Fsyche's Blog

In The End…

ამ რამდენიმე დღის წინ ვისხედით ამირანის ლიტერატურულ კაფეში მე და ერთი ჩემი მეგობარი. რაზე ვსაუბრობდით? ყველაფერზე.. ახალი საყურით დავიწყეთ, ბედნიერებით გააგრძელა და უბედურებით დავამთავრე.. (მე რით დავამთავრებდი?! :)) ავტ.შენიშვნა.) ხანდახან თავი ბატონი ბერნადენი მგონია (გახსოვთ “კატალინას წინააღმდეგ”?) კაცი, რომელიც გამუდმებით უბედურია, მისი სული ჩაკეტილია ყოველგვარი სიხარულისთვის. “ბედნიერება” მისთვის მხოლოდ სიტყვაა, ხუთ მარცვლიანი სიტყვა.. რომელსაც მის ლექსიკონშიც კი არ აქვს ადგილი. მერედა როგორ არმიყვარს ეს პერსონაჟი.. რა ვუყოთ, სიმართლე თუა თვალეში უნდა ჩავხედო და  ვაღიარო, რომ რაღაცით ნამდვილად ვგავვარ ბატონ ბერნადენს.

მეორე ის არის, რომ წერტილებს ვერ ვსვამ, ვერსად, ვერასდროს. ბლოგზეც კი.. წინადადებების ბოლოს წერტილი მინიმუმ ყოველთვის ორია.. ურთიერთობებსაც მინიმუმ ორჯერ ვიწყებ ადამიანებთან.. იმ ადამიანებთან მაინც, ვინც ჩემთვის ძვირფასია.. მერე თავიდან, ისევ თავიდან.. რამდენჯერ უნდა დავიწყო?! რამდენჯერ უნდა მოვიკლა და დავიმარხო საკუთარი თავი?! სულ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, რომ ის ადამიანი დავკარგე, ვინც ძალიან მიყვარდა.. მერე მივხვდი, რომ მეგობარი დავკარგე, რომელიც ასევე ძალიან მიყვარდა. ნეტავ კიდევ ვის დავკარგავ? ნეტავ კიდევ რამდენჯერ წამართმევენ სულის ნაწილს? სინამდვილეში ვხვდები, რომ არავინაც არ დამიკარგავს. როგორ დავკარგავდი, როცა არ ყოფილა.. 

მაგრამ, მართალია ჩემი მეორე ნახევარი. ჩვენ ყველა ვკარგავთ რაღაცას და სხვს ვპოულობთ. და დიდი რამე, თუ არ არსებული მეგობარი დავკარგე.. ხომ არ მოვმკვდარვარ?! ხომ ისევ ვსუნთქავ? ხომ ისევ მიყვარს ის ყველაფერი, რაც აქამდე მიყვარდა? გარეთ ხანდახან ხომ ისევ მზეა? აბა რა შეიცვალა? რა ? არაფერი.. დიდი ამბავი.. ვიღაც წავიდა ჩემი ისტორიიდან.. ვიღაც, ვის ისტორიაშიც მე არც ვყოფილვარ.. ვეღარ დავიწყებ თავიდან.. უკვე მესამეა, თუ მეოთხე, იქნებ უფრო მეტიც. აღარ შეიძლება. ოთხჯერ ვერ დაიწყებ თავიდან ერთ ადამიანს. ცხოვრება თამაშია, მაგრამ არც ასეთი ბავშვური და სულელური..

ჰო, ამირანით არ დავიწყე?! მადლობა სალის, რომ მიმახვედრა, ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს.. ძალიან ბედნიერი.. ირგვლივ, ხმ ამდენი კარგი ადამიანია.. ამდენი პატარა გუბე, ამდენი ბაფთიანი ნივთი.. ამდენი წვიმა და ამდენი სიყვარული.. ხომ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების ნახათი ნათელი იყოს? ჩვენ არ ვხატავთ?

Advertisements

5 comments on “In The End…

  1. ნან
    February 2, 2011

    იმდენჯერ შეგიძლია დაიწყო, რამდენჯერაც შეძლებ, მართლა მჯერა ამის. თუმცა ხანდახან არ ღირს ალბათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი გააკეთე რაც შეგეძლო და რაც არ შეგეძლო. ეხლა არაფრით დაგეხმარება ეს, მაგრამ ყველა დასასრული დასაწყისია, რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდე შინაგანად, ასეა. დრო გჭირდება. :)

    • fsiQe
      February 2, 2011

      ჰო, მართალი ხარ “when one door of happiness closes, another one opens” მაგრამ მე, როგორც ამ სიტყვების ავტორმა გააგრძელა ისე ვიქცევი ყოველთვის “but often we look so long at the closed door that we do not see the one that has been opened to us”
      ალბათ მეორე წინადადება მაინც ზედმეტია, უნდა მოვაშოროთ და ყველაფერი კარგად იქნება ^^
      მადლობა :)

      • Molly Bloom
        February 3, 2011

        მაგ სიტყვების ავტორმა იცოდა, რასაც ამბობდა, ფსიქე :)

        ყველაფერი კარგად იქნება :)

  2. რუსა
    February 6, 2011

    ამასწინათ ერთი ჩანაწერი წავიკითხე და ამეკვიატა…

    ,,ჩვენ ერთმანეთის წარსულში,აწმყოსა და მომავალში ვმოგზაურობთ,ზოგჯერ ვიღაცას ოდნავ ღიად ვუტოვებთ კარს,ზოგსს ვურაზავთ…ვიღაც აუცილებლად უნდა გავაქროთ,რომ ახალი იშვას,მაგრამ ქრება კი?ყოველი განცდა ჩვენს სხეულზე იწერება,სულით იზომება,თვალებით ირწყმება და ეს ემოცია სიცოცხლის ბოლომდე თან გვსდევს,ჩვენ კი გვგონია ვაქრობთ..”

    რა ნაცნობი განცდები აღწერე! რამდენჯერ ანალოგიური ფიქრები მქონია….ხშირად,ადამიანები ნებით თუ უნებლიეთ ვკარგავთ ერთმანეთს..მერე კი ვხვდებით ,რომ მათ გარეშე არ შეგვიძლია იმდენად ძვირფასია იგი ჩვენთვის….
    მაგრამ… ,,სასვენი ნიშნები არ არის შეშლილი, მოჰგვანან უეცრად დაბნეულ მძივებს,მძიმე არასდროს არ არის წერტილი, წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე…!” მე მჯერა ამის…და მჯერა შენთანაც ყველაფერი კარგად იქნება! გაიხარეე!

  3. უი, ხუთია?
    ბედ-ნი-ე-რე-ბა.
    უი, მართლა ხუთი ყოფილა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: