Fsyche's Blog

ჩემი მეზობლის საყვარელი

ჩემი  მეზობლის საყვარელი ძალიან უცნაური ვინმეა. სახლიდან დილით ადრე გადის და შინ გვიან ღამით ბრუნდება. შემთხვევითშეხვედრებს ყოველთვის თავს, ხოლო შემხვედრებს თვალს არიდებს. კარგად რომ არ ვიცნობდე შეიძლება მუნჯიც მგონებოდა. არასოდეს ლაპარაკობს, ან თითქმის არასოდეს. ორად დაწნული შავი თმის ბოლოები ყოველთვის წინ, გულთან ახლოს აქვს შეკრული ერთად. თეთრი კანი აქვს, ისეთი თეთრი, რომ მიცვალებული გეგონება. ტუჩებს ყოველთვის წითლად იღებავს, თვალები კი ისეთი ლურჯი აქვს, ცა რომ კიდევ სამჯერ გაამუქო. კიბეზე ისე მსუბუქად ჩაივლის ხოლმე, გგონია ყავისფერი საქაღალდე ხელიდან გაუფრინდება და თოვლივით წამოვა ფურცლები სადარბაზოში. მაგრამ ასე არასოდეს ხდება. ბოლო ხუთ კიბეს ხტუნვით ჩარბის და სადარბაზოს კარს მიღმა უჩინარდება. ჰებე ჰქვია. ძალიან ლამაზია. როცა ვუყურებ მინდა სულ ვუყურებდე. ის ვერასდროს მამჩნევს. მგონი არარაობად მივაჩნივარ. გული მწყდება. ტირილი მინდა, მაგრამ ფილტვები არ მყოფნის. ვხვდები, რომ ის იდეალურია, ქალღმერთია, საოცრებაა და კიდევ უფრო ვიკეტები იმედგაცრუებაში. ისიც გრძნობს ამ ყველაფერს და ნაძალადევად მიღიმის. საშინელი კბილები აქვს, მაგრამ ეს ღიმილი ყველაზე უფრო მეტად მატებს სრულყოფილებას. ის ხომ იმიტომ იღიმის, რომ მე მისი ნაკლოვანება ვირწმუნო. მე ის მიყვარს. ჰო, ნამდვილად მიყვარს.
ჩემი მეზობლის საყვარელს ჰებე ჰქვია. მგონი ასტრონომიულ ლაბორატორიაში მუშაობს და ყოველდღე ახალ ციურ სხეულებს ითვლის. სახლში შუაღამით ბრუნდება და ჩემი მეზობლის კარზე აკაკუნებს. იქ ზუსტად 2 საათს და 34 წუთს ჩერდება და ყავის ჭიქით ხელში გამოდის. იმდენი ჭიქა აქვს წამოღებული, ალბათ გამოფენას გახსნის როდესმე.
ჩემი მზობელი კი ერთი უთავბოლო ვინმეა. ჰებე კი არა, საკუთარი თავიც მხოლოდ მაშინ უყვარს, როცა სარკეში ხედავს. რა ქნას? ალბათ ხვდება შინაგანად იდიოტი რომაა. სამაგიეროდ მე ვერ ავხსნი ვერასდროს მისი და ჰებეს ურთიერთობის მიზეზს. არ მჯერა, რომ ჰებეს ლამზად შეფუთული სიცარიელე მოსწონს. არ მჯერა. ჰებე ყოველთვის განსაკუთრებული იყო ჩემთვის. მის გარდა ცხოვრებაში  არავინ მყოლია.
მე ჩემი მეზობლის მეზობელი ვარ. როგორც ჩემზე ამბობენ, ძალიან უცნაური ვინმე ვარ. შეხვედრებს თავს ვარიდებ, ხოლო შემხვედრებს თვალს. დედაჩემმა ჰებე დამარქვა საყვარელი დეიდის პატივსაცემად და ერთ თვეში მიმატოვა. ჩემი სამსახური ოცნებაა, დილიდან საღამომდე ოცნებაში ვმუშაობ. იქ არც ამდენი ჭორფლი მაქვს სახეზე და არც ელამი თვალები.

© ჰებე

Advertisements

9 comments on “ჩემი მეზობლის საყვარელი

  1. mwvanevashli
    November 20, 2010

    არ მჯერა რომ ამის ავტორს პირადად ვიცნობ. იმდენად არ მჯერა, რომ თავიდან ბოლომდე რამდენჯერმე ჩავათვალიერე ვინმე სხვა ავტორის სახელის მისაგნებად.

    • fsiQe
      November 20, 2010

      ასეთი საშინლებაა? :(

  2. mwvanevashli
    November 20, 2010

    კარგი რა, მთლად ასეთი თავმდაბლობაც არ გინდა. შენც კარგად იცი რაც ვიგულისხმე. ზედმეტად კარგად წერ…

  3. 1emanresu
    November 20, 2010

    O_o

    :S :D რეწვ რევ მარგამ არეწად სირატნემოკ ადნიმ ემ

    • fsiQe
      November 20, 2010

      ?რეწ რევ მოტარ

      • George
        November 21, 2010

        :D “ინიჩაისვ ეიკაისვ” ისვაგსმ ად ლოღას , აირაგამ არ ორეწვად ადნიმ არ მორ მოტიმი

    • fsiQe
      November 21, 2010

      დ: ): რეწ რა მოტიგამ ად ორეწად ილიუყტ ადნიგ რა ად

  4. ანდან
    November 21, 2010

    ჰებე კარგი ვინმე ჩანს…:)

    • fsiQe
      November 21, 2010

      მადლობა : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on November 20, 2010 by in Uncategorized and tagged , .
%d bloggers like this: