Fsyche's Blog

თოვლით ავსებული სულის ამბები ბათუმიდან

“ყველაფერი ამქვეყნად სამყაროს საჩუქარია..”

ძვირფასო, სული მევსება თოვლით, დღეები რბიან და მე ვბერდები..

არა, მე ჯერ არ ვბერდები.  გუშინ,  ფესტივალზე კი სული ნამდვილად ამევსო თოვლით.  ყველაზე თბილი თოვლით, რაც კი არსებობს. Precious ჯერ კიდევ ოსკარების წინა კვირაში ვნახე. მაშინ სულ სხვა ფილმებით აღვფრთოვანდი, ძვირფასს კი ვერაფერი შევნიშნე ღირსშესანისნავი. ალბათ იმიტომ, რომ სხვა ფილმებმა უფრო მომხიბლა. ოსკარების ღამითაც, როცა ოქროსფერი ქანდაკება ფლიტჩერს გადასცეს და არა ტარანტინოს, ვიქნები სენტიმენტალური და გამოგიტყდებით, სული ნამდვილად  გაყინული თოვლით ამევსო და საკმაოდ ცუდადაც მოვიხსენიე ამერიკის კინოაკადემია თავისი კომერციული და უგვანი ჯილდოებით.  გუშინ კიდევ ვნახე “ძვირფასი”. მეწყინა, რომ თავის დროზე ვერ დავაფასე. მაგრამ ხომ ყველაფერი იცვლება? ხომ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი ხანდახან, თუნდაც სენტიმენტალიზმისკენ?

ყველაზე გრძელი მოგზაურობაც კი, ხომ პირველი ნაბიჯით იწყება? ჰოდა, მეც გადავდგი და არცთუ დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ მაინც მივაშურე ბათუმის დრამატულ თეატრს. ვიჯექი მარტო და ვუყურებდი ერთ ამერიკულ ამბავს, ბოროტი და კეთილი ადამიანების ისტორიას. იმას, თუ როგორ უნდა იყო ძლიერი, ყველაზე ძლიერი და როგორ არ უნდა შეგეშინდეს უცხო, გრძელ და ურთულეს გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგა. ყველაზე გრძელი მოგზაურობაც ხომ პირველი ნაბიჯით იწყება? როცა ცუდად ხარ, უბრალოდ მაგრად დახუჭო თვალები და დაინახო, როცა ცუდად ხარ, უბრალოდ იოცნებო. თქვენ გჯერათ ზღაპრების? მე არა, მაგრამ ხანდახან მიყვარს ისინი.

გუშინ, პირველად ვნახე ფილმი, რომელიც გვეუბნება, რომ როცა ტირი, შეიძლება  შენთან ერთად სხვამაც იტიროს. აქამდე კი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ შენთან ერთად მხოლოდ იცინოდნენ.

არა, Precious არ არის არც ოლდბოი, არც “მკვდარი კაცი”, მითუმეტეს არც “თეორემა” და არც რაიმე ფილოსოფიურად დატვირთული სხვა ფილმი.  პრეშაზ, უბრალოდ ფილმია, ერთი შავკანიანი გოგონას ისტორიაზე, რომელიც ოცნებობს ჰქონდეს გრძელი ქერა თმა და იყოს ძალიან გამხდარი. პრეშაზ, ფილმია ერთ შავკანიან გოგონაზე, რომელსაც სამყარომ კარგი არაფერი აჩუქა, მაგრამ ყველაფერი ხომ მაინც სამყაროს საჩუქარია?

Advertisements

7 comments on “თოვლით ავსებული სულის ამბები ბათუმიდან

  1. Di@
    September 18, 2010

    უდაბნოს ყვავილი ნახე. ისიც ერთ შავკანიან გოგოზეა, რომელიც ოცნებობს და რომელიც იბრძვის მისი ოცნებისათვის. რეალურ ფაქტებზე აგებული ფილმია.

  2. undone
    September 18, 2010

    ეს ფილმი ”ოსკარების” დროსაც ჩემი ფავორიტი იყო. გამიხარდა პრეშესის დედამ ოსკარი რომ აიღო, მგონი მსახიობს გაბრიელა ჰქვია…

    და შენ როგორ ფიქრობ ტარანტინოს ეგ ფილმი კომერციულობა არ იყო? მაგ ფილმს საერთოდ არ შევიყვანდი ნომინანტებს შორის. აი, იმ კაცს, მხოლოდ:)

    • Mr. Nomad
      September 18, 2010

      კრისტოფს ნაღდად ეკუთვნოდა ოსკარი. მაგარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არც ის მომწონს და არც უსახელო ნაბიჭვრებზე გადავრეულვარ.
      რაც შეეხება კომერციულობას, ეგ არც ისე ცუდი რამაა. ყველა ფილმს ხომ მაყურებლისათვის იღებენ და რაც მეტი მაყურებელი ნახავს მას, მით მეტი შემოსავალი ექნება. შესაბამისად, დასკვნა მარტივია: ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმები, ყველაზე კარგია (განზოგადოებული, მაგრამ მაინც სწორია).
      მითი იმის შესახებ, რომ ევროპელი კინორეჟისორები უფრო მაღალი მატერიებზე იღებენ ფილმებს, ჩემთვის ისევ მითია. ფილმი ხომ გართობისთვის და სიამოვნებისთვის მოიგონეს და არა იმისთვის, რომ ისედაც პრობლემური ცხოვრება, კიდევ უფრო გავირთულოთ.

      რავი, აბა. მე ასე მგონია :)

      • undone
        September 19, 2010

        მაგრამ არსებობს გაცილებით ძლიერი ფილმები, რომლებიც კინოთეატრებშიც არ გამოსულან, მაგრამ მაყურებელს უფრო მეტს აძლევენ… ყველაფერი არჩევანია :)

    • fsiQe
      September 20, 2010

      მე მომწონს “უსახელო ნაბიჭვრები” კრისტოფი უბრალოდ გნიალურია. ჩემი წლის კი არა მთელი ცხოვრების აღმოცენა მსახიობი გახდა შარშან ვოლცი, მო ნიკმაც კარგად სეასულა თავის როლი პრეშაზში, მაგრამ თუ ამ ორი ფილმის შედარება გახდება საჭიო, ჩემს დაუფასებელ ნაბიჭვრებთან ახლოსაც არ დავაყენებ “ძვირფასს”:დ

  3. George
    September 18, 2010

    მიუხედავად იმისა რო სულიერად ვერ გიტან (ბოდიში გულახდილობისთვის :D ) 1 საათია შენ პოსტებს ვკითხულობ დაა უბრალოდ ძალიან მაგარია საინტერესო და …

    • fsiQe
      September 20, 2010

      რა დაგიშავე? არა, კი არაფერი, სასაცილოა იმაზე ფიქრი, რომ ყველა გიტანდეს, მაგრამ მაინც დამაინტერესა რატომღაც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on September 18, 2010 by in Uncategorized and tagged , , , , .
%d bloggers like this: