Fsyche's Blog

მოკალი ნაძვი! ა უკაცრავად, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ

“შენი არ ვიცი და მე კი დიდი სიამოვნებით წავიღებდი

სახლში ამ მოჭრილ ნაძვს და მშვენივრადაც მოვრთავდიო

– მითხრა ერთმა ჩემმა თითქმის მგობარმა, როცა ერთ საღამოს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიარეთ და ავბუზღუნდი იმის თაობაზე, რომ ადამიანებს ერთი სული აქვთ რაღაც გააფუჭონ, გაანადგურონ, სიცოცხლე მოუსწრაფონ, თუნდაც ეს მათ არაფერში ჭირდებოდეთ. მხედველობაში ამჯერად უმოწყალოდ დაჭრილ-დაჩეხილი ნაძვის ხეები მქონდა.

ბავშვობაში მამას ყოველთვის ხელოვნური ნაძვის ხე მოჰქონდა, ისეთი ლამაზები იყო.. ერთხელ თეთრი მქონდა ერთხელ მწვანე და ზედ თეთრი ფიფქები ეყარა, მერე მარტო მწვანე, მერე ისევ თეთრი. ერთ ახალ წელსაც მოკლული ნაძვი მოიტანა სახლში. საშინელება იყო. არც სილამაზით ბრწყინავდა, მერე წიწვების ცვენა დაეწყო და საცოდავად მოიბუზა, გულის მომკვლელად გამოიყურებოდა. ჩამშხამდა ის ახალი წელი. პატარა ვიყავი და ისიც კი ვიფიქრე, მივალ დაწყალს და ვუსხამთქო, მაგრამ მანამდე აღკვეთა ჩემი ქმედება, სანამ განრისხებული მეზობელი ამოვარდებოდა ნაჯახით ხელში და ჩემი მოკლული ნაძვის ხის ბედს გამაზიარებინებდა.

არასდროს არ მსმოდა იმ ხალხის, ვინც “ბუნებივ რაღაცებს” ანჭებდა უპირატესობა. არ მსმოდა, რატომ უნდა გეგეფუჭებინა რაღაც, როცა შეგეძლო არ გაგეფუჭებინა და არაფერი დაგკლებოდა ამით, ისედაც ბედნიერი ყოფილიყავი.

“-ეს ქურთუკი ტყავისაა? -იკითხა ერთხელ ჩემმა მეგობარმა მაღაზიაში

-კი, რა თქმა უნდა, ნატურალური ტყავია -გამოეპასუხა დამარწმუნებელი ტონით გამყიდველი

-აა, კარგით, მადლობა არ ვყიდულობ

-რატომ? ნამდვილი ტყავია

-აი ზუსტდ მაგიტომ.. “

გამყიდველი კი ვერაფრით მოვიდა აზრზე რაში იყო საქმე, მაგრამ მე მიყვარს ჩემი მეგობარი. ქვეყანაზე ამდენი მშვენიერი ტყავის შემცვლელის ქურთულია და რატომაა აუცილებელი მაინც და მაინც რომელიღაც საცოდავი ცხოველის გატყავება იმის გამო, რომ ვიღაც გათბეს ან თავი მოიწონოს? ხელოვნური ქურთუკებიც ხომ მშვენივრად ათბობენ? და თანაც პატრონის კანიბალიზმზეც არ მეტყველებენ.

ვიღაც მკითხავს ხორცს და ბოსტნეულს ხომ ჭამო და რაღატომ მატრაკვეცობ ერთიო, მაგრამ მე მგონი საკვებს, ნაძვის ხეებს და ქურთუკებს შორის არის განსხვავება. ის, რომ ხელოვნური საკვები არ არსებობს და თუ არ შეჭამ შეიძლება განუტევო სული, მაგრამ ნატურალური ტყავის ქრთუკისა და ახლადმოკლული ნაძვის ხის გარეშე კი გაიტანს კაცი თავს არა? და თანაც უფრო ლამაზად და ბედნიერად.

ახლა იფიქრებთ კეთილშობილებას თამაშობსო, მაგრამ არ დაგიმალავთ და გაგიმხელთ, რომ არც ისე კეთილი ვარ. ადამიანები არ მიყვარს და არც ცხოელებზე ვგიჟდები დიდად (შორიდან კი მიყვარს მაგრამ), ძაღლებს თუ არ ჩავთვლით (<3) და შინაური მცენარეებიც არ მყავს, უკანასკნელი კაკტუსი 2 წლის წინ გამიხმა.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ თქვენც და ჯერ კიდევ ცოცხლად შემორჩენილ ნაძვებსაც :)

Advertisements

11 comments on “მოკალი ნაძვი! ა უკაცრავად, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ

  1. mwvanevashli
    December 31, 2010

    რა კარგი გოგო ხარ. http://www.youtube.com/watch?v=gGHvXSIfcGs&feature=player_embedded აჰა, ეს შენ და შენს მკითხველებს.

    • fsiQe
      December 31, 2010

      ნაძირლები :(

  2. ანდან
    December 31, 2010

    ვიზიარებ პოსტის სულსა და გულს :* :))

  3. ია
    January 1, 2011

    absoluturad getanxmebi nadzvis xezec da tyavis tansacmel-fexsacmel-aqsesuarebzec, chantzebze…ra gamwarebaa maincdamainc tyavi ar mesmis.

  4. fsiQe
    January 1, 2011

    ანდან, ია
    კიდევ კარგი თქვენნაირებიც რომ არსებობენ :) :**

  5. anina
    January 1, 2011

    და მე ვეგეტარიანელი ვარ :დ

  6. salomeaa
    January 2, 2011

    ,,ადამიანები არ მიყვარს და არც ცხოელებზე ვგიჟდები დიდად (შორიდან კი მიყვარს მაგრამ) და შინაური მცენარეებიც არ მყავს, უკანასკნელი კაკტუსი 2 წლის წინ გამიხმა”

    ეს ფრაზები მომეწონა განსაკუთრებით: ))))

    ერთი ჩემი მეგობარი ამბობს ხოლმე, ხეების მოჭრა კაცის კვლაზე უარესია: )))))

  7. molly bloom
    January 3, 2011

    ადამიანის კარგად გაცნობა თუ გინდა, უნდა დააკვირდე, როგორ ექცევა მასზე სუსტებს.

    ძლიერთან ყველა წესიერია.

  8. Lord Vader
    January 9, 2011

    ტყავის გარეშე არ გამოვა. :(
    დერმატინით ჩემმა მტერმა იაროს…

    • fsiQe
      January 9, 2011

      kargi ra lord, ratom?

      • Lord Vader
        January 9, 2011

        კარგი რა ფსიქე, რა რიტორიკულ კითხვებს სვამ. :)

        ბეწვეულზე რომ გეკითხა კიდე ჰო.
        მაგრამ ტყავის ნაწარმის 90% ესაა ცხვარი, თხა, ძროხა… ასე თუ ისე დაკვლას მაინც ვერ გადაურჩებიან, რომ ბიფშტექსი, ხინკალი და ჩაქაფული ვჭამოთ და ტყავს გადააგდებ თუ რამეს შეკერავ რამე შეღავათია?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on December 31, 2010 by in Uncategorized and tagged , , .
%d bloggers like this: