Fsyche's Blog

ქართველი “კინომანები” ne chantera pas.. ანუ დარბაზიდან გაქცეული საზოგადოება

დღეს, თუკი ქართველებს შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქართველოში კინო არსებობდა და იმის თქმაც, რომ აქ როდესღაც დიდი რეჟისორებიც გვყოლია. მადლობა სულ რამდენიმე ადამიანს უნდა გადავუხადოთ: ფარაჯანოვს, მიხეილ კალატოზიშვილს, კოტე მიქაბერიძეს, მიხილ კობახიძეს და ოთარ იოსელიანის.

მადლობა იქით იყოს და უნდა ვნახოთ მაინც, თუნდაც იმიტომ, რომ უბრალოდ შევაფასოთ. თუნდაც იმიტომ, რომ ის მაინც ვიცოდეთ “რატომ ჯობს ოთარ იოსელიანს ურსულა ანტონიაკი, რატომ არის უკეთესი რიბჩინსკის ფილმები კობახიზისაზე, რატომ გვირჩევნია “დოქტორი სთრეინჯლავის” ყურება “ჩემი ბებიას” ნახვას, რატომ გვხვდება ყურში უცხოდ “ჯიმ შვანთე” და ნაცნობად “ავატარი”, რატომ ვისწავლეთ თითქმის ზეპირად ამერიკული, ფრანგული, იტალიური, ესპანური ფილმები მაშინ, როცა ფარაჯანოვი არ გვინახავს? და ამის მერე.. რატომ გავიძახით, რომ ჩვენ ჭეშმარიტი კინომოყვარულები ვართ? რომ ჩვენ შეგვიძლია დილიდან ღამემდე და ღამიდან დილამდე ვისხდეთ ჩაბნელებულ კინოდარბაზში და ვიპოვოთ ნირვანა? რატომ შეგვიძლია თავი მოვიწონოთ იმით, რომ გავუგეთ რიბჩინსკის,  გავუგთ კიმ კი-დუკს, რომ ჯარმუში კინოგენიოსია, როცა მათ საქართველო არც კი იციან, მაგრამ იციან ფარაჯანოვი. როცა ფრანგ რეჟისორებს, მიშა კობხიძის ფილმებზე უტარებენ ლექციებს? სიტყვაზე მენდეთ, ამას პატრიოტიზმი არ მაწერინებს. მე მგონი ყველაზე ნაკლები პატრიოტი ვარ მათთან შედარებით, ვისაც ფარაჯანოვი თაროზე უდევს და მიხეილ კობახიძე ბასილ კობახიძე  გონია.

როგორც ყველა სხვა ბლოგის არც ამის დაწერას ვაპირებდი და ესეც ბათუმის კინოფესტივალმა შთამაგონა. ეს იყო ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი მოვლენა ამ ფესტივალზე.  ეს იყო ცაც და მიწაც. ცა იმიტომ, რომ გუშინ ბათუმის კინოფესტივალის ყველაზე კარგი ფილმი ვნახე – ოთარ იოსელიანის “შანტრაპა” და მიწა იმიტომ, რომ სწორედ გუშინ ყველაზე ძლიერად დავენარცხე მიწას, იმდნად ძლიერად, რომ დღესაც ძალიან მტკივა სხეული -ფესტივალის საუკეთესო ფილმიდან დარბაზი გაიპარა. გაიპარა ისე, რომ უკან არ მოუხედავს, გაიპარა ისე, რომ არაფერი გაუგია, გაიპარა ფართოდ დახუჭული თვალებით. გაიპარა უკან მოუხედავად, გაიპარა, როგორც დეზერტირი ჯარისკაცი ფრონტიდან. გაიპარა ისე, როგორც ამერიკულ ფილმებში გარბიან კაცები ქალებისგან, რომლებსაც ვერ გაუგეს. მალვით, უსიტყვოდ, უცერემონიოდ და უსინდისოდ. გაიპარა ისე, თითქოს შეეშინდა იმის აღიარება, რომ ის ჰოლივუდური მსუბუქი ფილმებისთვისაა შექმნილი. ადგა და უბრალოდ გაყვა ფილმში ჩამოვლილ მატარებელს. უკან მოუხედავად გაჰყვა.

დარბაზმა არ/ვერ გაუგო იოსელიანს. ვერ გაუგო ისე, როგორც  ვერ გაუგო წითელმა ელიტამ, ვერ გაუგო ისე, როგორც ვერ გაუგეს მისი ავტობიოგრაფიული ფილმის გმირს საფრანგთსა თუ საქართველოში.. და კიდევ კარგი, რომ ფილმის გმირივით, რეჟისორიც კარს უკან არ იდგა და თვალს არ აყოლებდა ფილმიდან სიგარეტის მოსაწევად თუ კარტის სათამაშოდ გამოსულ კინოელიტას. როგორც ჩანს  მთელი ქართული კინოსაზოგადოება იმ ქალთევზასავითაა ხანდახან რომ ჩნდება “შანტრაპაში” და მერე ხვდები, რომ მხოლოდ ილუზია ყოფილა.

Advertisements

6 comments on “ქართველი “კინომანები” ne chantera pas.. ანუ დარბაზიდან გაქცეული საზოგადოება

  1. Lord Vader
    September 20, 2010

    :)

    იქნება და არ ვარგოდა?
    იოსელიანსაც შეუძლია გადაიღოს ცუდი ფილმი.
    მაგალითად – შემოდგომა (იმჰო).

    მე გამიხარდა, რომ ვუდი ალენის ფილმი არ ჩამოიტანეს.
    ძალიან დამწყდებოდა გული.
    ახლა მშვიდად ვარ.

    • fsiQe
      September 20, 2010

      რა არ ვარგოდა ლორდ? რას ამბობ ეხლა?
      ამხელა ქალი ტყუილად ვიჯექი იქ?
      რომ არ ვარგებულიყო ვინ დამასწრებდა მგის თქმას? :უსერ:

      • Lord Vader
        September 20, 2010

        რავი, იქნება ჩაგეძინა. :)

        ახლა ერთი ბებრული ფრაზა უნდა ვთქვა, მარა შენხელა რო ვიყავი… ცოტა პატარა კიდევ არ მიყვარდა შუა კინოდან გამოსვლა სრული იდიოტობაც რომ ყოფილიყო. შანსს ვაძლევდი რეჟისორს – იქნება ბოლოსკენ გამოასწოროს-მეთქი.

        ახლა ბევრად გულქვა გავხდი. 15 წუთია ჩემი კონტროლის ლიმიტი. :)
        წიგნიც თუ არ მომეწონა – 2 თავს წავიკითხავ და მტვერში ვაგდებ.

  2. გაბო
    September 20, 2010

    ხვალ ვრცელ პოსტს დავწერ ამაზე . ადამიანი რომელიც თვითგანდიდებას მიეცემა და საკუთარ თავზე ფილმების გადაღებას დაიწყებს კრიზისის პირასაა. კი მესმის მისი ღვაწლი ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფიის წინაშეც მაგრამ ეს არ მაიძულებს თვითგვემას მივეცე . და ფართოდდახუჭული თვალებით დეზერტირივით არ გამოვქცოდი ამ მარაზმატულ რეალობას რომელსაც ეკრანზე ვუყურებდი

  3. ჩემი ბებია ♥

  4. irakli antidze
    October 13, 2010

    saubarshi shemochra aq samcuxarod misalmebis gareshe aris migebuli magram misalmebit rom dagvecyo mgoni kargi iqneboda.
    mshvidoba yvelas.
    tavs vtvli tvitmarqvia rejisorad da ar momcons “kritikosebi” romlebsac arc cera sheudzliat da arc kitxva da mitumetes vizualuradac tu ver agiqvamen momxdars. advilia agino gamochenil da nichiers imitom rom gamoxato sheni ukmayofileba vitom eg araferi me rom gadamego an damecera an meqadaga minimum imaze kargad da ufro grmad viqadagebdio. gadageba cadet ami sibindzureebis qadag ar girchevniat? da iq upasuxet anu tqvens chikashi tqvi satqmeli. magram ara bogmis dagvris da sigijis qaradebisas yvela gisment da sakutari tavis xiblit mocamlulebs ggoniat rac upro met talaxs isvrit mit ufro sufta iqmebit sxvasatan shedarebit magram 1 roca talaxs isvri shenc isvrebi 2 da talaxis msroleli im talaxze bindzuria radgan es tviton ganizraxa.
    ase rom chemo talaxianebo))) mec gesrolet talaxi da tqvenze bindzuri var vagiareb da roca shemomxedavt tqveni sulis gacmendaze ifiqret da mere ilaparaket sxvam ratom ar tqva ise tqven rom gesiamovnebodat anu jer talaxi unda gamoigo minimum yuridan rom gaigoni ras geubnebian egeb geubneba miyvarxar da mishveleo da shen ggonia aset gatxumpnuls vin sheiyvarebs da sidzulvilze melaparakebao.
    axla patara kino gadagiget tqven daadevit xmac gamosaxulebac personajebic tqventvis momindia da rac ginda is gaaketet.
    magram tu siketes ar qadageb aucileblad borotebas aketeb anu shen tviton xdebi im talaxis girsi sxvas rom sdilob sheazilo shen carmoqmni am talax da talaxia aklia am codvil dedamicas?
    mshvidobit

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: