Fsyche's Blog

დრო მშვიდობისა

“2011 წელი, განახლებული ჟურნალი ახალგაზრდა სარედაქციო  ჯგუფით. ექსპერიმენტალური დიზაინით. თემატური ანარქიით და სპეცპროექტით “ცუგცვანგი”. ე.ი. პირველად გესმით?

მაშინ მოისმინეთ, უფრო სორად, წაიკითხეთ.

16 თებერვალი იყო და სულ არ ციოდა, ჩქარი ნაბიჯით გავუყევი ათონელის ქუჩას ორბელიანის მოედანზე აღმოვჩნდი და ფურცელაძის ქუჩაზე ავუხვიე. პრეზენტაცია უკვე დაწყებულიყო. მოლოდინი ნამდვილად მქონდა რაღაც კარგის, რაღაც ოდნავ მაინც განსხვავებულის. უნდა ყოფილიყო ჟურნალი, “სრულიად ახალგაზრდული, ახალი სისხლით და ენერგიით, სიყვარულისა და მშვიდობისთვის ბრძოლის სურვილით”.

გაივლის წლები და ნახევრად ცარიელ ოთახში მეწამულ ნიღბიანი მამაკაცის წინ დასაკითხად მჯდარი რედაქტორი გაიხსენებს, “ეს იყო 2011 წლის პირველ ნომერში. რაც მთავარია, ჩვენი კრედო ურყევად იდგა რამდენიმე პრინციპზე, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას, არაძალადობას, შემოქმედებითობას და სხვა უფრო ადამიანურ საკითხებს მოიცავდნენ თავის თავში. ჩვენ გვინდოდა ბალანსი გვქონოდა ანალიტიკურ თუ პოლიტიკურ თემებსა და სხვა, შედარებით სახალისო, ინტერაქტიულ და შემოქმედებით რუბრიკებს შორის. რაც ვფიქრობ გამოგვივიდა კიდეც.”

ის არ შეცდება. თუკი პირველი ნომრით ვიმსჯელებთ. ჟურნალში ძალინ ბევრ საინტერესო სტატიას წაიკითხავთ: ზაზა შათირიშვილის “მშრალი ხიდიდან მადათოვის კუნძულებამდე”, “გამარჯვებული ფემინიზმის თუ ფემინიზმობის ხანა?”, 21-ე საუკუნის კინოფასეულობები, წიგნები, ბარაკ ობამას სიტყვას ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატობისას წარმოთქმულს და კიდევ ბევრ სხვას, რომლებიც მე ჯერ არ წამიკიხავს. ახალგაზრდა ლიტერატორების შემოქმედებას. დათო ყანჩაშვილის ლექსს გამოვარჩევ, აი ნაწყვეტიც, უფრო სწორად დასასრული:

“ჩვენ გვეშნია, კიდევ ერთხელ არ შეგვეშალოს

ამ მიზეზით ვბრუნდებით სახლში,

ვწვებით საწოლში, თავს ვიმძინარებთ

და გვრცხვენია სიკვდილზე ფიქრის”

გაიგებთ ან გაიხსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფაქტს და შეიძლება რიგ საკითხებზე ჩაფიქრდეთ კიდეც, თუ ჯერაც არ დაფიქრებულხართ. ან ხელმეორედ დაგაფიქროთ, მაგალითად იაღოველების დისკრიმინაციის ფაქტმა. ან რამე სხვამ. საფიქრალი კიდევ ბევრია.. (:დ)

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს ჟურნალის დიზინი, მაგრამ ერთმა უმნიშვნელო დეტალმა დისკომფორტი შემიქმნა კითხვისას. კერძოდ ფერადმა ფონმა, უფრო სწორად ნახატებმა, ტექსტის ქვშ, ზოგიერთ გვერდზე.

ზოგს ალბათ ისიც გემახსოვრებათ, რომ “დრო მშვიდობისა” ახალი ჟურნალი არ არის. ის კონფლიქტების და მოლაპარაკებების ცენტრის პროექტი იყო 2001 წელს.

და ბოლოს, დავესესხები ფრაზას “Peace Times”-ის ოფიციალურ თრეილერს და გეტყვით, რომ ყველაფერს პოსტში ვერ წაიკითხავთ, სხვა დანარჩენისთვის “Peace Times” არსებობს.

იხ. თრეილერი, რომელიც პირადად მე ძალიან მომეწონა

Advertisements

3 comments on “დრო მშვიდობისა

  1. Molly Bloom
    February 18, 2011

    მე ძველი “დრო მშვიდობისა” მახსოვს. მადლობა, ფსიქე, ხვალვე მოციძიებ ამ ნომერს. მიყვარს ჟურნალების მიყოლა…

  2. Lord Vader
    February 20, 2011

    ოჰო… ფსიქეს პირველი (?) სარეკლამო პოსტი.

  3. dreamar
    February 21, 2011

    მეც მინდოდა მოსვლა პრეზენტაციაზე და ვერ მოვახერხე :|

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: