Fsyche's Blog

და მეზობლებმა რა თქვეს?!

ანუ, როგორ დაგვამხვეს თავზე ქართული სიწმინდე <3

პოსტი ეძღვნება ქართველი ქალის კდემას <3

მუსიკოსები უცნაური ხალხია. კონკიას ზღაპრები უყვართ, მაგრამ ხანმოკლე.

უყვართ და პრინციპში ჭირდებათ კიდეც.. ისო, ესო.. იმიჯიო, ფანებიო.. და მერე თანაც თუ ესპანელი მაჩოც ხარ/გინდა იყო გოგოს აღარ უნდა აკოცო?! “შოუ არ უნდა დადგა?!” ჰოდა აიღო კაცმა ერთი სიმღერა და ყველა კონცერტზე ვიღაცას “კოცნით ასაჩუქრებს”(ც)რ2.  ეს ამბავი უკვე ისეთ ტრადიციადაც კი იქცა, როგორც “შერცხვენილი ქალის ცოლად აღარ წაყვანა” საქართველოში.

ენრიკემ რა თქვა?

ჩემ მენეჯრეს დაუკავშირდნენ და უთხრეს რომ რომელიღაც მესამე სამყაროს ქვეყქნაში კონცერტის გამართვას მთავაზობდნენ, სანაცვლოდ ყიდდნენ სულს და სინდისს რომელიც წესით საკუთარი მოქალაქეების წინაშე უნდა ჰქონოდათ და მათი ფული ჩამქრალი ვარსკვლავების სცენაზე დგომაში არ უნდა დაეხარჯათ. მე არსად აღარავინ მთავაზობდა სიმღერას, საქმე არ მქონდა და ვიფიქრე, რომ არაფერს ვკარგავდი. ჰოდა ავდექი და ჩავფრინდი იქ,  “ზღაპრულ” ბათუმში, სადაც პრეზიდენტმა კინაღამ ფეხები დამბანა საკუთარი ხელით. (კაცია თუ უფალი ღმერთი). საოცარი ქვეყანა იყო. ჩემი ნომრის ფანჯრიდან ზღვა ჩანდა, არსად მინახავს ასეთი ჭუჭყიანი ზღვა. მერე ვიმღერე და წამოვედი. ხალხი კიოდა, ეტყობა საქართველოში ძალიან ცუდი გემოვნება აქვთ.

თამუნამ რა თქვა? 

კონცერტზე სულ ფეხით ჩავალ-მეთქი დავიმუქრე და ბათუმის გზას დავადექი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ იქ ჩემი ოცნების კაცს შევხვდებოდი. მოვეწონე და თავის ხელით ამიყვანა სცენაზე. მაკოცა. მთელი ცხოვრება მისი ერთგული ფანი ვიქნები. საფლავში ჩავიყოლებ მის სიყვარულს.

რუსთავი 2-მა რა თქვა?

თამუნა სენაკში დაიბადა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა რომ ის ყველაზე იღბლიანი გოგო იყო. გაივლის წლები და ევროპის მოედანზე საყვარელი მომღერლის მოსასმენად რიგში გაჭყლეტილ თამუნას პოპ ვარსკვლავი მხურვალე კოცნით დაასაჩუქრებს. ეს საოცრებაა.

ესპანელი მაჩო იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ლამაზი ქალები ცხოვრობენ, არა, ძალიან კი არა, ყველაზე ლამაზი.. რომ მოხარულია ამ ქვეყანაში ვიზიტით და ძალიან მოეწონა ხინკალი და ხაჭაპური. ასეთი ზღვა კი არსად არასდროს არ უნახავს (მართლა არ უნახავს. ავტ.შენიშვნა)

კონცერტზე დამსწრე გოგონებმა რა თქვეს?

აკოცა! აკოცა! რა ბედნიერებაა. ააა ეეე იიიი ოოოო უუუუუ (მაგრამ ტელევიზიისგან განსხვავებით გოგონები უფრო რეალისტები არიან და ხვდებიან, რომ პოპ “ვარსკვლავი” სულაც არ იწვის და იდაგება ქართველი გოგონას ტრფობით (რომელიც მართლა ლამაზი გოგოა, მაგრამ რაღა თქმა უნდა ლამაზი კიდევ ბევრია საქართველოს გარეთაც. ავტ.შენიშვნა) და არც ცოლად წაიყვანს და არც მისი გამომცხვარი ხაჭაპურების დაგემოვნება მოუნდება. ჰოდა უნდა “დაუბრუნოს პატრონს”

ქართულმა ადათ-წესებმა ანუ “ერის ხმამ” რა თქვა?

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, “ერის ხმას” (ჯერ) არ მოუთხოვია ენრიკესთვის თამუნაზე დაქორწინება. ალბათ ღრმად დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ისედაც ასე მოხდება. აბა როგორ?!

რა თქვა ამ ბლოგის ავტორმა?

ძალიან ბევრი მუსიკოსი, ძალიან ბევრ ქვეყანაში, ძალიან ბევრ ლაივზე ახლო კონტაქტში შედის მსმენელთან, მაგრამ ამას საინფორმაციო გამოშვებები არ ეთმობა. ისინი არ ქორწინდებიან და ეს მსმენელი სულაც არ მიიჩნევა იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებულად და ამის გამო სულაც არ ხდება  თავადაც ვარსკვლავი.

ქართული სიგიჟიდან გამომდინარე მე თამუნასგან (გვარი არ ვიცი) უფრო ჭკუადაკარგულ რეაქციას ველოდი, მაგრამ როგორც ჩანს თამუნა ნორმალური გოგოა, უბრალოდ ერთი მინუსი აქვს -ცუდ მუსიკას უსმენს.

და მეზობლები რას იტყვიან?

შერცხვენილ ქალს ვინ წაიყვანს ახლა? ტუტუცი ყოფილა ეგ გოგო.

ეს იყო და ეს, იქნებ დავუჯეროთ ქართულ ტელე(მ)ისტერიას და ვიწამოთ, რომ საქართველო ყველას აღაფრთოვანებს, რომ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ, რომ მალე თამუნას და ენრიკეს ქორწილს უნდა ველოდოთ.

ისე კი, ვისაც “ესპანელი მაჩოს” მსმენელთან სიახლოვე ზეკრეატიულობის თუ ქართველი ქალების ზემომხიბვლელობის ზეიმი გგონიათ, შეგიძლიათ წინამდებარე ვიდეოებს გადახედოთ:

u2

robbie williams

beth hart

Advertisements

10 comments on “და მეზობლებმა რა თქვეს?!

  1. და მაინც, I can be your hero baby ;)

  2. Mari
    August 4, 2011

    ჰაჰა.. :)) კარგი პოსტი იყო. მაგრამ მეზობლების ნათქვამი უფრო მეტი უნდა დაგეწერა, რადგან ეგენი ყველაზე მეტს ამბობენ ხოლმე :D :D

  3. kalatozik
    August 4, 2011

    კარგია

  4. litterator
    August 4, 2011

    :D :D მაგარია

  5. litterator
    August 4, 2011

    აი რობი რომ ჩამოვა მე ვიქნები ის თამუნა :D :D

    • Mr. Nomad
      August 4, 2011

      ეს თამუნები ნამეტნავად აქტიურობთ :დ

  6. ძველი და ენამწარე ფსიქე გამახსენდა :)

  7. fiqro
    August 4, 2011

    ზარი ჯეოსელში (ნამდვილი ამბავი, ცხელცხელი, გუშინდელი)
    აბონენტი (გოგოა)– თბილისის კოდი მინდა
    მე – 8322
    აბონენტი – ენრიკე წავიდა?
    მე – ეგ ჯეოსელს არ ეხება :დ

  8. Makine Shalamberidze
    August 4, 2011

    ჰაჰაჰააააა:))) მაგარი პოსტი იყო ;)
    მადლობა ამ ქაჯური ინფორმაციის ასე სახალისოდ
    და საინტერესოდ მოწოდებისთვის.
    მე თვალითაც არ მინახავს რაც ჩამოსვლა,
    არც წასვლა, არც კოცნა და არც მიტოვება და დავინტერესდი ეხლა..
    დავგუგლო ერთი :))

  9. nini tamunaam isic tkwa enrukeem ase mitxraao,aucileblad dawbrundebiio daa me martlaa welodebioo:))))))))))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: