Fsyche's Blog

ძვირფასო ჯორჯ!…

დილის 6 საათია და მე ვფიქრობ შენზე. მე ხშირად ვფიქრობ შენზე მას შემდეგ, რაც გაგიცანი. ფარდები გადავწიე და უძილო ღამის შემდეგ ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. ძვირფასო ჯორჯ! რა იქნებოდა, შენ რომ 48-ში ის წინასწარმეტყველება არ აღმოგხდენოდა?

პირველი შეხვედრა ლიტერატურულ კაფეში

ძვირფასო ჯორჯ! იცი რამდენ ხანს გეძებდი? იცი, რამდენი წელი მინდოდა შენი გაცნობა? იცი, როგორ ამიძგერდა გული, როცა პირველად თარხნიშვილზე, ლიტერატურულ კაფეში მოგკარი თვალი? ბვშვივით ავყვირდი, სახე გამინთდა და ირგვლივ ყველაფერი გაქრა, თანდათან და სწრაფად, ისე, როგორც ფილმებში, მძაფრი ემოციების დროს. აი, როგორც eternal sunshie of the spotless mind-ში, როცა ჯოელს კლემენტინა ვერ ცნობს, მაგრამ მე გიცანი და ამიტომ გაქრა ყველაფერი, ის ყველაფერი იმ დროს უმნიშვნელო იყო.

ეს ჩვენი ნამდვილი შეხვედრა გახლდა. პირველი შეხვედრა. მე შენ გაგიცანი, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ გაგიცანი და მე შენით მოვიხიბლე. არა, შენ არ ხარ რომანტიკული ფურცლების დასტა და მხოლოდ ერთხელ გადმომვარდა ცრემლი შენი წიგნის კითხვისას, მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს.

ჯორჯ, ჩემო ძვირფასო, მრთლა ძვირფასო! იმდენად მიყვარხარ, რამდენადაც რეალური ხარ ყველა შენს სტრიქონში. მერედა როგორი რეალური ხარ მაგ შენს ნეგატიურ უტოპიებში. მერედა როგორ მეცნობა შენი ყველა პერსონაჟი, ნაპოლეონის ფერმიდან, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ იმპერიაში -ყველგან, ყველგან, ყველგან მეცნობა.

იმ ღამით არ მეძინა, ვერც წიგნის გადაშლას ვბედავდი, მერე გავბედე და აღარც დამიხურავს. რამდენი ალუზია გააკეთე და შეიძლება გადმოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში, თუნდაც ახლანდელში. შემეშინდა.

ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო, რასაც ხანგრძლივი განშორება მოჰყვა.

შეხვედრა მეორე და ისევ უძილო ღამე

ყველგან გეძებდი: – შინისკენ მიმავალ გზაზე, ლიტერატურულ კაფეებში, ქუჩებში, წიგნის მაღაზიებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, მეგობრების ბიბლიოთეკებში, სახელმწიფო ბიბლიოთეკებში, დედაენის ბაღში, ინტერნეტში.. ბოლოს გიპოვე. კრძალვთ და ცახცახით გამოვართვი შენ პატრონს ყდაგაცვეთილი ყვითელი წიგნი და იმ ღამით ისევ არ მეძინა. და მაშინ ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ვერ გამტეხდა ვერანაირი სიყვარულის სამინისტრო და ოთახი #101. ისევ რეალური იყავი, ისევ რეალური უტოპია, თუ უტოპიური რეალობა და თვალნათლივ დავინახე ევრაზიელი ჯარები დიდ ეკრანზე, ოკეანეთის ნაცრისფერ მიწაზე მოსიარულე ლურჯფორმიანები, მაგრამ ყველაფერი ისეთი ნაცნობი იყო, თითქოს აქ ხდებოდა. აქ, არა მარტო ძველ საბჭოეთში, ახალ, პოსტსაბჭოეთშიც, საერთოდ, სამყაროშიც. იცი? მე მივხვდი, რომ ყველგან ასეა, ყველგან და მე შემეშინდა ყველა სისტემის.

არ მინდა minilove-ში! არ მინდა ძველ სახლში დამალვა, სადაც მაინც მიყურებენ! არ მინდა მხოლოდ პროლებთან ვეძებდე სინამდვილეს! არ მინდა დაიმსხვრეს ჩემი პრესპაპიე! არადა რეალობა ისე ახლოსაა, იქნებ 20, 30, 50 წელში მივიდეს მთელი სამყარო იმ ზღვრამდე. შემეშინდა.

წმინდა კლემენტის ზარები

ძვირფასო ჯორჯ! ჩემო უძვირფასესო ჯორჯ! ეს იყო და ეს! მერე ისევ დავშორდით და ახლა გეძებ, გეძებ ყველგან სადაც გიპოვი, ან ვერ გიპოვი. მაგრამ მაინც გეძებ და მჯერა, იმედი მაქვს, მტკიცედ მწამს, ჩვენ ისევ შევხვდებით. იქ, სადაც სინათლეა(?) ან სადმე, სხვაგან. მანამდე კი შენი გახსენებისას სულ იმ ძველ სიმღერას ვიღიღნებ:

“შენ ჩემი გმართებს სამი ფარტინგი, რეკენ ზარები წმინდა მარტინის..” და იქნებ ვინმემ გაგრძელებაც იცოდეს.

დიდი სიყვარულით..

უ-უ-დიდესი სიყვარულით!

მომავალ შეხვედრამდე!

და იმედი მაქვს, შევხვდებით იქ,

სადაც ყოველთვის სინათლე არაა

Advertisements

18 comments on “ძვირფასო ჯორჯ!…

  1. როდე ჯო
    July 5, 2011

    ფსიქემაც მისწერა თავის ფავორიტს წერილი :))
    მე ნეტა, თუ ვიცნობ ჯორჯს? მგონი არ მახსენდება…

  2. Lord Vader
    July 6, 2011

    უი, ორუელი.
    მომწონს შენი არჩევანი. :)

  3. tamara
    July 7, 2011

    მაგარია!!!

  4. Pingback: ბლოგოსფეროს საუკეთესო პოსტები :) « tamara's dynamite

  5. tamara
    July 7, 2011

    მე პირადად არ ვიცნობ ჯორჯს… მხოლოდ საერთო ნაცნობებისგან მსმენია, თანაც საკმაოდ ბევრი :/

    • Lord Vader
      July 7, 2011

      შენ თუ თავი არ დაანებე 3ტონიანი წიგნების კითხვას, ორუელისთვის კიდე კაი ხანი ვერ მოიცლი. :)

      • tamara
        July 7, 2011

        არა, რატომ :) თხელტანიანებსაც ვკითხულობ, ინტელექტუალურ დიეტაზე როცა ვარ :)

      • Lord Vader
        July 7, 2011

        ისე, ბავშვობაში რომ მქონოდა ქინდლი, ბევრ მძიმე-მძიმე წიგნს წავიკითხავდი – ქინდლში არ იგრძნობა რამხელაა :)
        თორე, რომ შევხედავდი – შემეშინდებოდა ხოლმე და არ ვკითხულობდი.

        ნუ 3 მუშკეტერის გარდა.

  6. fsiQe
    July 7, 2011

    მე წიგნის ზომას არ ვქცევ ყურადღებას ^_^
    გუშინ პავიჩის “საწერი მოწყობილობების ზანდუკი წავიკიტხე <3
    90 გვერდამდეა სულ, მაგრამ ძალიან კარგია

    • Lord Vader
      July 7, 2011

      ჯერ ბალღი ხარ :)
      მე რაცხა ორი კაკალი წელი დამრჩენია და დიდი წიგნების კითხვას ვერ შევაფცქვნი. :)

    • tamara
      July 8, 2011

      არც მე :)
      პავიჩი ვერ დავამუღამე რაღაც… :/

  7. mariefille
    July 9, 2011

    მე მეგონა, პავიჩზე დაწერდი :)) მაგრამ ეს წერილიც ძალიან მაგარია, უზომოდ მიყვარს 1984, ფერმა არ მიყვარს :)

    • fsiQe
      July 9, 2011

      მეც მგონა პავიჩზე დავწერდი, მინდოდა კიდეც პავიჩზე დაწერა, ამ წერილის დაწერის ბოლო წამამდეც პავიჩზე ვფიქრობდი, ახლაც პავიჩზე ვფიქრობ, მაგრამ ვერ შევკადრე, ვერ გავბედე, ვერ მივწვდი ჯერ ბოლომდე :”> :):)

      • Lord Vader
        July 10, 2011

        პავიჩსაც ეგონა, რომ მასზე დაწერდი და ძალიან, ძალიან, ძალიან გაბრაზებულია :(

  8. kevana
    July 15, 2011

    ვაააა.ა… ესეც რა მაგარი წერილია, ასე მგონია მართლა პირადად იცნობდი, ასეთი წერილები მიყვარს ^_^
    ესაც ჩემი მეორე ფავორიტი პოსტი, დიასთან ერთად..
    წოწ, რა კარგად წერთ თქვე ოხრებო :*
    კიდევ კარგი უკვე მიყვარხართ ორივე, თორემ შემიყვარდებოდით :დ

    • fsiQe
      July 15, 2011

      ქევან :*:* <3

  9. რუსა
    July 29, 2011

    რა გრძნობით გიწერია… დღეს წავიკითხე ,, ცხოველების ფერმა’’..თავიდან დიდი არაფერი, ლამის კითხვა შევწყვიტე, მაგრამ რამდენიმე ფურცლის მერე ჩამითრია..ძალიან მომეწონა..ერთი შეხედვით უბრალო, ჯადოსნურ ამბავში დიდი აზრია ჩაქსოვილი….მინდა სხვა ნაწარმოებებსაც გავეცნო.

  10. Pingback: ბლოგოსფეროს საუკეთესო პოსტები :) « tamara's dynamite

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: