Fsyche's Blog

სულ რომ გვინდოდა

ჩაიცვი შენი წითელი ირმებიანი ხელთათმანები და წამოდი ვიგუნდავოთ, ახალი წელი მოგვადგა თითქმის, ხედავ და ჩვენ ჯერაც არ გაგვიკეთებია თოვლის ბაბუა სტაფილოს ცხვირით. ჩაიცვი შენი წითელი ხელთათმანები და ბევრი ვიაროთ, ვირბინოთ თოვლში, თორემ წავა და ვერ შევინახავთ ვერც კარადაში, ვერც მაცივარში, მაინც გადნება. ჩაიცვი შენი წითელი ხელთათმანები და თოვლის საბანს გადაგაფარებ. ჩაიცვი კარგი?

ან მოდი, მოიხსენი ეგ შენი წითელი ირმებიანი კაშნე და ერთად ჩამოვსხდეთ ბუხრის პირას რომ სარწეველა სავარძელი გვაქვს და ფილმს მოგიყვები. ჩვენ ფილმს, მერე ერთად რომ მოვიფიქროთ დასასრული, კარგი ან ცუდი, ანდა საშუალოდ. მოდი, ჩამოვსხდეთ ბუხართან რომ სავარძელია და ცეცხლს ვეთამაშოთ. ნუ დაიწვები. ანდა ჩაიცვი და გამომყევი, რომ მოვიყვანოთ უცხო ბავშვები ჩვენს თბილ ბუხართან. გახსოვს? ერთად რომ ვკითხულობდით მოთხრობებს ბავშვზე, რომელიც იდგა ყინვაში და თვალს ადევნებდა გამვლელთა ცივ სითბოს. გახსოვს, როგორ განვიცადეთ მისი განცდები შობის იმ ღამეს? გახსოვს, მაშინ არ გადავწყვიტეთ? სახლი გვქონოდა და თანაც დიდი, ძალიან დიდი და ყველა ბავშვი გაგვეთბო სიყვარულით.

ანდა დაიხურე ეგ შენი წითელი ირმებიანი ქუდი და წამოდი, ყველა მოჭრილი ნაძვის ხე უკან დავრგოთ, ტყეში წავიდეთ. ან ვისეირნოთ უბალოდ სადმე. ან დაიძინე და მე ბუხართან დაკიდებულ წითელ წინდაში ჩუმად ჩავაწყობ შენთვის საჩუქრებს და მერე თეთრ ღამეში ვისეირნებ მარტო, სულ მარტო.

ანდა  უბრალოდ ფანჯრის რაფაზე ჩამოვსხდეთ და ვუყუროთ ფიფქების წვიმას. შენ შენი ლექსები წამიკითხე, მე ჩემ მოთხრობებს. მერე გულწრფელად მაკრიტიკე და მითხარი, რომ აღარ დავწერო. ან ის მელოდია დავუკრათ როიალზე, მუდამ რომ ცალ-ცალკე ვუკრავდით ჩვენ ჩვენ ნაწილებს და ოთხ ხელში რომ  ვერადავერ ავაწყვეთ. მერე მარხილებით გადავუფრინოთ მთვარეს, წამოდი რა, წამოდი, ადექი ჩემო ალტერ ეგო, ადექი და დაიხურე ის შენი ირმებიანი ქუდი, წითელი ხელთათმანები და ბავშვობის ყველა ოცნება ავიხდინოთ, თორემ რაც ვიზრდებით სულ უფრო ვცილდებით ერთმანეთს და არ მინდა ორნი ვიყოთ.

Advertisements

3 comments on “სულ რომ გვინდოდა

  1. mariefille
    December 10, 2010

    ამეტირა :)

  2. budrugana
    December 19, 2010

    რა კარგი პოსტი, როგორ მომეწონა…. ძალიან კარგადაა დაწერილი :))))

  3. siyvarulovna
    December 24, 2010

    შენ რომ შეგეფერება სეთი პოსტია |^_^ რაღაცნაირად საყვარელი :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: