Fsyche's Blog

ზღვას გატანებული ფესტივალის ნოსტალგია

ბათუმის კინოფესტივალის ერთი კვირა ჩემთვის ემოციურად ყველაზე დატვირთული ერთი კვირა იყო უკანასკნეკლი ერთი წლის მანძილზე.

ბათუმის კონოფესტივალის ერთი კვირა ყველაზე ლამზი ერთი კვირა იყო ჩემი უახლოესი წარსულიდან.

ბათუმის კინოფესტივალის ერთ კვირას თუ ცოტათი შევცვლიდით, მთელი ცხოვრების ათასერთ კვირაში გავცვლიდი ისე, რომ არც ერთი წამით არ ვინანებდი ამას.

ბათუმის კინოფესტივალზე რამდენიმე ახალი ადამიანი გავიცანი და რამდენიმეც თავიდან გავიცანი.

ბათუმის კინოფესტივალზე ბევრი ფილმი ვნახე და რამდენიმე ძალიან კარგი ფილმიც ვნახე.

ბათუმის კინოფესტივალზე ყველა იყო და ყველაფერიც იყო, სულ ცოტა რაღაცის გარდა. ბათუმის კინოფესტივალი ჩემთვის ყველაზე ფერად ფესტივალად დარცება ფესტივალბს შორის და როცა სხვა დროს და სხვა ადგილას სულ სხვა ფესტივალზე აღმოგვჩნდები, ბათუმის კინოფესტივალი ყოველთვის გამახსენდება, როგორც ყველაზე ჩემი ფესტივალი. და რაც არ უნდა მოხდეს სხვა დროსადა სხვა სივრცეში, ჩემ დავიწყებული უარყოფითი მხარეებითა და ასევე დავიწყებული დადებითებით, ბათუმის მეხუთე კინოფესტივალზე ყოველთვის უსაზღვრო ემოციებით მოვყვები იმას, რაც მე არ მახსოვს.

ბათუმში ყოფნისას იყო რაღაც მინუსები, მცირეოდენი მინუსები, რომლებზეც მაშინ დაწერა მინდოდა, მაგრამ აქ ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ  პლიუსები ერთი ორად აბათილებდა იმ პატარა უარყოფით წერტილებს. ეს იყო ყველაზე თბილი და სულ ოდნავ წვიმიანი ფესტივალი, რომელსაც ჩემი საყვარელი მხატვრული და არასაყვარელი დოკუმენტური ფილმების სუნი ჰქონდა და იყო ჩემი ოცნების ქალაქში გატარებული ერთი კვირა, რომელსაც ყავის, წვიმის და ახალი ემოციების სუნი სდიოდა. და თუ როდესმე გადავწყვეტ, მივბაძო რეჟისორებს, რომლებმაც პარიზსა და ნიუ იორკზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია გადაიღეს, მე აუცილებლად გადავიღებდი ჩემს ფილმს ბათუმზე.

ახლა უცებ ეს მელოდია გამხსენდა. სიმღერა კი ნიუ იორკზეა, მე ბათუმს მივიძღვნიდი.

Advertisements

2 comments on “ზღვას გატანებული ფესტივალის ნოსტალგია

  1. Zurriuss
    September 22, 2010

    ჩემი აზრით, ნამდვილ და გემოვნებიან ფესტივალს უხდება ცოტაოდენი წვიმა და ყავის სურნელი (ჯანდაბას, ალაგ-ალაგ სიგარეტის კვამლიც. ოღონდ, სუნის გარეშე!). ასე რომ, გეთანხმები ;)

    • fsiQe
      September 22, 2010

      უნდა წამოსულიყავი ზ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on September 21, 2010 by in Uncategorized and tagged , , , , .
%d bloggers like this: