Fsyche's Blog

Autumn Leaves

წელიწადის ყველაზე საყვარელი დროა ახლა. ჩემი ყველაზე საყვარელი დრო. ისეთი დრო, სხვა სეზონებზეც რომ მახსენდება ყოველთვის, როცა თბილ ჩაის ვსვამ და მაშინაც, როცა არ ვსვამ.

ყველაზე ლამაზი განწყობების და მოგონებების დროა, თანაც ყველაზე არაბანალურად სენტიმენტალური, თბილი, სუსხიანი და აი უზომო, უზომო სიყვარულებით სავსე.

ისეთი, რომ გინდა ქუჩაში ბევრი სეირნობისას სათითაოდ აკრიფო მოხუცი ფოთლები და გულში ჩაიკრა. ისეთიც, რომ გინდა თავიდან დაიწყო სიცოცხლე, ისეთი, როცა ყველაფრის ხალისი გაქვს, როცა მთელი წლის მანძილზე პირველად გინდება პიკნიკზე წასვლა, თბილი ჟაკეტების და დიდი სამოვარის წაღება.. ჰო, რამდენიმე ახლო მეგობრისაც.

ეს არც ფილმების ნახვის დროა და არც ფოტოების, არც ნახატების. შემოდგომა იმდენად ლამაზია, არ ღირს მასთან ყოფნისას სხვა დროების ყურება, მისით უნდა დატკბე, ბოლომდე უნდა შეიგრძო.  წიგნების კითხვის სეზონი კი ნამდვილად არის. ისეთი წიგნების, სადმე პროვინციაში რომ ხდება მოქმედება და სიუჟეტი მონოტონურად იწელება.

ყველაფერთან ერთად, ნოსტალგიური სეზონიც არის. ძალიან ღრმა ბავშვობის უფრო ღრმად მივიწყებული დეტალები გამახსენა, წვიმის და ფოთლების სუნიც კი მახსოვს წლების წინიდან. მახსენდებიან რეალური და არარეალური ადამიანებიც შემოდგომის ფოტოებიდან. ნეტავ სად არიან ახლა?

შემოდგომა ყველაზე სოფლური დროა, ამ სეზონზე ყოველთვის მინდება სადმე, ტყის პირას მქონდეს სოფელში სახლი.

ყველას ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მე მიყვარს ჩემი მისტიური, ოქროსთმიანი შემოდგომა.

Advertisements

4 comments on “Autumn Leaves

  1. Lord Vader
    October 10, 2010

    სადაა გოგო შემოდგომა?
    ზაფხულიდან – ზამთარში და ზამთრიდან – ზაფხულში ესაა ქართული ამინდის მამა-პაპური ტრადიცია.
    არადა გავსებული მაქ გარდერობი შემოდგომა-გაზაფხულის რაღაც-რუღაცეებით. :(:(

  2. nastasia
    October 10, 2010

    აი, აი, როგორ მიყვარან შემოდგომის სხვა მოყვარულებიც :)
    მეც ძალიან მიყვარს და სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ შემოდგომა მაინცდამაინც ჩემი ყველაზე ხშირად არსებული განწყობის შესაფერისია და იმიტო მიყვარს :)

    ხოოდა, ბედნიერი შემოდგომა შენ :)))

  3. კარგია შემოდგომა, რომელიც არ ზამთრობს :))))
    შემოდგომის ფოთლების სურნელი, რომელიც ჰაერში ტრიალებს კი მაგარია!

  4. kathrineLUv
    October 11, 2010

    ჩემო <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on October 9, 2010 by in Uncategorized and tagged .
%d bloggers like this: