ნაცვლად მეალომანიას ამბობენ. სერგი გვარჯალაძის საუბრები სახურავიდან, გოკა გაბაშვილის “აზრი”, ქუჩაში ფარნებით სიარული, ტრანსფორმატორის და მე-9 ბლოკის პრობლემები. სანთლის შუქზე მე და ბებია ვუკრავდით ბეთჰოვენის ზაზუნას და ვმღეროდით. მერე ბებია გარდაიცვალა, მერე მე გავიზარდე.

ახლა ბებიას ძველ, დაკეტილ სახლში ვარ, აქ ყველაფერს ბავშვობის სუნი აქვს და ამ პოსტის დაწერა მომინდა. ვიცი რომ გრძელია და არ წაიკითხავთ, ქართველებს ხომ არ გვიყვარს კიტხვა. მაგრამ უნდა დამეწერა ყველაფერი არადა კიდევ რამდენის თქმა შეიძლება..ალბათ აქ ვიცხოვრებ ერთი კვირა მარტო და უფრო ჩავიძირები 90-იანების მორევში. ბნელი, ცივი და სასტიკი, საბურავების სუნიანი და პურის რიგებიანი 90-იანების ეპოქის, სადაც ადამიანები უფრო თბილები და გულისხმიერები იყვნენ, სადაც სიცივე გვათბობდა და სადაც ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი.

Advertisements

22 comments on “საბურავებით გამთბარი თაობა

  1. fsiQe
    August 27, 2011

    ილუზიონი გამომრჩა :(
    სიმპსონებიც

  2. ახლახანს გავიღვიძე. ფოსტაში ეს პოსტი დამხვდა, სათაურს გადავხედე და მეთქი, მოდი, პირველ ყავასთან ერთად წავიკითხავ… შევყევი და ისე გავედი ბოლოში, ყავა ჯერ არც ადუღებულა.

    უმაგრესობაა. რივკინი რამ გაგახსენა :)

    მამა მომეწონა ძალიან.

    თავის დროზე, რამდენი შენთან შემოვიხედავდი, ებაუთ ფსიქეს ვკითხულობდი (ძალიან მომწონდა) და აწი, ყოველი სტუმრობისას, ამ პოსტს გადავიკითხავ.

  3. როდე
    August 27, 2011

    ოი ოი, მეც ეს კვირეები ბებოს ბინაში ვათევ ღამეს და დღეს მე და ნატალიამაც დავწერეთ პოსტები, მოგონებებით სავსე ამინდზე.
    უკვე სამეული :*
    აი, ძალიან საინტერესო დამთხვევა, მონათესავე სულების :)

    • ნატალია კონჩენტინაა? შორიდან ვიცნობ (ანუ, ბლოგს ვიცნობ შორიდან) და რაც ვიცი, ძალიან კარგია.

      აი, შენ და ფსიქე… ასეთი მონათესავე სულების ერთობა უმრავლოს ღმერთმა ქართულ ბლოგოსფეროს :სადღეგრძელოსმაგვარისმაილი:

      • როდე
        August 27, 2011

        ჰო მოლი, კონჩენტინა :) ძალიან საყვარელი და ამინდიანია :)

        დიდი მადლობა და კიდევ შენი ჩათვლით! ველით, სეზონის გახსნას შენსკენ ;)

  4. CheshireCat
    August 27, 2011

    კარგი პოსტია :) მაგრამ ძველი ძველი ანეკდოტი გამახსენდა (საბჭოური). ვიღაც ბაბუას ეკითხებიან:
    -ბაბუ, საბჭოთა კავშირის დროს უკეთესი ცხოვრებაა თუ მეფის დროს უკეთესი იყო?
    -მეფის დროს!
    -რატომ?
    -იმიტომ რომ, მაშინ 17 წლის ვიყავი.

    ხოდა ესეც იმ ოპერიდანაა :)
    ისე, დიდი მადლობა უნდა უთხრა შენს მშობლებს, რომ საოცრად მძიმე დროის მიუხედავად, შეძლეს შენთვის ბედნიერი ბავშვობა მოეცათ. ეს დიდი საჩუქარია.

  5. MusicMary
    August 27, 2011

    ყველაფერი გამახსენდა და თვალწინ დამიდგა… შემომაწვა ნოსტალგია და იმედია მეც დავწერ ამ დღეებში პოსტს ამ თემაზე…
    ისე, მეჩვენება თუ ამ ბოლო დროს ძალიან განიცდი მაგ ნოსტალგიას?

    მე შენგან განსხვავებით იმაში გამიმართლა, რომ ცურვაზე მინდოდა და ცურვაზე მატარებდნენ ))

    გადაცემებიდან ყველაზე მეტად “მეალომანია” მიყვარდა. გვანჯალაძეც. და გვახარიამ დღეს როგორც არ უნდა მომიშალოს ნერვები, მაინც იმ ადამიანად რჩება, რომელსაც ჩემ ბავშვობაში “ფსიქო” მიჰყავდა.

    “გამოვდივართ და მარჯანიშვილის ქუჩას მივუყვებით, იქ ჩემი საყვარელი საკონდიტროა.” – ეგ სად? შემთხვევით მეტროსთან ხომ არა, არქიტექტურის გვერდით?

  6. ანი
    August 27, 2011

    კარგი პოსტია. შემთხვევით წავაწყდი და მომეწონა. ჩემი ბავშვობა გამახსენდა.

  7. nano
    August 29, 2011

    ” ადამიანები უფრო თბილები და გულისხმიერები იყვნენ, სადაც სიცივე გვათბობდა და სადაც ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი.”-ადამიანები ისევ ისეთები არიან როგორიც იყვნენ,უბრალოდ ბავშვობაში ლამაზად ჩანს ყველაფერი…

  8. ჭინკა
    September 5, 2011

    როგორ არ წავიკითხავ ბოლომდე.. რომ დავიწყე ვეღარ დავამთავრე..
    არ ვიცი, რომელი აბზაცი დავაკოპირო და გითხრა რომ ყველაზე მეტად მომეწონა. მთლიანი პოსტი <3

  9. wissner
    September 5, 2011

    ზოლიან ბანანებზე ვგიჟდებოდი :)
    ალფიც ძალიან მიყვარდა. <3

  10. Di@
    September 7, 2011

    ერთი ამოსუნთქვით გავედი ბოლოში… ძალიან თბილი და ამავე დროს ნაღვლიანი პოსტია. გამახსენდა ბავშვობა… ეჰ… არადა, მაშინ როგორ დავცინოდი “დიდ ბიჭებს”, ყველაზე ტკბილი ბავშვობის წლებიაო, რომ ამბობდნენ…

  11. agatako
    September 14, 2011

    როგორი თბილი და მონატრებით სავსე პოსტია.
    ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
    პატარა ნიუანსები ბავშვობიდან, მთელი ცხოვრება რომ გახსოვს და გიყვარს <3 <3

  12. faifuris angelozi
    October 18, 2011

    ბოლო ნაწილმა ჩემი საყვარელი ბებია გამახსენა,უშუქობისას ჩვენც პიანინოზე დაკვრით ვერთობოდით,მერე ის გარდაიცვალა და სულ მენატრება,ეხლა ამ გახსენებაზე უფრო მომენატრა.

    • fsiQe
      October 18, 2011

      ეგ ერთადერთი გასართობი იყო იმ დრიოს საღამოობით ^_^

  13. Nani
    July 5, 2012

    Dzalian imoqmeda postma chemze , yvelaperi gamaxsenda kargi mogonebebi ; ((( didi madloba <3

    • fsiQe
      July 9, 2012

      მიხარია <3

  14. გრაფინია
    November 19, 2012

    წუხანდელ საუბარს ეს პოსტი დაემატა და მთლიანად შევიგრძენი 90–იანები. ის სუნიც კი გამახსენდა ქუჩაში რომ იდგა :)

  15. glamtaia
    November 19, 2012

    ფსიქე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მეც მახსოვს ოთხმოცდაათიანების ბოლო გაელვება. სანთლის ნაღვენთებისგან ჩიტის ბუდეებს რომ ვაკეთებდი ისიც მახსოვვს, ჩემი დიდი ბებია რომ ზღაპრებს მიყვებოდა იმაზე ტკბილი და თბილი ზრაპრები არც შარლ პეროს აქვს და არც ძმებ გრიმებს.
    კიდევ ის მხიარული შეძახილი მახსოვს “მოვიდააა” და 10 წუთის შემდეგ “ჩაქვრაა” :)))
    “ზუკოს ” წვენებიც მახსოვს , “ხიმია” არისო ყველა რომ იჩემებდა მაგრამ საშინლად გემრიელი რომ იყო და მაიც რომ ვსვამდი.
    მარიოც მახსოვს. მერე რა რომ ვერასდროს ვერ ვიგებდი . . . მარიო ხალხს იმისთვის არ შეუყვარებია რომ სამ დეში იყო :)

  16. kevana
    November 19, 2012

    ავბღავლდი.. :(

  17. tami
    January 17, 2013

    VFICAV VCREMLEBI MOMADGA: RATOM? IMITOM ROM FAQTIURAD CHEMMA BAVSHVOBAMAC GAMIRBINA TVALTIN:

  18. Sulkhan Khalvashi
    January 31, 2014

    :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: