Fsyche's Blog

კარგი აღზრდა

მე ანტუანი ვარ. ერთი ჩვეულებრივი ოჯახი მყავს, სადაც არც ისე ხშირად სტუმრიანობაა. როცა ჩვენ სახლში სტუმრები მოდიან, ყველა ამბობს, რომ ალბათ მეტისმეტად წარმატებული ვარ, გოგოები ჩემზე გიჟდებიან და ბიჭები შურით სკდებიან. რომ ჩემი გონება ისეთი გახსნილია, როგორც ცის კამარა, ქარი ღრუბლებს რომ გადაყრის მაშინ. რომ ალბათ სკოლის დამთავრების მერე საზღვარგარეთ წამიყვანენ სასწავლებლად და იქიდან დაბრუნებული, სულ მცირე პრემიერ მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე გავხდები. რაზეც მამაჩემი პასუხობს, რომ მე ერთადერთი შვილი ვარ და ვერსად გამიშვებს ერთი დღითაც კი. მე ამ დროს ვბრაზდები, ძალიან ვბრაზდები იმაზე, რომ მშობლები კალთაზე მიკერებენ და ჩემს ფართოდ გახსნილ ნიჭს რეალიზების საშუალებას არ აძლევენ. მედიდური სახით და მოწყალე ღიმილით ვიფერებ ყველა კომპლიმენტს და იქ, სადღაც, ღრუბლებს მიღმადან გადმოვყურებ სუფრაზე მსხდარ ადამიანებს, რომლებიც ძალიან სასაცილო შესახედები არიან. ქალები ერთად სხედან და ერთმანეთის ნამდვილ, ზოგიც ყალბ ბრილიანტის ბეჭდებს დაჰყურებენ, კაცები ყანწს ყანწზე ცლიან და დამახინჯებულ ფრაზებს ლუღლუღებენ ყველაზე ცნობილი და მასობრივი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, ანდა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებიდან. ესაა მხოლოდ, თითქმის ყოველთვის ავტორებს ურევენ ერთმანეთში და თითქმის ყოველთვის მათი პერეფრაზი არასწორია. მაინც ბედნიერები არიან, ერთმანეთს შურნარევი აღფრთოვანებით შეჰყურებენ და გულში ფიქრობენ “ნახე რამდენი სცოდნიაო”. მე ამ ყველაფერზე გული მერევა, მაგრამ ხმას არ ვიღებ. მე ხომ სამაგალითო ბიჭი ვარ მთელ სანაცნობოში და აბა როგორ შევეკამათო უფროსს და თანაც ნათლიას, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიცშემ სიკვდილის წინ უფალს პატიება სთხოვა და ამის სადღეგრძელოს სვამს. მერე მეათასედ მიყვება დიდი სახლის პატარა დიასახლისის ამბავს, რომელზეც მიმტკიცებს ჰემინგუეიმ დაწერაო და მეც თავს ვუქნევ, რადგან მასწავლეს, უფროსებს არ შეეკამათოო და მეც ხომ დახვეწილ ოჯახში აღზრდილი 17 წლის ბიჭი ვარ, რომელიც თავისზე 2 წლით უფროსებსაც თქვენობით ელაპარაკება და წელში ისე იხრება, გეგონება სადაცაა გადატყდებაო. მერე ისევ ჩემს აღმატებით ხარისხში ხსენებას იწყებენ და ყველაფერი მავიწყდება, ისიც, რომ ეს ხალხი საშინლად გამაღიზიანებელია და ისიც, რომ ნიცშეს სიკვდილის წინ პატიება არავისთვის უთხოვია. მე ისევ ღრუბლებში დაფრინავ და თვალნათლივ წარმოვიდგენ როგორ დავაბიჯებ ნიუ იორკის ქუჩებში, სადაც ძალიან წარმატებული კარიერა მაქვს.
მერე ყველაფერი მთავრდება, სტუმრები მიდიან, ვიმარაგებთ პლედებს, თბილ ტანსაცმელს და ვიძინებთ. თენდება, მე გუშინდელი ეიფორიის ნარჩენები ჭარბად მაქვს შემორჩენილი და სკოლაში ამაყი სახით მივდივარ. დღეს ჩემი კლასელებიც დაინახავენ იმას, რაც ნათესავებმა იციან, რომ მე გამორჩეული ვარ და უნდა დამაფასონ.
საკლასო ოთახის კარის გაღებისთანავე გუშინდელი ამბები უკან რჩება. აქ მოსალმებითაც კი არ მესალმებიან, თითქოს არ ვარსებობ. არც მე ვესალმები არავის და ვცდილობ შეუმჩნევლად მივიპარო საკუთარ მერხამდე და ასევე შეუმჩნევლად დავჯდე, რომ კიდევ ერთ დაცინვას გადავურჩე. სკოლაში ყველაზე ულამაზო ბიჭი მე ვარ. არა, ძალიან მახინჯიც არ ვარ, უბრალოდ არავის მოვწონვარ.მასწავლებლებს ჩემი ლაპარაკი არ ესმით, სიმართლე გითხრათ არც მე მესმის მათი ლაპარაკი. ამიტომ წლის ბოლოს ყველა მასწავლებელი ერთ სამიანს მჩუქნის. ასე გადავდივარ კლასიდან კლასში. ერთადერთი გაკვეთილი რომელიც მიყვარს, საზღვარგარეთული ლიტერატურის გაკვეთილია. ყველა დავალებას ვასრულებ, ყველა წიგნს ვკითხულობ. მაგრამ დისკუსიებში აქაც არ ვერთვები. ყოველთვის მომზადებული მაქვს მასწავლებლის კითხვაზე პაუხი, მაგრამ არასოდეს ვპასუხობ. მეშინია, დამცინებენ. გაკვეთილის ბოლოს ვრწმუნდები, რომ ჩემი პასუხი სწორი იყო. სულ ჩუმად ვარ, იმდენად ჩუმად, რომ აღარც მახსოვს ლაპარაკი თუ ვიცოდი. ქიმიის გაკვეთილზე კლასელი ბიჭები ჩანთაში გახსნილ პრეზერვატივს მიდებენ. მე წიგნის ამოსაღებად ვხსნი ჩანთას და ვხედავ, რომ ყველა იცინის. მეც ვხედავ კლასელების საჩუქარს, მაგრამ ჩანთიდან არ ვიღებ, ვითომ ვერ დავინახე და გაკვეთილზე ჯდომას ვაგრძელებ. ზარი ირეკება. მე მეტი აღარ შემიძლია. სახეზე აკერებული უემოციობით ვიპარები კლასიდან და დარჩენილ 3 საათს სკოლის ტუალეტის გვერდით რომ კიბეა იმის ქვეშ ვატარებ. ვიცი, სასწავლო საათებში კარიდან არ გამიშვებენ, ფანჯრიდან გადაპარვის მოხერხება კი მე არ შემიძლია. ერთი უნიათო ბიჭი ვარ და მეც ვხვდები ამას.
სახლში პირზე აკერებული ღიმილით და თავდაჯერებით ვბრუნდები. მინდა ვთქვა, რომ მტკივა და სკოლაში მეტჯერ აღარ წავალ, მაგრამ მშობლების სახეზე წაწერილ მოთხოვნას ვხედავ და ვამბობ, რომ სკოლაში ყველაზე მაგრი ტიპი ვარ და გამოგონილ წარმატებებს ვყვები. დედაჩემი სადილს მიმზადებს. დღესაც ყველი და პური გვაქვს. მამა სამზარეულოს მაგიდასთან ზის და ცარიელ პურს დაარაყს გეახლებათ. მამაჩემი უსაქმური ლოთია, მისი სამუშაო “ბირჟავიკ კაცებთან” თევზის ჭამა და დედაჩემის ცემაა, მაგრამ ამ უკანასკნელს არც ერთი არ იმჩნევს სტუმრები რომ მოდიან. ჩვენ კარგი მანერების მქონე ოჯახი ვართ. მამა რომ დედას სცემს და აგინებს, დედა ემზე ბრაზდება და მწყევლის ხოლმე. მამაჩემი უზრდელი ნაბიჭვარია. აი დედასგან კი ერთი უცენზურო სიტყვაც არ გამიგონია. მარტო იმას მეუბნება, რომ უვარგისი და მახინჯი ვარ და ამაზე რომ პასუხს არ ვცემ მწყევლის ხოლმე. ამ დროს მამა ტელევიზორს უყურებს და თან ტელეფონით ჩვენი ოჯახის რომელიღაც ინტელექტუალ მეგობარს პოლიტიკაზე ცხარე დებატებს უმართავს, ისეთს, ინგა გრიგოლიას გადაცემებში რომაა. დედა ჩემი მოთმინების უნარით კიდევ უფრო ღიზიანდება და კივილს იწყებს, მერე შეტევაზე გადმოდის და სახეს მკაწრავს. მე ვცდილობ მისი ხელები სახიდან მოვიშორო და ხელს ვკრავ. სახეზე ხვდება. ჩერდება და გაორმაგებული ხმით კივის: “ჩემი შვილი მცეეეემს”. მე თავის მოკვლაზე ვფიქრობ.

მეორე დილით დედა ბუტერბროდებს მიმზადებს და სკოლაში სიამაყით მიშვებს, იცის, რომ კლასში ყველაზე მაგარი ტიპი ვარ.

© ჰებე

Advertisements

8 comments on “კარგი აღზრდა

  1. mwvanevashli
    November 27, 2010

    გამარჯობა ანტუან. შენს ავტორს უთხარი, რომ კარგად წერს ;)

    • fsiQe
      November 30, 2010

      მადლობა ნიკ :*

  2. ჭინკა
    November 28, 2010

    ვაიმე, გუშინ მობილურიდან შემოვედი და მთლიანად წავიკიტხე ახლა რო შევხედე ვაი ! ამხელა წავიკითხე? :ო

    ———–
    ძალიან კარგი ნაწერია, მომეწონა ძალიან, ფსიქე !! ყოჩაღ! კიდე დაწერე რაა

    • fsiQe
      November 30, 2010

      მადლობა მაკ :* გამიხარდა

  3. mariefille
    November 28, 2010

    უზმომოდ მომეწონა,ძალიან კარგად წერ! ცოტა შემეშინდა,იმდენი ანტუანი დავინახე უცებ :)

    • fsiQe
      November 30, 2010

      მარ, კი იცი მგონი, მითქვამს შენი გემოვნება რომ მომწონს და შენ აზრს პატივს ვცემ, ჰოდა თუ მოგეწონა ძალიან გამახარე :)

  4. anna
    November 29, 2010

    მომეწონა ძალიან, უბრალოდ ვერ ყანწი მაგ სახელს და მით უმეტეს ნიუ იორკს არ მოუხდა :)

    • fsiQe
      November 30, 2010

      მადლობა ანნა, უბრალოდ არ მინდოდა ქართული ახელი რქმეოდა ბევი მიზეზი გამო :) თანაც ანტუანი უნდა ერქვას ჩემი აზრით, არაა ეს მარტო საქარტვლოს პრობლემა : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on November 27, 2010 by in Uncategorized and tagged , .
%d bloggers like this: