Fsyche's Blog

ჩემი და ტარჯეი ვესაას უჩუმარი ხიდები

“შორიდან წამობერილი ქარი და ხის ძველი ხიდი: იქ, მდინარის ზემოთ, მაღლივი გზა გადის. ხიდის ჩაჟამებული მოაჯირი, მზითა და ქარ-წვიმით დახრული მისი ქვები..” -ასე გიპასუხებთ თუ მკითხავთ როგორია ტარჟეი ვესაას იდუმალი სამყარო, რომელიც მე ასე მიყვარს.

ნორვეგიელი მწერალია. შარშან გავიცანი, სრულიად შემთხვევით. ლიტერატურულ კაფეში ვისხედით და მეგობარმა სულ სასხვათაშორისოდ მითხრა წაიკითხეო. მიყვარს ნორვეგიული ლიტერატურა. ჩემ გონებაში ნორვეგიელი მწერლები მხოლოდ ორი სიტყვის ქვეშ კლასიფიცირდებიან “რაღაცნაირად საოცარი”. ჰოდა, პირველივე გვერდიდან მივხვდი, რომ ესეც სწორედ ის “რაღაცნაირად საოცარი” მწერალი იყო. მერე შემიყვარდა, ძალიან შემიყვრდა.

“ეს ზაფხული სხვებისგან რაღაცით განსხვავდება, არა?

უსახელო ვარსკვლავი.

გარკვეულობისთვის.

და ღრმა გაურკვევლობისთვისაც.

მხოლოდ ის გმართებს, რომ ხელი გაიწვდინო…

არა!

რატომ – არა?

მეშინია, რაღაცნაირად.”

მე არ მეშინია და ვიცი, რომ  ყოველთვის, როცა გაურკვევლობაში ვიქნები, როცა უბედური ვიქნები, როცა ცუდად ვიქნები, როცა მეტკინება, როცა ხელის გაწვდენის შემეშინდება, შემიძლია გადავფურცლო და სხვა, სულ უცნობ, მისტიურ და ამავე დროს ძალიან ჩემ სამყაროში აღმოვჩნდე. სამწუხაროა, რომ მხოლოდ “ხიდები” და “ყინულის სასახლე” მაქვს წაკითხული, მაგრამ ქართულად, ინგლისურად და რუსულად სხვა ვერაფერი ვიპოვე, ნორვეგიული კი… კი დავიწყე ნორვეგიულის სწავლა, მაგრამ მგონი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება ამზე ოცნება გამოცდის მერე. რაც არასდროს არ ემუქრება თარჯეი ვესაას. მწერალს, რომელიც არც ისე რეალობიდან რეალობაში მაბრუნებს და სიცოცხლეს მაყვარებს, თუნდაც იმისთვის, რომ ვიკითხო და მიყვარდეს.

“ახლა ვხედავ: ის თვალი ნამდვილია. აქაც ისევე, როგორც იქ, ჭაში. სადაც უნდა წავიდე, ის ნამდვილია. არ დავნგრეულვარ, არ განვძარცვულვარ, არ გავწირულვარ. უნდა ვიცხოვრო და ნაპირზე გავაღწიო. რაღაცას უნდა აღვემატო.”

ამიტომ მიყვარს ტარჯეი ვესო, როცა ვკითხულობ, ყოველთვის ვრწმუნდები იმაში, რომ ბედნიერი ვარ, რომ უბრალოდ უნდა ვიცხოვრო ნაპირზე, რომელზეც გავღწევ და უჩუმარი ხიდებით გავთბე. ჩემი მისტიური სიყვარულით..

“ჩვენ ვდგავართ და თოვლი მატულობს.

თეთრდება შენი სახელო.

ჩემი სახელო თეთრდება.

ისე მოძრაობენ ჩვენს შორის,

როგორც დათოვლილი ხიდები.

მაგრამ დათოვლილი ხიდები გაყინულია.

აქ კი ცოცხალი სითბოა.

შენი მკლავი თბილია თოვლქვეშ

და მოყვარულად ედება ჩემსას.

ათოვს და ათოვს უჩუმარ ხიდებს.

ხიდებს, რომლებსაც არავინ იცნობს”

Advertisements

4 comments on “ჩემი და ტარჯეი ვესაას უჩუმარი ხიდები

  1. undone
    December 28, 2010

    ეე ვიგუმანე რომ ლიტერატურა გიშველიდა და თანაც ნორვეგიული?!
    მაშ, მე წილად მხვდება ნორვეგიულად წავიკითხო ტარჟეი.
    მომინდა წიგნი და თუ ვერ ვიშოვი, იქნებ შენ მათხოვო? :)

    • fsiQe
      December 28, 2010

      კი კი კი გათხოვებ :) აუცილებლად, როგორ მიხარია ხოლმე ჩემი საყვრელი წიგნების წაკიტხვ რომ უნდათ, ძალიან მიხარია.

      შენზე მითხრა მგონი გიორგიმ (ულისემ) ჩვენი ჯგუფელია ნორვეგიულშიო, აბა რა მეცოდინება, სულ ოტხჯერ თუ ხუთჯერ ვარ ნამყოფი ლექციაზე :”>:დ და ისე მშურს ნორვეგიულად რომ წაიკითხავ :(

      • undone
        December 29, 2010

        ეე მაგარია :)) შეგეხმიანები გაზაფხულისთვის :)
        ხო ულისე, სულ აცდენს ეგ :(
        არაუშავს, კარგია რომ ქართულადაც თარგმნიან ასეთ რამე–რუმეებს. :))

  2. EverFrost
    March 23, 2014

    ამ კაცის სახელი “ტარჯეი ვესაას”ა-დ არ გამოითქმის, თარიეი ვესოსი ჰქვია.
    ნეტა აკრიანის თავში ჩამახედა, რას უშვრება ამ მწერლების სახელებს. რომ ჰკითხო, სკანდინავიური ლიტერატურა უყვარს,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: