Fsyche's Blog

ბიჭი, რომელიც გადარჩა და ჩემ თვალწინ გაიზარდა

თხოვნა.. მოთხოვნა.. გაფრთხილება თბილისის მერიას

მოვითხოვთ აიღოთ თბილისში არსებული ყველა ძეგლი და მათ ნაცვლად დადგათ ჰარი პოტერის პერსონაჟების მოძრავი ძეგლები (თუ პორტრეტები მოძრაობენ და ლაპარაკობენ, ძეგლებიც შეძლებენ).

უარის შემთხვევაში იმპერიუსის წყევლით გაიძულებთ ამის გაკეთებას..

ვინ არის ჩემთვის ჰარი პოტერი? ჩემი ძმა, შვილი, მეგობარი, ბიჭი, რომელიც გადარჩა, ბიჭი, რომელმაც სნიჩი დაიჭირა, შუბლზე ელვისებრი ნაიარევიანი ადამიანი, რომელიც სულში მიყვარს და მთელი სულით მიყვარს, წიგნი, რომელიც მინდა დაუსრულებლად ვიკითხო (მგონი მოჯადოებულია). წიგნ(ებ)ი, რომელთაც ყველაზე კრიტიკული მდგომარეობებიდან გამოვყავვარ. რაღაც, რაც მწყვეტს რეალობას და მაჯერებს, რომ სადღაც, ძალიან ახლოს, მოჯადოებულ მიწაზე ციხესიმაგრე დგას, სადაც საოცარი ამბები ხდება. და ჩვენ, მაგლები მას მხოლოდ და მხოლოდ შელოცვების წყალობით ვერ ვხედავთ, მაგრამ ის არსებობს და ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ჰოგვორტსიდან ჩვენ შვილებს თეთრწვერა მოხუცმა ან ნახევრად გოლიათმა მოაკითხოს და ჯადოქრების სკოლაში მიიწვიოს. მე მჯერა, ნამდვილად ვიცი..

მანამდე კი, დაუსრულებლად, ყოველთვის, როცა ცუდად ვიქნები, გადავშალო და შუბლზე ნაიარევიანი ბიჭის ამბები ვიკითხო. დაუსრულებლად. ყველანი ჩემ სულში ცხოვრობენ, ყველა ერთმანეთზე მეტდ მიყვარს. კეთილი და ბოროტი პერსონაჟები, დერსლებიც კი თითქოს ჩემი სულის ნაწილი არიან. მალფოები, ბელატრისა, ისიც კი, ვისი სახელიც არ ითქმის. ჰერმიონით რომ დავიწყოთ და კრეტჩერით დავამთავრო. ბებერი ალქაჯის პორტრეტი.. ფინეას ნაიჯელუსი (ვგიჟდები ამ პორტრეტზე).. სირიუსი, სევერუსი, ლუპინი, ჯეიმსი, ლილი (რომელსაც არ ვიცნობ).. ნევილი, ლუნა, კრაბი და გოილიც კი.. ყველა შხამი და ყველა ელექსირი.. ყველა შელოცვა.. ყველა წყევლა.. ყველა ბნელი და ნათელი დერეფანი.. ყველა შინაური ელფი.. ყველა ჯადოსნური  არსება, ცეცხლაკუდებით დაწყებული..  ზაქარია სმიტიც კი.. (:|) სამი ცოცხიც, გახვრეტილი კარდალაც, ღორის თავიც.. ენადიდა ნუგაც, ნეხვის ბომბებიც, რიდლის დღიურიც, დემენტორებიც. ჰედვიგი, საყვედურით რომ უნისკარტებს ხოლმე ჰარის უყურადღებობის გამო, პიგი, ბო, ის ნაძირალა სკაბერზიც.. (გამაჩერეთ ვინმემ, თორემ რაც მიყვარს ყველაფერს დავწერ და რთული ჩასატევი იქნება პოტერის მთელი ტომები ერთ პატარა პოსტში, მე ხომ განურცევლად ყველა აბზაცით და ყველა პერსონაჟთ , მოჯადოებული ვარ.)

გული მწყდება.. გული მწყდება რომ გაიზარდნენ.. ჩემ თვალწინ გაიზარდნენ. გუშინდელი დღესავით მახსოვს პატარა ნევილი რომ თავის გომბეშოს ეძებდა მატარებელში და ახლა რამხელები არიან, როგორ შეიცვალნენ..

და მაინც ვინ არის ჰარი პოტერი ჩემთვის? ის, ვინც მაიძულებს მიყვარდეს.. რადგან ამ საშიშ დროებაში სიყვარული ერთადერთი გრძობაა, რაც ძლიერს გხდის.  ჰოდა მიყვარს და ვერც ერთი ჯადოქრის მოვლენილი დავიწყების შელოცვა, ვერანაირი შავი მაგია და ვერც წლების გასვლა ვერ მაიძულებს რომ დამავიწყდეს და სულ ოდნავ მაინც გადამიყვარდეს.

ჯოან როულინგ, მინდა ჩამოვიდე და თაყვანი გცე!

32 comments on “ბიჭი, რომელიც გადარჩა და ჩემ თვალწინ გაიზარდა

  1. ქეთო ქალღმერთ პატარქალიშვილი
    January 12, 2011

    მეც!!! :)

  2. Kate_AlukaЯD
    January 12, 2011

    ბუბუ აი ვიცოდი ^^ ვიცოდი ^^

  3. molly bloom
    January 12, 2011

    ტონქსი გამოგრჩა. ტონქსი მაგარია :)

    • fsiQe
      January 12, 2011

      ჰო, ნიმფადორა გამომრჩენია :( კიდევ ბევრი გამომრჩა :(
      მაგრამ ფინეას ნაიჯელუს ბლექზე დავწერე რაც მთავარია <3 :))) განურჩევლად რომ არ მიყვარდეს ყველა, მგონი ჩემი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი მისი პორტრეტი იქნებოდა

      • molly bloom
        January 12, 2011

        მინერვა, ფლიტვიკი, კენტავრი ფლორენცია, ჰაგრიდი და ფენგი, დამბლდორის ფენიქსი, ბო და პიგვიჯინი, ბილი და ფლერი, მრისხანეთვალა მუდი, მოლი უიზლი და ჯინი, გრიფინდორის ქვიდიჩის ნაკრები სრული შემადგენლობით, ფრედი და ჯორჯი, სედრიკი, ქოლინ ქრივი, ნევილის მშობლები და ბებია (უმაგრესი ქალი), ყველა აურორი, ფლორიან ფორტესკიუ, მადამ მალკინი, ოლივანდერი, გახვრეტილი კარდალის ბარმენი ტომი, ყველა წესიერი ჯადოქარი და ყველა წესიერი მაგლი, ჰოგვორთსის ელფები, ვინკი…

        და დობი.

        აქ განისვენებს დობი, თავისუფალი ელფი – ძალიან უბრალო და ულამაზესი ეპიტაფიაა. საშინლად დამწყდა გული.

      • fsiQe
        January 12, 2011

        დობის ამბავზე ვტიროდი მახსოვს ბევრს :(
        მინერვათი აღფრთოვანებას ვერასოდეს ვმალავდი :)
        ნევილის ბებიაც ძალიან მიყვარს, თვითმარქვია მუდი ჩემი საყვარელი მასწავლებელი იყო <3 (სანამ გაირკვეოდა რა ნაძირალაც ყოფილა)
        ფრედი და ჯორჯიც გამომრჩენ :( ლი ჯორდანი.. სიმუსი, დინი, პარვატი.. მტირალა მირტლი და თითქმის უთავო ნიკი <3

  4. Tonks
    January 12, 2011

    <3
    ნევილს გომბეშო ჰყავდა.. :P

    ქართველი ჯადოქრების ფიქრებს და გრძნობებს ახმიანებ :D

    • fsiQe
      January 12, 2011

      უი, :”> ჩავასწორე, მდლობა :)

  5. mariefille
    January 12, 2011

    აააააააააააა უსაზღვროზე უსაზღვროა ჩემი სიყვარული ჰარი პოტერის მიმართ. აი საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება, წაიკითხო და სამუდამოდ არ შეგიყვარდეს, მაგისი დატოვებული სიმტომები არასდროს გადის, მართლა მოჯადოებული წიგნია <3

  6. siyvarulovna
    January 12, 2011

    <3 <3

  7. dato_darbaidze
    January 12, 2011

    :)))))))))))))))))))))
    uceb warmovidgine martlac mtel tbilishi harry poteris dzeglebi :))))))))

  8. knuti
    January 12, 2011

    <3

  9. Lord Vader
    January 16, 2011

    უნდა მომკვდარიყო ეგეც და ისიც.
    სნეიპი – არა.
    ნი უია ეს როულინსი ნე კატიტ ფენტეზიში.

  10. molly bloom
    January 16, 2011

    ფილიგრანული ფინალი აქვს, ლორდ.

    ჯოანას, ტოლკინისგან განხვავებით, მითოლოგიის შექმნა არ უცდია. იმჰო. ამიტომაც დარჩა პოტერი ცოცხალი.

    • Lord Vader
      January 16, 2011

      არც თოლქიენთან ამოხოცილან. :)
      მაგრამ აქ ლოგიკა მოითხოვდა, რომ დაღუპულიყო… უბრალოდ მსუბუქი ფსიქიკის გოგონები და ნერვიული აფეთქების ზღვარზე მდგარი ქალები დაინდო ავტორმა…

  11. molly bloom
    January 16, 2011

    სინმარილიონში იხოცებიან და ტრილოგიის დასასრულს უამრავი ელფი სამუდამოდ ტოვებს ამ სამყაროს.

    ავტორს გოგონები და ქალები რომ დაენდო, დობის, ფრედს და ლუპინ-ტონქსს არ მოკლავდა.

    პოტერმა ჰოგვორთსი დაამთავრა, ჯინი ცოლად მოიყვანა, სამი შვილი ჰყავს და დღესაც სადღაც, ინგლისის რომელიღაც პატარა ქალაქში ცხოვრობს – ასეთი ფინალი ამ სტილის ნაწარმოებს უფრო უხდება.

    • Lord Vader
      January 16, 2011

      ნუ ეგ ხომ ის არაა. :) ბლოგის ავტორს ნუ აბნევ (JRR წაკითხული არ აქვს)… საკვანძო ფიგურა არ იღუპება, რომელიც მთელ ტრილოგიას მიყვება და ცენტრალური ადგილი უჭირავს. უსახელო ელფები სათვალავში არ არიან. :)

      ამ შემთხვევაშიც იგივეა – ლუპინი არაა ეგეთი. ბევრად მეტ ადამიანს გული დაწყდა სნეიფზე, ლუპინი არც ახსოვთ. :) დამბლდორიც არ ითვლება. ბებერი იყო ისედაც. :)
      მოკლედ სამეულიდან რომელიმე უნდა დაღუპულიყო, მაგრამ დაინდო მკითხველები. :)
      ისე კი ლოგიკური იქნებოდა ჰარის დაბრედვა. სიუჟეტი ითხოვდა.
      ეგე სიუჟეტის განვითარების ლოგიკამ რომ მოითხოვა დიუმამ თითქმის ყველა დახოცა და მერე ტიროდა თავად. :)

  12. molly bloom
    January 16, 2011

    დამბლდორმა გზა გააგრძელა – ამას სიკვდილად არც ვთვლი.

    სხვების შეგრძნებებზე არაფერი ვიცი, სნეიპის ნამდვილი სახე და მოტივები მეშვიდე წიგნის ბოლოს გამოჩნდა. მანამდე, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ სიმპატიური იყო. მე ლუპინი მომწონდა და გული ლუპინზე და ტონქსზე დამწყდა.

    პოტერიანა, საბოლოო ჯამში, თინეიჯერებზე დაწერილი 7 რომანია. მთავარი გმირის დრამატული აღსასრული აქ უადგილო მგონია. გაიზარდა, უნი დაამთავრა, ცოლი მოიყვანა, ახლა სადღაც ცხოვრობს და მუშაობს.

    • Lord Vader
      January 16, 2011

      კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ რაც მე ამ ბლოგზე კამათში ჩავები, მით უფრო ლიტერატურაზე…
      შენ კაპუჩინო გეყვარება ალბათ? ;)

      პოტერიანა, საბოლოო ჯამში, თინეიჯერებზე დაწერილი 7 რომანია. მთავარი გმირის დრამატული აღსასრული აქ უადგილო მგონია.

      ამიტომ დაგეთანხმები.
      მაინც უფრო დიდი დოზით ზღაპარია, ვიდრე ფენტეზი და მაგიტომ.
      როგორც ჰობითი რომ შეადარო ტრილოგიას.

      სნეიპის ნამდვილი სახე და მოტივები მეშვიდე წიგნის ბოლოს გამოჩნდა. მანამდე, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ სიმპატიური იყო.

      აი ამაში კი არ დაგეთანხმები.
      თუ ფავორიტ გმირებზე მიდგა საქმე, აქ ჩემთვის სწორედ სევერუსი იყო და თავიდანვე მივხვდი, რომ იცავდა… მივხვდი კი არადა პირველივე წიგნში ნათლად ჩანს, რომპოტერის მცველად იყო. რატომ იყო და როგორ ეგ სხვა საქმეა, მაგრამ დადებითი გმირი რომ იყო ეჭვი არ მეპარებოდა.
      და ის დამბლდორის დაბრედვაც რომ დადგმული იყო ეგეც აშკარა იყო ჩემთვის. მოწმეებიც მყავს რომ მაგას ვამტკიცებდი. :)

      ისიც ვიცოდი, რომ ეს როულინსი ვერ გაბედავდა ვერავის მოკვლას და ისე მიაფუჩეჩებდა ჰეფიენდურად, როგორც დაამთავრა.
      ამიტომ ბოლო ტომი სულ ახლახანს წავიკითხე. ბოლო ფილმის გამოსვლის შემდეგ. :) აქამდე მეზარებოდა…

  13. Dandellion
    January 16, 2011

    რა კარგი პოსტი იყო. <3
    მეც მიყვარს ჰარი და მისი სამყაროს ყველა წევრი თუ ნივთი, მაგრამ შენამდე ვერც მოვალ.
    გაუხარდებოდა ჯოანს -შენი პოსტის წაკითხვა.

  14. molly bloom
    January 17, 2011

    კი :) მიყვარს კაპუჩინო.

    მართალი ხარ, პოტერი ფენტეზი არ არის, ზღაპარია, ან უფრო სწორად – ზღაპრული სამყაროს თინეიჯერებზე დაწერილი ციკლი. როულინგსს, სავარაუდოდ, ტოლკინის მსგავსად სრული და თვითკმარი მითოლოგიური სამყაროს შექმნის პრეტენზია არც ჰქონია. ყოველთვის ვთვლიდი, რომ პოტერი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც სოციალური პაროდია დახურულ სასწავლებლებზე. ჰოგვორთსის ნაცვლად ნებისმიერი რეალურად არსებული ინგლისური ან ამერიკული უნივერსიტეტი აიღე – ტიპიური სურათია. ფაკულტეტური დაყოფა, მეგობრები, მტრები, უნივერსიტეტული ტრადიციები, სპორტი. პლუს თინეიჯერული ვნებები – პირველი სიყვარული, მეგობრობა, ღალატი… ამიტომ მგონია, რომ ჰარის სიკვდილი საჭირო არ იყო.

    სევერუსი ჩემი ფავორიტი არ ყოფილა ერთი მარტივი მიზეზის გამო. გასაგებია, არსებობს მასწავლებლის და მცველის გავრცელებული ტიპაჟი – ერთი შეხედვით ძალიან მკაცრი, სასტიკიც კი, მაგრამ სამართლიანი. შვიდივე ტომში სნეიპს სამართლიანობა აკლდა. ხაზგასმით უსამართლოდ ექცეოდა პოტერს და ყველა გრიფინდორელს. ამიტომაც ვერ გამოვიცანი, სინამდვილეში რას აკეთებდა.

    • Lord Vader
      January 17, 2011

      თუმცა ჰიუგო აქვს აღებული ფენტეზის ჟანრში. :)

      აჰა შენ მაშინ ლიუპინები. http://wp.me/pBTza-1gF
      :)

  15. Dato
    January 17, 2011

    ჰარი პოტერი მუდამ ჩვენში იქნება და ჩვენ მას ისე მოულოდნელად აღმოვაჩენთ, როგორც ჰარიმ აღმიაჩინა ,რომ ჯადოქარი იყო!

  16. fsiQe
    January 17, 2011

    რა სანტერესო კამათს შევესწარი :)
    ისე, მეც ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელი იქნებოდა ჩემთვის და სხვებისთვისაც ამის გადატანა, ბოლოს პოტერი უნდა მომკვდარიყო. რაღაც გაუგებრად გადარჩა, თითქოს თვალში ნაცარი შემაყარა როულინგმა, კი კარგი ნაცარი იყო, მაგრამ მაინც..
    თუმცა მთლად ჰეფი ენდიც არ იყო საყვარელი გმირები მართლა ბლომად დაიღუპნენ: ლუპინი გამოჩენისთანავე ჰარიზე მეტად შემიყვარდა, კეთილი, სამართლიანი და ღირსეული მასწავლებელი. სნიპიც, იმის მიუხედავად, რომ ხანდახან უსამართლო იყო, ყოველთვის მომწონდა და ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ “დამბლდორის კაცი” იყო, ფრედის სიკვდილი მართლა მძიმე დარტყმა იყო, დობის სიკვდილიც, ტონქსი არ მიყვარდა დიდად, მაგრამ გული მაინც დამწყდა.
    ასე რომ, ზუსტად არც ვიცი ამ ყვლაფერს დამატებულ ჰარის სიკვდილს სევეგუებოდი თუ არა. თანაც ჰაი რომ მომკვდარიყო, უიმედობა დაისადგურებდა ჰოგვორტსში და ა.შ. არ ვიცი, არ ვიცი როგორ ჯობდა მაგრამ მე მაინც ველოდი, რომ პოტერი მოკვდებოდა.
    რა არეულად ვილაპარაკე :))))

    • Lord Vader
      January 18, 2011

      ვაა…
      ფსიქე, შენს ჩემს თვალში გაიზარდე :)

  17. molly bloom
    January 18, 2011

    უმცირესობაში ვარ :( თან როგორი ავტორიტეტების ალყაში… თავის დროზე დე ბიუსის სიკვდილი გადავიტანე და პოტერის სიკვდილსაც გავუძლებდი, მაგრამ მართლა ვერ ვხდები, ან რა წააგო რომანმა ასეთი ენდით ან რას მოიგებდა, ჰარი რომ მომკვდარიყო.

    • Lord Vader
      January 18, 2011

      რაის ავტორიტეტი მე ვარ, მარა მაინც გეტყვი… წაუყალბებს რა.
      თუ საბავშვო წიგნია – კაი. მაგრამ მარტო საბავშვოც რომ არაა და პირველი ტომის პოპულარობის მერე არ მგონია ტავად როულინსს გონია, რომ მარტო ბავშვებისთვის წერს – ყველა ასაკის მკითხველი ყავს აშკარად.

      ჰოდა, რაღაც ლოგიკური არაა.
      თორემ დიუმა გიჟი კი არ იყო, ყველა კაი ბიჭი რომ დახოცა და მაინცადამაინც ყველაზე აფერისტი არამისი დატოვა ცოცხალი.

      ისე შორეულ ბავშვობაში მაუგლიც არ მაქვს ბოლომდე წაკითხული. :) ვიცოდი შერხანი რომ კვდებოდა და შემეცოდა და მაგ მომენტამდე წავიკითხე მარტო. :)

  18. molly bloom
    January 18, 2011

    გასაგებია…

    მაგრამ მე მაინც ასეთი ფინალი მომწონს – პოტერი გაიზარდა და ოფისში მუშაობს.

    შერხანს კაა არ ჯობია? კაა ჩემი ფავორიტი იყო. вы слышите меня, бандерлоги?! აი, ამ ფრაზაზე დღემდე ვგიჟდები.
    და ბაგირა.

    • Lord Vader
      January 18, 2011

      ბაგირა კი, მაგრამ კაა როგორ ჯობდა… მაგაზე პოსტიც კი მქონდა. :)
      კააზე კი არა, ადამიანზე, რომელიც მინდა რომ ვიყო. :)

  19. molly bloom
    January 19, 2011

    ჭკვიანია, ძლიერი და ფლეგმატური. აი, ამიტომ.

    • Lord Vader
      January 19, 2011

      შერხანს კიდე ფუმფულა კუდი აქვს. :)
      თუმცა მე ლომები უფრო მიყვარს.

      ახლა ფაუნის გარჩევაზე თუ გადავალთ ეს პოსტი გაოფტოპიკდება და ფსიქე გაგვყრის აქედან. :)

  20. mari
    October 18, 2011

    აუ, რა სერიოზულად გქონია გაჭედილი ჰარი პოტერზე… ყოჩაღ შენ :D :D :D მერლინის სული ამას დაგიფასებს :D

Leave a reply to mari Cancel reply