Fsyche's Blog

Carpe Diem.. მე მინდა მქონდეს წამი, რომ ის გავუშვა

“ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა მგზავრობა, ხიფათით აღსავსე;
მიწყნარდა ღელვა და ჩაცხრა ქარიშხალი, გაუძლო ხომალდმა უამრავ განსაცდელს”

რთულია რაიმეს დაჭერაზე წერო, როცა შენ მხოლოდ იმიტომ გინდა ოქროს თევზი, რომ ის გაუშვა, როცა შენ გინდა სახლი, რომ იქიდანაც გაიქცე სადმე, გინდა სცენა, რომ ფარდა დახურო.. მაგრამ მაინც არსებობენ წამები, რომლებსაც სიამოვნბით დაიჭერდი, თუნდაც იმიტომ, რომ  გაგეშვა მერე ისინიც სადმე. როცა საქმე ჩემნაირ ადამიანთან გაქვთ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ  ყველაზე სანატრელ მომენტებს ბოლო წამს ხელს ვკრავ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ბედნიერი მარტო მაშინ ვარ, როცა უბედური ვარ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ წამების დაჭერაზე არ ვოცნებობ. აბა წარმოიდგინეთ, რად გინდათ დაჭერილი და გალიაში ჩასმული წამები? ისინი ხომ იმავ წამს კარგავენ ყველანაირ ხიბლს და სრულიად უვარგისები ხდებიან?! და ახლა წარმოიდგინეთ, რომ წამი გაუშვით და სიგიჟემდე გენატრებათ, ძალიან გენატრებათ, უზომოდ, უსაზღვროდ, უკიდეგანოდ და იცით, ზუსტად იცით, რომ ის წამი აღარ დაბრუნდება, ზუსტად იცით, რომ შორს არის ძალიან შორს, წამია, წარსულია, წასულია და შენი აღარ გაქვს მასზე არანაირი უფლება და იცი, რომ არც გექნება.

ის იცით რომ წარსული წამები ყოველთვის სხვნაირად რჩებიან ჩვენს მეხსიერებებში ვიდრე სინამვილეში იყვნენ? იმდენად ვისწრაფვით იდეალურობისკენ, რომ დროთა განმავლობაში წარსული წამებიდან მხოლოდ დადებით ემოციებს ვტოვებთ, ტკივილს და ყველა უსიამოვნო განცდას კიდევ ყველაზე ღრმად ვინახავთ მეხსიერების უკანასკნელ კიდობანში. ესეც ჩვენი დაჭერილი წამებია, წამები, რომლებიც გვიყვარს და გვენატრებიან, წამები, რომლებიც სინამდვილეში არაფერი იყო, წამები, რომლებიც ჩვენ შევქმენით. გამოგონილი წამები.

მე არ მიყვარს დაჭერილი წამები. ისინი ყოველთვის არაბუნებრივები არიან, ისინი ყოველთვის შენთან არიან და ყოველთვის გაბეზრებენ თავს.

მე ბევრი დაჭერილი წამი მაქვს, რომლებიც გავუშვი, რომლებიც სიგიჟემდე მიყვარს და მენატრება, მაგრამ კიდევ რომ დავიჭირო, კიდევ გავუშვებდი. ასეა, მე საყვარელ წამებზე მეტად მონატრების მომენტები მიყვარს. როცა საქმე ჩემნაირ ადამიანთან გაქვთ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ყველაზე საყვარელ მომენტებს ბოლო წამს ხელს ვკრავ, არც ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ წამების დაჭერაზე არ ვოცნებობ. აბა წარმოიდგინეთ, რად გინდათ დაჭერილი და გალიაში ჩასმული წამები? ისინი ხომ იმავ წამს კარგავენ ყველანაირ ხიბლს და სრულიად უინტერესოები ხდებიან?!

ეს კიდევ ერთი ტგ-პოსტი იყო, რომელიც მწვანე ვაშლმა წამოიწყო და სივრცემ დამთაგა უხსოვარ დროში. მადლობები ამ ორ ადამიანს, მიყვარხართ.

ვინც პირველი წაიკითხავს იმას ვთაგავ

p.s. ესეც ჩემი დაჭერილი წამიდანაა. მოუსმინეთ, თუ არ დაგეზარებათ :)

Advertisements

3 comments on “Carpe Diem.. მე მინდა მქონდეს წამი, რომ ის გავუშვა

  1. undone
    October 2, 2010

    ”არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ბედნიერი მარტო მაშინ ვარ, როცა უბედური ვარ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ წამების დაჭერაზე არ ვოცნებობ.”

    იეპ ;))

  2. სივრცე
    October 6, 2010

    ფსიქ, მე შენ ბლოგზე პირველად ვარ, მრცხვენია.

    ძალიან მომეწონა შენი პოსტი, თითქოს შემრცხვა ჩემი დაჭერილი წამების და მათი გაშვება მომინდა.
    მაგრამ იცი რა არის? მე ეს წამები ძალიან მიყვარს, არ მაბეზრებენ თავს, იმიტ ვცოცხლობ, რომ მათ ვიჭერ.

    ჩვენ ორი მთლიანად განსვავებული ადამიანი ვართ, და ალბათ ამიტომ მიყვარხარ ასე ძალიან, რომ მე რასაც ვიჭერ, შენ იმას უშვებ.

    მე დიდი ხანია შევეშვი წამებს, ისინიც თითქოს საბოლოოდ გავუშვი და ახლა მარტო ვარ.
    მძიმეა ასე.

  3. shore
    October 7, 2010

    “… როცა შენ მხოლოდ იმიტომ გინდა ოქროს თევზი, რომ ის გაუშვა, როცა შენ გინდა სახლი, რომ იქიდანაც გაიქცე სადმე…”

    rogor momewona es ambavi dawerili, rom shemxvda, magram rogori rtulia aseti mdgomareoba realurad :(

    gmadlob… emociuri, kargi portia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: