Fsyche's Blog

დაკარგული შაბათების სითბო

 ბავშვობაში ორი შაბათი მიყვარდა: დილით რომ ადრე ვიღვიძებდი და ხის ფეხებზე შემდგარ ტელევიზორს ვუყურებდი და დედა რომ გრიმების ზღაპრებს გვირიგებდა მე და ჩემ ორ მეგობარს. შემოვსხდებოდით აივანზე მდგარ მაღალ სკამებზე უდარდელად ბედნიერები, ფეხებს ჰაერში ვაქანავებდით და ერთად ვკითხულობდით. ზოგჯერ ერთმანეთსაც ვუბრაზდებოდით, როცა რომელიმე გვერდს სხვებზე გვიან ჩაამთავრებდა. თუ სოფელში ვიყავით მერე აუცილებლად მივდიოდით მდინარეზე, თუ ქალაქში – აუცილებლად ვუყურებდით 101 დალმატინელს. არ ვიცი რატომ ამოვიჩემეთ ეს მულტფილმი სამივემ, მაგრამ შუადღე აუცილებლად უნდა დაწყებულიყო მისით. ახლა რომ მკითხო თითქმის არაფერი მახსოვს. ასე ხდებოდა ერთი ზაფხული და ერთი შემოდგომა, მერე დავიშალეთ. ჩემი მეგობრები სადღაც გაქრნენ. ერთი სხვა ქალაქში გადავიდა, მეორე სხვა ქუჩაზე. ჩვენ ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდით ერთმანეთს, მხოლოდ ერთხელ მახსოვს რომ დიდი წერილი მივწერე ლიზას, რომელიც უკვე ქუთაისში ცხოვრობდა.  არ უპასუხია – ალბათ ვერ მიიღო.

ბებიას სახლი ერთ იმაზე ძველ უბანში იყო ვიდრე ჩვენ ვცხოვრობდით. ვიწრო, ნაცრისფერი ქუჩები უნდა გაგვევლო და ხის ხვეულ კიბეზე ავსულიყავით. მახსოვს ხის დიდი კარადები, დიდი მაგიდა ჩუქურთმებით და ამ მაგიდაზე ლანგრით დადებული ბრინჯი. ბებიას სახლში სულ იდო მაგიდაზე ერთი ლანგარი ბრინჯი. როცა დედას მე და სოფი ბებიას სახლში მივყავდით რატომღაც დიდის მოწიწებით ვუყურებდით ამ ბრინჯს ყოველთვის და მერე გზაში დიდი ხანი ვმსჯელობდით იმაზე თუ რატომ იყო ბებიას სახლში ბრინჯი ყოველთვის.  სახლში მე და სოფი ერთმანეთს თმებს ვვარცხნიდით და ვეუბნებოდით რომ როცა ბებიასხელა ვიქნებოდით ძალიან გრძელი თმა გვექნებოდა და ერთმანეთს ძალიან გრძელ ნაწნავებს დავუწნავდით. მერე სოფი  ჯერ სახლში ჩაიკეტა, მერე სადღაც წაიყვანეს. მაშინ არ ვიცოდი სად მიყავდათ, მითხრეს იუნიბაკენში მიდის სამოგზაუროდო, მეც დავიჯერე და მერე დიდი ხანი ველოდბოდი როდის მოვიდოდა და ამბებს მომიტანდა. სოფისთვის საჩუქარი ვიყიდე – “ყაჩაღის ასული რონია” მინდოდა რომ ჩამოვიდოდა ერთად წაგვეკითხა. არ ჩამოსულა.

მერე გავიზარდეთ, ნელ-ნელა ქრებოდნენ ჯერ ფეხებიანი ტელევიზორი, მერე მაღალი სკამები აივანზე, მერე ბებია და მისი იდუმალი დიდი სახლი დიდი მაგიდით და მაგიდაზე დადებული ბრინჯის ლანგრით, მერე მაღალ სკამზე შემომჯდარი ფეხებსაც აღარ ვაქანავებდი უდარდელად და გარეთაც, სადაც ადრე მე და სოფი მტვრით თმებს ვივსებდით, ახლა მხოლოდ ფნჯრიდან ვიყურებოდი. იქ ისევ დარბოდნენ ჩემი თანატოლები. მაშინ მივხვდი რომ ნამდვილი მეგობრები აღარ მოვიდოდნენ, ზუსტად მაშინ მივხვდი იმსაც, რომ გავიზარდე კოკა-კოლას საახალწლო რეკლამამაც ჯადოსნურობა მაშინ დაკარგა

Advertisements

4 comments on “დაკარგული შაბათების სითბო

  1. tami
    November 24, 2012

    რა ცუდი გრძნობაა რომ ხვდები”გაიზარდე”-ხანდახან ისევ მინდა მჯეროდეს ზღაპრების და სასწაულების, ნამდვილი მეგობრობის და წრფელი სიყვარულის.

  2. bioblog.me
    November 24, 2012

    http://bioblog.me/2011/05/07/kurr/#more-224 – მეც ვიპოვე მსგავსი ჩანაწერი :)

  3. mecmikvarkhar
    November 29, 2012

    მე ვარ აქაურობის ფანი!!! პირველივე დღიდან რომ აღმოგაჩინე :) ყოველთვის მიქმნის განწყობას შენი პოსტი <#

  4. შოშანა
    November 29, 2012

    კისერში გამეჩხირა რაღაც :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on November 24, 2010 by in 90-იანები.
%d bloggers like this: