Fsyche's Blog

ყველაზე პრეტენზიული გოგონები

Nini Okropiridze-Kruczynski “შეიძლება დაკუჭული ქაღალდი გაჩუქოს, ან ყდაშემოცრეცილი ძალიან საინტერესო წიგნი, 2 ლარად რომ იყიდა ბუკინისტებში, ყველას წააკითხა არავის აჩუქა, ძალიან უყვარდა, მაგრამ შენთვის გაიმეტა. მთავარია რა დატვირთვა ექნება იმ საჩუქარს ♥ ქინდლი და მსგავსი რაღაცები მირჩევნია თვითონ ვიყიდო. რავიციმაინც :დ”

ნაკვესი ფესიბუქის კომენტარიდან

ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, დავფიქრდი გოგონების ტიპებზე და იმაზე, თუ  რას ითხოვენ ისინი შეყვარებულებისგან.

პირველი შემთხვევა, უპრეტენზიო რომანტიკოსი გოგოები: აქამდე არასდროს მიფიქრია და დღეს დავფიქრდი იმზე, რომ “უწიპუწი” რაღაცები ძალიან აუტანელია. აი, წარმოიდგინთ გოგონა, ვარდისფერი პაჟამოთი, რომელიც დათუნიას ეხუტება და ცრემლებს აღვარღვარებს, იმიტომ რომ შეყვარებულმა ყვავილები არ აჩუქა 14 თებერვალს. ერთი შეხედვით თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გოგონა რომანტიკოსი, კეთილშობილი, გულჩვილი და საყვარელია. მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ: ეს გოგონა თავნება, ტუტუცი და ეგოისტია და რომანტიკისაც არაფერი გაეგება. კარგ ადამიანებს არ უყვართ, როცა ყვავილებს ანადგურებენ, ლარნაკში დებენ და აჭკნობენ.

მეორე შემთხვევა: მას უყვარს ლამაზი ნივთები, ძვირფასი ლითონისგან, ფერადი თვლები და ა.შ. და მოითხოვს, რომ შეყვარებულმა ასეთი საჩუქრები გაუკეთოს. ჩემი აზრით უაზრობაა, შეიძლება მე რომ არ მიყვარს ეს სამკაულები და სიტუტუცეები იმიტომ, მაგრამ მაინც უაზრობა მგონია შეყვარებულისგან ასეთი საჩუქრების მოთხოვნა. სულ მგონია, რომ ამ დროს არ უყვართ და უბრალოდ იყენებენ. ჰო, გასაგებია თუ “ის” ხედავს, რომ შენ მოგწონს ეს რაღაც და შენ გახარებას ამით გადაწყვეტს, კი მაგრამ თუ არ გადაწყვეტს, არ მესმის რატომ უნდა მოსთხოვო სხვას, რომ რამე გაჩუქოს, შეგიძლია წახვიდე და თავდ იყიდო ან არ იყიდო.

მესამე შემთხვევა: მე მინდა ტექნიკა და მსგავსი კარგი რაღაცები მაჩუქონ. ესეც პრაგმატული მიდგომაა სიყვარულისადმი. არც ისე ცუდი, მაგრა ჩემთვის გაუგებარი.

მესამე შემთხვევა, ყველაზე პრეტენზიული გოგოები, ანუ ჩემნაირები: როცა ადამიანი შენთვის რამეს ნიშნავს, იქ უმნიშვნელოა საჩუქრები და მაინც, თუკი აუცილებლია საჩუქრები, ეს შეიძლება იყოს წითელი ბუშტი, დაკუჭული ჟურნალის ფურცელი, რომელზეც საინტერესო სტატია წერია, ყდაშემოცრეცილი წიგნი, რომელიც მისთვის ძვირფასია, ფეხსაცმლის ფერადი თასმა, კაკტუსი ქოთნით, რომელიც წლების მანძილზე თავის ოთახში ედგა, შენი საყვარელი სიმღერის ჩანაწერი მისი შესრულებით, თუნდაც მაშინ, როცა არც ხმა აქვს და არც სმენა. მისი ადუღებული ჩაი, თუნდაც შაქრიანი  ან უბრალოდ რაიმე სიმბოლური. ვიცი, რომ ეს ყველაზე დიდ პრეტენზიულობაა, ვიცი რომ არ უნდა ითხოვდე იმას, რაც მისთვის ძვირფასია, მაგრამ ასეთ დროს შენც იმავს აკეთებ და თუ მართლა ძვირფასები ხართ ერთმანეთისთვის, მე მჯერა, რომ შენთვის უმნიშვნელოა მისი თეთრი რაში და შავი ლიმუზინი, მისი მკვდარი ყვავილები, მისი ქინდლი და აიფონი და თუნდაც ერთი ძველი თმისამაგრი, რომელსაც ადრე თვითონ ხმარობდა და მისთვის ძვირფასი იყო, ბევრად უფრო მეტად უნდა გიხაროდეს ვიდრე ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი.

ციკლიდან: გულის ამაჩუყებელი პოსტები

Advertisements

22 comments on “ყველაზე პრეტენზიული გოგონები

  1. anna
    April 29, 2011

    პოსტის ერთ ერთი მუზა მე :დ

    • fsiQe
      April 29, 2011

      ჰო, ერთ-ერთიც და ერთადერთიც :დ:დ <3

  2. ყველაზე პრეტენზიულ გოგოებს ჩემი გულწრფელი სიმპატია :)

    ისე, საჩუქრებს ბიჭებსაც ჩუქნიან ხოლმე და ზუსტადაც რომ ყველაზე პრეტენზიულმა გოგოებმა იციან, რა და როგორ აჩუქონ.

    • fsiQe
      April 29, 2011

      მადლობა, ჰო მოლი, ჰომ მიწერია მაგ დროს გოგოც მნიშვნელოვან საჩუქრებს ჩუქნისთქო (ანუ, მნიშვნელოვანს მნიშვნელოვნობის გაგებით, რაცმეოთხეში მიწერია და არა მნიშვნელოვანს ვიღაცისთის :)

      • აჰა :) და ვეჭვობ, ეს შენი კლასიფიკაცია ბიჭებთანაც გამოდგება. წესით, გემოვნება/უგემოვნობას სქესი არ უნდა ჰქონდეს :)

      • fsiQe
        April 29, 2011

        რა ვიცი მოლი, მე შეიძლება არცარიან უგემოვნოები, მე ასე მესმის და როგორც ჩანს შენც და ალბათ ზოგ სხვასაც :)
        შეიძლება ბიჭებთანაც გამოდგეს ეს კლასიფიკაცია :დ

  3. გამოდგება :)

    გოგო ან ბიჭი, რომელიც საჩუქარს ითხოვს, უგემოვნოსთან ერთად ტუტუციც მგონია მე :)

    • fsiQe
      April 29, 2011

      ცოტა მეც :)))

      • წერა დაიწყე, რა… ნუ აცდენ ამ ბლოგს :( ნუ ხარ ზარმაცი :(

      • fsiQe
        April 29, 2011

        რა ვიცი მოლი, არ მაფიქრდება საპოსტე თემები და ასეთ სისულელებზე ჰომ არ დავწერ? :დ
        მაგრამ მაინც შევეცდები. მიხარია :)

  4. 13th
    April 29, 2011

    მე ვიცი რა არ მიყვარს საჩუქრად, უგულოდ ამორჩეული, სტანდარტული საჩუქარი, for all skin…კი არადა girl types ტიპის საჩუქარი, რომ ითვლება რომ ნებისმიერ გოგოს უნდა მოეწონოს, იგივე ყვავილები, და კონკრეტულად ვარდები.

    მე მიყვარს, როდესაც ფიქრობენ ჩემს სიამოვნებაზე და ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მჩუქნიან რამეს.

    ხოლო ტექნიკას მე თვითონ ავარჩევ, თუ შეძილება… (ამ ბოლოს ქინდლს ვუტრიალებ ახლა ან/და ნიკონს)

    • fsiQe
      May 2, 2011

      და რაც მთავარია, როცა გულით აკეთებენ <3 შეიძლება სულაც ვერ შეარჩიონ სწორი საჩუქარი, მაგრამ მტავარი ჰომ ისაა, რომ ეცადა :)
      ნიკონს რაც შეეხება, შარშან მაჩუქეს, როცა ვოცნებობდი ფოტოების გადაღებაზე, 1 თვე მქონდადა მოვიბეზრე, ახლა თაროზე აგდია. ამიტომ, ჩემი მხრიდან გირჩევ, რომ თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მართლა ჭირდება, არ არის საჭირო ათასობით ლარის გადახდა. წარმატებები :)

  5. ეს სისულელე არ იყო, ფსიქე :) ნამდვილი სისულელე რაც არის და სადაც არის, ჩემზე უკეთ გეცოდინება :) შენ და ქართული ბლოგოსფერო ერთი ასაკის ხართ, სულელური პოსტებიც მრავლად გექნება ნანახი და ბლოგებიც :)

    უსინდისობაა და მკითხველის აბუჩად აგდება, შენ რომ არ წერ :(

    • fsiQe
      April 29, 2011

      მოლი მოლი აი აუცილებლად დავწერ :) მამხნევებ ხოლმე სულ :)

  6. ჩორვენი
    April 29, 2011

    მთავარი საშუქარი კი არა ყურადღებაა და ინტერესი შენდამი : )

    • fsiQe
      April 29, 2011

      ზუსტად მაგის თქმა მინდოდა და რა ვიცი თუ გამომივიდა : )

      • faifuris angelozi
        May 2, 2011

        gamogivida) sachuqari fasit ar fasdeba,grdznobit nachuqars aqvs yvelaze didi fasi.tan mnishvneloba ar aqvs ra iqneba da kidev chuqebis xelovnebasac gaachnia.

      • fsiQe
        May 2, 2011

        ჰო, გეთანხმები ფაიფურის ანგელოზო, სწორედ მაგას აქვს მნიშვნელობა :) ყოველ შემთხვევაში ჩემთვის

  7. ირმისა
    June 12, 2011

    საჩუქრის მოთხოვნა?! არაა! თუმცა, როდესაც ვიმსახურებ/საჭიროა მცირე ყურადღების გამოჩენა მაინც არ უნდა დაავიწყდეს!!!

  8. გრაფინია
    October 11, 2011

    არადა პირველ კატეგორიაზე მეტად ყველაზე პრეტენზიული გოგოები უფრო ყოფილან რომანტიკოსები <3

    • fsiQe
      October 15, 2011

      ჰო, ყველაზე პრეტენზიულ გოგონებს ყოველთვის ყველაზე კარგი რაღაცები უყვართ ^_^

  9. mera
    October 13, 2011

    magari postia.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on April 29, 2011 by in Uncategorized.
%d bloggers like this: