Fsyche's Blog

ვის ეშინია მიშელ უელბეკის?

“ცხოვრება ბრძოლაა, წაგებული ბრძოლა,

სადაც ყოველთვის არსებობს მოგბის იმედი..”

ფრანგი მწერალია. ოდნავ სკანდალური და სულ ოდნავ პროვოკაციული. გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ სიტყვა “ოდნავ” ოდნავ ზედმეტია, უფრო სწორად კი – ძალიან ზედმეტი, უადგილოც კი. პირადად მე (და არა მხოლოდ მე) მიშელ უელბეკი ჩვენი დროის ყველაზე პროვოკაციულ, სკანდალურ და ძალიან საინტერესო მწერლად მიმაჩნია.

“ის ხომ ამორალურია?” -მეკითხება გაოცებული მეგობარი,

როცა ვეუბნები, რომ მიშელი მომწონს.

“არა, ადამიანები ვართ ამორალურები და მას იმდენად ვუყვარვართ, რომ არ გვიმალავს ამას.”

აკი თვითონ თქვა: “ყოველ საზოგადოებას აქვს თავისი სუსტი წერტილები.. დაადეთ თითი ჭრილობას და ძალუმად დააწექით… ილაპარაკეთ სიკვდილზე და დავიწყებაზე, შურზე, გულგრილობაზე, იმედის გაცრუებაზე, სიყვარულის უკმარისობაზე. იყავით ამაზრზენი და იქნებით მართალიო.”

მიშელი ერთ-ერთი მათგნია, ვინც საზოგადოებას მთელი თავისი სისასტიკით გვაჩვენებს, შეულამაზებლად გვიხატავს სიყალბეში დაკარგული სულიერების სამყაროს და გვეუბნება, რომ ჩვენ მისი ნაწილი ვართ. მასობრივი გაუცხოების და გულგრილობის ეპოქაში სწორედ იმ ადამიანებს გვაცნობს, რომლებსაც ჩვენი საკუნე იმსახურებს. მახინჯი საზოგაოების პროდუქტებს. მთელი თავისი ამორალობით. დიახ, ის დაუნდობელი ამორალურობით გვიკითხავს მორალს, მისი ცინიკური ნიჰილიზმი გვანადგურებს.

“აჰ, რა თქმა უნდა ღირებულებანი..”

საქართველოში არ უყვართ უელბეკი. ის ამაზრზენია.. რაზეც ის წერს, სრული ანტიპოდია იმ ღირებულებების, რაც ჩვენს საზოგადოებას ჩაუპროგრამეს. არ აქვს მნიშვნელობა მოსწონს თუარა ავტორს საუთარი პერსონაჟები. უელბეკი “ცუდი” კაცია, ის ცუდ ხალხზე წერს. ეს ცუდიხალხი ჩვენ ვართ. მისი გმირები საცოდავი, სუსტი, სულგამოცლილი ჩვეულებრივზე მეტი მანკიერებით შეპყრობილი ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათი მანკიერებები სხვადასხვა დოზით ჩვენშია, ყველა ჩვენგანში. ჩვენ ყველა “ელემენტარული ნაწილაკები” ვართ. ყველა ვიპოვით საკუთარ თავს მიშელის გმირებში, სულ ოდნავ თუ გაახელთ  ფართოდ დახუჭულ თვალებს. შეგვრცხვება ამის.. გავბრაზდებით.. და ვიტყვით, რომ მიშელი ცუდია, ძალიან ცუდი და რომ არ უნდა მივაქციოთ მის ნაწერებს ყურადღება, რომ ის ერთი უნიწო პროვოკატორია, რომელიც საზღვარგარეთ აიტაცეს გაუნათლებლებმა (მათ ხომ არაფერი ესმით). მაინც ყველანი ბრუნოები ართ, მიშელები, ანაბელები.. ყველას გვყავს ან გვაქვს საკუთარი კაროლინ იესეიანი, ყველას გვაწუხებს ჩვენი დროის პრობლემა, ექსისტენციალური ჩაკეტილობის პრობლემა და სადრაც, გულის სიღრმეში ყველა ვაღიარებთ, რომ ცხოვრება წაგებულია, დბადებიდანვე წაგებული ბრძოლა.

ყველაფერი კი, სინამდვილეში სულაც სხვაგვარადაა და სულ ტყუილად ბრწყინავს. არც პარიზული რევოლუცია 60-70-იანებში, არც ვითომ “სექსუალური კომუნიზმი”. უარყოფითი მხარეები ყოველთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შელამაზებული სინამდვილე.

იცით? არ მინდა ჩვენ საზოგადოებას მიშელ უელბეკის ეშინოდეს. არ მინდა შიშველი სიმართლის ეშინოდეთ.

Advertisements

15 comments on “ვის ეშინია მიშელ უელბეკის?

  1. mariefille
    January 30, 2011

    ჩემ გარშემო პირიქით, ყველას უყვარს მიშელ უელბეკი, ისეთ ხალხსაც, ვისაც სულ არაფერი წაუკითხავს მისი :)

    მე რაც შემეხება, “ელემენტარული ნაწილაკების” მარტო დასასრული მირჩევნია ბევრი ძალიან გაპიარებული მწერლის მთელ შემოქმედებას.

  2. Kate_AlukaЯD
    January 31, 2011

    ელემენტარული ნაწილაკების რა მოგახსენო და ბრძოლის ველის განვრცობა რომ წავიკითხე ქე იცი რა შთაბეჭდილებებშიც ვიყავი :))))

  3. cdisპიreli
    January 31, 2011

    მარტო პროვოკაციული რომ იყოს არ მომეწონებოდა, მაგრამ მომწონს იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობს. ჯერ მხოლოდ მისი ორი წიგნი მაქვს წაკითხული და მიხარია… სიმართლის ყველას ეშინია. (თითქმის ყველას)
    საერთოდ სულ უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება, ისეთი, რაც სხვაგან არ მომხდარა.

    • fsiQe
      January 31, 2011

      რას ამბობ, პროვოკაცია უკანა პლანზეა :დ ეპატაჯური დეისაძეცაა, მაგრამ რა მოსაწონია :დ:დ ის არტო “განსხვავებულად” მოაზროვნე “არასტანდარტული” ახალგაზრდობის ღვთაებაა :დ

  4. reundone
    January 31, 2011

    ჯერ არაფერი წამიკითხავს. ინტერვიუს გავეცანი “ლიტერატურა ცხელ შოკოლადში” და შთამბეჭდავი იყო. შესაბამისად წასაკითხი წიგნების ლისტშია ;)

    • fsiQe
      January 31, 2011

      მტავარია, როგორც ნასტასიამ ტქვა, უცენზურო სიტყვების თვლამ არ გაგიტაოს და ამით არ სემოიფარგლო,მმაგრამ მგონია სენ ეს გაფრთხილება არ გჭირდება :დ

  5. ნასტასია
    January 31, 2011

    უელბეკის ალბათ მარტო იმას სეეშინდება, ვინც წაკითხვის მაგივრად ”უცენზურო” სიტყვების დათვლას დაიწყებს. ხოოდა, მიშელი ის კაცია, ვინც შეიძლება გიყვარდეს ან არ გიყვარდეს, მაგრამ თუ იცნობ, გულგრილი ვერ იქნები.

    მე მიყვარს და როცა ვკითხულობ ხოლმე, სულ მინდა მე და ერთი ჩემი მეგობარი ერთად ვკითხულობდეთ, იმიტომ რომ ჩვენი საუბრების თემები და უელბეკის წიგნების პრობლემატიკა/თემატიკა არანორმალურად ემთხვევა ერთმანეთს.

    ფავორიტი _ პლატფორმაა :)

    • fsiQe
      January 31, 2011

      მე დღეს ვიჩუქე პლატფორმა.. არ მინდოდა მის გარეშე ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. იმდენ ცუდს ამბობდნენმიშელზე, რაღაც უნდა მეთქვა.. ჯერჯერობით “ბრძოლის ველის განვრცობა” არის ჩემი ფავორიტი, ნაწილაკებიც ძალიან კარგია რა თქმა უნდა : ) სხვა ჯერ არაფერი წამიკიტხავს :ს

  6. ნან
    January 31, 2011

    მე ვისაც ვიცნობ ყველას მოსწონს ისე. იმათაც კი, ჯერ რომ არ წაუკითხავთ :)

    • fsiQe
      January 31, 2011

      ჰო, ვისაც არ წაუკითხავს, ისინი ყოველთვის უფრო აქტიურობენ :))))

  7. krokety
    January 31, 2011

    postis pirveli nawilit agvfrtovandi.

  8. მე არ მეშინია მიშელ უელბეკის!!!

  9. Molly Bloom
    January 31, 2011

    არც ის დაგავიწყდეთ, რომ ირმა ტაველიძის თარგმანია და ირმა ფრანგულიდან უგემრიელესად თარგმნის :)

    გავჭედე ამ თარგმანებზე, მაგრამ რაც მე ბავშვობაში საზიზღრობები მაქვს ქართულად ნაკითხი, დღეს ყველა კარგი თარგმანი მართლა ბავშვივით მახარებს :)

    • fsiQe
      January 31, 2011

      მეც მომწონს ირმას თარგმანები. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი სხვაობაში ^^ ბევრად უკეთესია ირმას თარგმნილი უელბეკი

  10. knuti
    February 6, 2011

    who’s afraid of virginia woolf?

    <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on January 30, 2011 by in Uncategorized and tagged , .
%d bloggers like this: