Fsyche's Blog

ალინობა

მომავალს ერთი დადებითი თვისება აქვს, არასდროს არის ისეთი, როგორადაც წარმიგიდგენიაო. მიაწერა ავტორმა ჩემ საყვრელ წიგნს პირველ, ან მეორე დასაწყისში.

მაგრამ მეც ერთი თვისება მაქვს, ყოველთვის ვიცი, როგორია მომავალი. იმიტომ, რომ ის არ იცვლება. არადა რა ცუდია ერთ, გაწელილ, უთავბოლო დროში ცხოვრება. ხანდახან რომ ნატრობ, იქნებ რამე ცუდი მაინც მოხდეს, იქნებ რაიმე უარესობისკენ მაინც შეიცვალოს, ოღონდ შეიცვალოს. მაინც ჯიუტად ერთნაირი დროა. ასე შეიძლება გაგიჟდე. უფერო სივრცეში ჩაკეტილივით, წინაც და უკანაც ერთს და იმავეს ხედავ და იცი, რომ სულ ასე იქნება.

ერთი კარგი თვისებაც მაქვს. ყოველთვის ვიცი, რომ ეს დროებითი პერიოდებია. აი, მაგალითად უკვე ორი დღეა ასე ვარ. შეიძლება კიდევ 2 დღეც და ისევ გამოვაღწიო ამ უფერო და უსასრულო ოთახიდან, ექვსივე მხარე რომ ერთნაირი აქვს. ალბათ ყველას აქვს ასეთი ემოციებისგან გამოცლილი, მაგრამ შეიძლება ყველაზე ემოციური დღეები. ასეთ დროს არ ვიცი რას ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ მერე მავიწყდება ეს დღები და მხოლოდ ის მახსოვს, რომ ეს დღეები იყო. მაგრამ, მგონია, რომ ასეთ დროს ალინობა უნდა მოიწყოს ადამიანმა.

დაჯდეს სიმშვიდეში და უსმინოს. აი ასე

და იქნებ მომავალს მართლა აქვს ის ერთი დადებითი თვისება?

Advertisements

3 comments on “ალინობა

  1. აქვს, ფსიქე, ნამდვილად აქვს :)

  2. როდე ალი
    May 17, 2011

    საყვარელი გოგოა ძალიან, მომეწონა :)
    სიამოვნებით გავატარებდი მასთან ერთად დროს ოთახში.

  3. Seymour Glass
    May 19, 2011

    არც ვიცი, ეგ მომავლის დადებითი თვისებაა თუ უარყოფითი… : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on May 16, 2011 by in Uncategorized.
%d bloggers like this: