Fsyche's Blog

ყველაზე რეალისტი მეოცნების ამბავი ბათუმიდან

თქვენ იცნობთ ოსამას?
არა, ოსამა ბინ ლადენი არ არის.ოსამა ყველაზე ლამაზი ქაბულელი გოგოა. ოსამას შეუძლია, რომ ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დროს ყველას დაუმტკიცოს ქალის და კაცის თანასწორობა. ოსამას შეუძლია ქოთანში ჩარგოს საკუთარი თმა და ის გაიზარდოს.

თქვენ იცნობთ ოსამას? ოსამა ბინ ლადენი არ არის. ოსამა ყველაზე ლამაზი ქაბულელი გოგოა, რომელსაც ყველაზე მეტად გრძელი თმა და ბევრი ნაწნავი უყვარს. მაგრამ ოსამას შეუძლია მათ გარეშე ცხოვრება.

“მას ორი რამ უყვარდა ყველაზე მეტად. პირველი თავისი გრძელი შავი თმა. მეორე კი ის, თუ როგორ ადვილად შეეძლო მასთან განშორება.” -ასე იწყება მთავარი გმირის დახასიათება ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ფილმში. ოსამას არ უყვარდა თმასთან განშორება. უბრალოდ, ის ყველაზე ძლიერი გოგო იყო ქაბულში.

და თქვენ იცნობთ ოსამას? მე ის ბათუმის კინოფესტივალზე გავიცანი. ყველაზე მეტად მისმა გაცნობამ გამახარა. ოსამა ყველაზე მეოცნებე რეალისტია დედამიწაზე, ყველაზე ლამაზი გოგო ქაბულში და ყველაზე ძლიერი ადამიანი კინემატოგრაფში. ოსამა ერთი პატარა გოგოა, რომელსახ ცისარტყელაში გავლა შეუძლია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: