Fsyche's Blog

უცნობი ადამიანები ნაცნობი ფოტოებიდან, სიზმრები მე და ის, რომ წარსულის მერე მომავალი იწყება

მაშ ასე, ძვირფასო კიწი!

დამთავრდა ჩემი ანა ფრანკობა და შენც დამთავრდი. დამთავრდი-თქო გეუბნები, თორემ ბლოგიც დამთავრდება, მეც და შესაბამისად შენც დამთავრება მოგიწევს. აბა რა გგონია? გგონია მართლა დამოუკიდებლად არსებობ?  არა, არ მჯერა მე ქალთევზების არსებობის და გინდა ყოველ დღე მელაპარაკე დოსტოევსკიზე ან  ჯოისზე და უელბეკზე. არ მჯერა-მეთქი ხომ გესმის? არ მჯერა!

თუ ჩემ ბლოგს კითხულობთ, მიჩვეული იქნებით ლირიულ გადახვევებს და იმასაც, რომ აქ ამისთვის ბოდიშს არავინ მოგიხდით.  სამაგიეროდ, თუ ჩემ ძველ ბლოგს კითხულობდით, იმისთვის ნამდვილად მოგიხდით ბოდიშს, რომ ვეღარ ვწერ (ღმერთო ჩემო, რა ნეკროფილიამ შემიპყრო ბოლო დროს. ვზივარ ასე და ყველაფერ მომაკვდავს და მკვდარს ვიხსენებ. აგერ წინას წინა პოსტი რომ მოვიყვანო მაგალითად ისიც კი საკმარისია).

არადა ავტობუსებში ისეთი იდეები მიტრიალებს, საკუთარ თავზე ვმიჯნურდები. გუშინ კიდევ სექტემბრული სიზმარი ვნახე, მინდოდა მომეყოლა, მერე მივხვდი, რომ თუ მოვყვები სიზმრების მბრძანებელი აღარასოდეს გამომიგზავნის საინტერესო სიზმარს.

ფოტო ალბომებში თუ გყავთ უცნობი ადამიანები? აი მე ამ ადამიანებს სიზმრებში ვხედავ და გაღვიძებისთანავე ალბომებში ვუწყებ ძებნას. ვპოულობ უკლებლივ ყველას და მგონი ყველაფერი ვიცი მათ შესახებ, მგონია ბავშვობაში ერთად ვთამაშობდით  დაჭერობანას ფრიალა უფსკრულის თავზე. ნეტავ მეც თუ მცნობენ ის ადამიანები, ვის უკანაც სულ შემთხვევით გავიარე და დამიჭირეს?

ყველა ამბობს ფსიქე დაბნეულიაო და მგონი მართლა დავიბენი. მაშ ასე, ძვირფასო კიწი! დღიურის ფურცლები გამოილია და შენც ამოწურე იდეალურობის ლიმიტი. არ მჯერა-თქო ქალთევზების არსებობის ესეც გითხარი და აგერ სამხედროებიც მოგვადგნენ კარზე. ის მაინც იცოდე, რომ ძალიან მიყვარდი, მაგრამ ახლა სიმშვიდის დროა.  გრძელი, უფერო და უსუნო სიმშვიდის, რომელშიც ხანდახან  ჰარმონიულობას და კიდე უფრო ხანდახან უსაზღვრო ბედნიერებას შეიგრძნობ. მაგრამ, არასოდეს ნოსტალგიას.

წარსულები, ხომ იმისთვის არსებობენ, რომ წარსულები იყვნენ? მერე რა თუ ახლაც მენატრება ძალიან  დათოვლილ ქუჩაზე ციგით სრიალი და ის დროც მენატრება, მამას ზაფხულობით აგარაკზე რომ მივყავდით და შაბათ-კვირობით გვნახულბდა. და კიდევ უფრო ის გრძნობა მენატრება, მამა რომ მენატრებოდა ყოველ კვირაში. ყველაფერი ძველის დამთავრება კიდევ ახლის დასაწყისია და ყველაფერი ახლის დაწყება მიორმაგებს იმის ილუზიას, რომ როდესმე ჩემს ფოტო ალბომებში მცხოვრებ ყველა ადამიანს გავიცნობ.

ისე, როგორც გუშინ: მე ვიჯექი ელბაქიძის ყოფილ ქუჩაზე, ბორდიურზე და ვკითხულობდი ერთ პტარა ნორვეგიულ მოთხრობას, რომელსაც “ხიდები” დაარქვა ავტორმა. ის მოვიდა და ჩემი სახელი მითხრა. მე ის ძალიან ბევრჯერ მყავდა ნანახი. არ მახსოვს სად, მაგრამ ნამდვილად მყავდა. შეიძლება ჩემ ფოტოებზე მცხოვრებ უცხო ქუჩებში, სიზმრებში ან წინა ცხოვრებაში, მაგრამ მე მისი სახელი ვიცოდი.

Advertisements

2 comments on “უცნობი ადამიანები ნაცნობი ფოტოებიდან, სიზმრები მე და ის, რომ წარსულის მერე მომავალი იწყება

  1. Lana
    September 29, 2010

    vamayob shenit.. dzlian magari postia..:)

  2. mwvanevashli
    September 29, 2010

    ეს შენი საუკეთესი პოსტია, რომელიც აქამდე წამიკითხავს. ზოგჯერ ძალიან გიხდება სენტიმენტალურობა :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: