Fsyche's Blog

“შიმშილით” დაღუპული საქართველო

ძალიან კი შევაწყინე თავი ბავშვების თემით იმ რამდენიმე ადამიანს ვინც ამ ბლოგს კითხულობს, მაგრამ არ შემიძლია არ დავწერო.

გუშინ, სახლში მოსულს ტელევიზორი “მაესტროზე” დამხვდა ჩართული და ტელემაყურებლის ასეთ კომენტარს შევესწარიგულგახეთქილი ვუყურებ ამ კადრებს. მრცხვენია რომ ქართველი ვარ, მრცხვენია, რომ დედა ვარ, მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და 21-ე საუკუნეში ბაშვები შიმშილით იხოცებიან. მთავრობის ბრალია. შექმნა ისეთი პირობები, რომ დიდებიც შიმშილით დაიხოცონ და პატარებიც” (ტექსტი უნდა წაგეკითხათ უაღრესად პატეტიკური ტონით. იხ. ორიგინალი) შემდგომი ერთი-ორი კომენტარიც და სერიოზულად შევშფოთდი. თვალწინ მინიმუმ აფრიკელი მოშიმშილე ბავშვები დამიდგნენ და სისხლი გამეყინა.

შემზარავი კადრია, დამეთანხმებით

შემზარავი კადრია, დამეთანხმებით

მაშინვე მოვძებნე გადაცემის ჩანაწერი და სიტუაციის გარკვევას შევუდექი.

გავარკვიე, რომ სოფელ ვარიანში მშობლებს უკვე მესამედ დაეღუპათ შვილი შიმშილით. ეს უკანასკნელი 1 წლის და 7 თვის იყო. ლაპარაკი არ უნდა, რომ შემზარავი ამბავია. გონს რომ მოვდი “მაერტროსავე” გამოკითხვის შედეგებს გადავავლე თვალი, რამაც არანაკლებად განმაცვიფრა და ცოტა არ იყოს აღმაშფოთა კიდეც გამოკითხვის შედეგებმაც და შეკითხვის ფორმულირებამაც.

შეკითხვა ასეთი იყო:

“ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ბავშვის შიმშილით სიკვდილის ფაქტზე?”

88,55% თვლიდა, რომ ამაში დამნაშავე ხელისუფლებაა,

10,69% საზოგადოებას დებდა ბრალს,

0,76%-ს პასუხი არ ჰქონია რატომღაც.

აი ბატონო, თუ სიტყვაზე არ მენდობით

აი ბატონო, თუ სიტყვაზე არ მენდობით

ღმერთმა ყველა დაიფაროს მსგავსი რამისგან, მაგრამ მე მართლა მაინტერესებს ან ხელისუფლების ბრალი რატომაა ეს ამბავი, ან მითუმეტეს საზოგადოების. (შეიძლება გარკვეულწილად, ირიბად დავადანაშაულოთ ორივე, მაგრამ მთავარი ბრალდებული რომ აშკარად მშობელია, ვერავინ გადამარწმუნბს). ჰო, წაიკითხავენ, ამრეზით გადმომხედავენ და მიპასუხებენ “რას გვეკითხები, ნორმალურია წლის და შვიდი თვის ბავშვი დედას შიმშილით უკვდებოდესო?” – არა, რა თქმა უნდა არანორმალურია! ძალიანაც არანორმალურია, მაგრამ მაინც არ მესმის რატომ უნდა ჩამოვკიდოთ მშობლების ცოდვა ხელისუფლებას ან საზოგადოებას კისერზე? (თავიანთი არ ეყოფა ან ერთს, ან მეორეს?)

ვიღაც თუ გაკადნიერდება და მკითხავს, მშობლების ბრალი რატომააო. დავიწყოთ იქიდან, რომ 2 წელიწადში ისე ვერ გაღატაკდები, ჩვილ ბავშვს ვერაფერი აჭამო და შიმშილით მოკლა. გამოდის, ბავშვის გაჩენამდეც არ ქონდათ ბავშვის გზრდის საშუალება. ამას შეგვიძლია ისიც დავამტოთ, რომ ამ ოჯახს კიდევ 2 შვილი დაეღუპა შიმშილით. ამბობენ, ჭკვიანი სხვის შეცდომბზე სწავლობს და სულელი თავისაზეო. არ შემიძლია გავიგო რამდენად უგუნური და უპასუხისმგებლო უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შესაძლებლობა არ აქვს, შვილს აჩენს, ბავშვს შიმშილით კლავს. ამით არ კმაყოფილდება, კიდევ აჩენს შვილს, კიდევ კლავს, არც ამით კმაყოფილდება, მესამედ კლავს ბავშვს და მერე ამაში ხელისუფლებას ან საზოგადოებას ადანაშაულებს. ჭკუა თუ არ აქვთ სინდისიც არ აქვთ? საკუთარი შვილები მაინც არ ეცოდებათ?  სპორტული ინტერესია შვილის გაჩენა და მოკვლა? ჩემი აზრით კრიმინალი უფროა. ნამდვილად უნდა ჩამოართვა ასეთ მშობელს შვილების ყოლის უფლება (აი რაში ვადანაშაულებ ხელისუფლებას).

“აბორტს ხომ არ გაიკეთებდაო” მორალის სადარაჯოდან შემოგვძახა ჟურნალისტმა ნათია მიქიაშვილმა. ქალბატონო ნათია, იცით თუ არა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში თავდაცვის უამრავი საშუალება არსბობს და თვით აბორტიც კი უფრო ჰუმანრი საქციელია, ვიდრე უკვე დაბადებული შვილის შიმშილით მოკვლა?! ხალხის ბედ-იღბლით ასე შეწუხებული რომ ხართ, ასეთი კეთილი რომ ხართ და ბავშვის მკვლელობაში ხელისუფლებას და საზოგადოებას რომ ადანაშაულებთ, ჩემნაირი მიზანთროპისგან იმის გაგება, რომ სამი შვილის მოკვლა მსუბუქად რომ ვთქვათ, არაჰუმანური საქციელია, არ უნდა გჭირდებოდეთ.

რაც შეეხება საზოგადოების დანაშაულს, რატომაა საზოგადოება დამნაშავე იმაში რომ მშობლებმა შვილი მოკლეს? ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოება არ ადანაშაულებს შვილის მკვლელ მშობლებს.

და ხელისუფლება რატომ არის დამნაშავე? იმიტომ, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთი ჯერ კდევ ცოცხლად გადარჩენილი შვილი ყავთ სახლში და ბავშვის ევაკუირებაზე არავინ ზრუნავს. არ მესმის რას ითხოვს სიუჟეტის ავტორი, არ მესმის რას ითხოვს ის 88%. საქართველო არ არის ეკონომიკურად იეთი ძლიერი ქვეყანა, რომ ყველა ოჯახს პენსია დაენიშნოს, ოჯახის წევრები კი მშვიდად წამოგორდნენ ტელევიზორის წინ და გაერთონ. თუ არ ვცდები, არც სხვა ქვეყნებში ხდება ამგვარი რამ.

გადაცემიდან მხოლოდ ორი აზრი გამოვიტანე:

1. დაღუპული ბავშვის მშობლები სასჯელს უნდა იხდიდნენ;

2. გადაცემის შეუსრულებელი მისია იყო, ჩვენ გვეთქვა “რას გვიშვება ეს მთავრობა”, “შიმშილით იღუპება საქართველო”.

ეს უკანასკნელი ნამდვილად არ არის მედიის ამოსავალი წერტილი. აი საქართველო კი ნამდვილად იღუპება, მხოლოდ შიმშილის არა, ასეთი მედიის, ასეთი საზოგადოების და შვილის მკვლელი დედების გამო (“მაესტროს” მაყურებელთა 88.55%)

Advertisements

7 comments on ““შიმშილით” დაღუპული საქართველო

  1. Molly Bloom
    March 15, 2011

    თავი არ გეცოდება, ფსიქე, რეებს უყურებ?

    მიქიაშვილი რას ითხოვს, შენ კი არა, უსინდისო ვიყო, თავად მიქიაშვილმა თუ იცოდეს…

    მორიგი მუხტი სჭირდება ალბათ და ასეთი თემებით სპეკულირებეს “მაესტრო”.

    ამაზრზენია, მეტი არაფერი.

  2. jijgina
    March 15, 2011

    ისე გეთანხმები, მეტი არ შეიძლება :))
    არაფრით არ მესმის, რატომ ვერ გრძნობენ ადამიანები პასუხისმგებლობას საკუთარი შვილების მიმართ. და მით უმეტეს სხვებს რატომ აკისრებენ ამ პასუხისმგებლობას…

  3. ანდრო
    March 15, 2011

    yochagh nini, getanxmebi absiluturad risi tqmac ginda am postit, bolosdabolos amdeni bavshvta saxlia qveyanashi da iq mieyvanat:s:s:s

  4. ლიბიკა სილვესტრის
    March 15, 2011

    სანამ ადამიანების თვითშეგნება ვერ მივა იქამდე, რომ მშობელი არ ნიშნავს მხოლოდ ‘სიცოცხლის მიმცემს’ და რომ ამ ‘მიცემულ სიცოცხლეს’ შენარჩუნება სჭირდება, მანამდე მსგავსი ამაზრზენი არსებები გულისამრევი ცრემლების ღვრით მოკლული შვლებისთვის პასუხსე სხვებს მოსთხოვენ. უნდა ჩამოერთვას ასეთს დედობის უფლება! უნდა გადაეცეს ჯერ კიდევ ცოცხალი 3 ბავშვი სახელმწიფოს და თუ მერე მოკვდებიან შიმშილით აი მაშნ აგოს სახელმწიფომ პასუხი, მანამდე კი, ჩემი სუბიექტური, რადიკალური, ხისტი და შეუწყნარებელი აზრით – ის რაღაც, რომელსაც თავი ქალი და დედა ჰგონია, უნდა მოათავსონ ფსიქიატრიულში, ხალხისგან შორს!

    ვისაც ჩემი აზრის ფორმირება არ მოეწონება შეუძლია გამაკრიტიკოს

  5. Seymour Glass
    March 15, 2011

    მშობლებისაა იასნად აბა ვინ ჯანდაბის. რა უბედურებაა მართლა : /

  6. როდე
    March 15, 2011

    ვეთანხმები გამოხატულ აზრს და აქვე დავამატებ:

    ყოველთვის მიკვირდა მრავალშვილიანი “გაჭირვებული” ოჯახების. ეს რაღაც თავისებური გადარჩენის ინსტიქტია მგონი: “აი, მე ღარიბი ვარ და რამდენ მამულიშვილს ვზრდი!”…
    ასევე ბევრ მღვდელს 11 და 12 შვილი რომ ჰყავს, თითქოს, თითქოს… მოკლედ…

  7. fsiQe
    March 20, 2011

    Molly Bloom არ ვუყურებ მოლი, უბრალოდ ცართული დახვდა და დამაინტერესა ემამ, თორემ მაგის სისტემატურად ყურება თვითმკვლელობაა :(

    jijgina ალბათ იმიტომ, რომ საქართველოშ ჯერ კიდევ გმირობად ითვლება 5 და 10 შვილის გაჩენა, მაგრამ არავინ აკეთებს აქცენტს მათ გზრდაზე :ს

    ანდრო :)

    ლიბიკა სილვესტრის ზუსტად მაგ აზრზე ვარ მეც :|

    Seymour Glass სამარცხვინოა

    როდე ღარიბი რომ ხარ და მაგდენ “მამულიშვილს” ზრდი, იმიტომ გამოდიან მერე ეგ “მამულიშვილები” ნაძირლბი, დამნაშავეები დაყოვლა წაწყმედილი ადამიანები და რეალურად გამოდის, რომ ამდენ ზედმეტ ადამიანს უზრდი ქვეყანს, რომლებიც ცუდის მეტს არაფერს აკეთებენ სახელმწიფოსთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on March 15, 2011 by in Uncategorized.
%d bloggers like this: