Fsyche's Blog

რით გავერთოთ? ანუ მზესუმზირის წვიმობანა და შჯიბრი ბბუშტების გაბერვაში

რა შეიძლება აკეთო ჩაბნელებულ დარბაზში, როცა აუდიტორიის (სამწუხაროდ მცირე) ნაწილი ფილმს უყურებს?

ახრატუნო პოპკორნი, დალიო პეპსი, ყავა, ჩაი, ლუდი, წინა რიგებში მჯდომ მაყურებელს დაუშინო კრეკერების წვიმა. დაუწყო ჩხუბი ბაღის ასაკის ბავშვს იმაზე, თუ რატომ ტირის,( (არადა ფილმი მგონი საერთოდაც +18–ია) დაკავდე კოცნით შემთხვევით ადამიანთან, ან არაშემთხვევითთან, უმესიჯო მეგობარს, ან მეგობრის მეგობარს „სკრიტით“ , აკეთო უხამსი ან დილეტანტური შენიშვნები, ისტერიულად იცინო ყველა მომენტზე, სადაც ადამიანის სხეულის (მუხლს ზემოთ) შიშველი ფრაგმენტი გამოჩნდება, დაუკრა ტაში ფილმის შუა მომენტში,  აჩხარუნო გასაღებების ასხმა, შეეჯიბრო მეგობარს ვინ უფრო კარგად გაბერავს „ბიგ–ბაბოლს“, უსმინო დიმა ბილანს შენს მესამე თაობის მობილურ ტელეფონში, ელაპარაკო „შეყვარებულს“ ტელეფონზე, რაც შეიძლება ხშირად იმეორო ფრაზები „ჩემი დედა……“ და ა.შ. გარშემომყოფების იმაში დასარწმუნებლად, რომ „მაგარი ტიპი“ ხარ,  გადაბრუნდე კედლისკენ და დაიძინო.  და ბოლოს, დაყარო რაც შეიძლება მეტი ნაგავი რიგებსა და ადგილებს შორის და ზეშთაგონებული სახით დატოვო დარბაზი.

არა, ეს ყველაფერი ბათუმის კინოფესტივალზე არ მომხდარა. ეს უბრალოდ ის მცირე ჩამონათვალია, რაც ოდესმე კინოში მინახავს. კინომაყურებლის კულტურაზე დაწერა დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ყოველთვის ვიკავებდი თავს. ან დრო არ მქონდა, ან ხალისი, ან უბრალოდ მეზარებოდა. ამ პოსტის დაწერა კი გუშინ საბოლოოდ გადავწყვიტე.

ამბავს არ მოგიყვებით, უბრალოდ გკითხავთ, რას აკეთებთ, როცა ფილმის ყურებისას ეკრანზე ქალის შიშველ უკანალს ხედავთ? თუ თქვენ ჭეშმარიტი ქართველი მაყურებელი ხართ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაიწყებთ სტვენას, აღმოგხდებათ შორისდებულთა ნაკრები, ან უბრალოდ ტაშს მაინც დაუკრავთ. უადგილო ადგილას დაკრული ტაში ხომ უკვე ქართული „საზოგადოების“ სავიზიტო ბარათია.

როგორ უნდა ამოიცნო ჭეშმარიტი ქართველი კინოდარბაზში? ის აუცილებლად აკეთებს ზემოთ ჩამოთვლის ქმედებათაგან ერთ–ერთს. დარბაზის დატოვებასა და უკან დაბრუნებაზე ხომ არაფერს ვამბობ. იცით რა გამახსენდა ახლა? „ამირანში“ „ავატარის“ პრემიერაზე ჩემ გვერდით ერთი ქართველი ჟურნალისტი ყმაწვილი მეგობარ გოგონასთან ერთად იყო მოსული „ფილმის სანახავად“. „მესიჯაობით“ (ვერ ვიტან ამ სიტყვას) რომ გული იჯერა, სადღაც გავიდა და 15–20 წუთის შემდეგ, უკან დაბრუნებულმა მეგობარს სთხოვა გამოტოვებული მონაკვეთის შინაარსი მომიყევიო. ისიც ადგა და მოუყვა, კიდევ 15 წუთი მათ მიერ გარჩეულ „ავატარს“ ვუსმენდი, რომელიც პანდორათი დაიწყო და ქემერონისა და ქეთრინ ბიგელოუს გულის ამაჩუყებელი ისტორიით დასრულდა.

ბათუმელი (და არა მარტო, სხვადასხვა რეგიონიდან და თბილისიდან ჩამოსულიც ბევრია) მაყურებელი ყველაზე კულტურული მაყურებელი აღმოჩნდა. აქ არ დაუყრიათ ნაგავი რიგებს შორის, არ უთამაშიათ „სემიჩკებით“ (მზესუმზირებს გამიზნულად არ ვწერ) წვიმობანა, არ უგუნდავიათ დაკუჭული ბილეთებით, არ დაუგინებიათ საკუთარი დედის ხატზე. მხოლოდ კევის გაბერვაში შეჯიბრით, მობილური ტელეფონების გამოყენებით და უადგილო ადგილას ტაშით შემოიფარგლნენ. ეს უკვე პროგრესია. ასე თუ გაგრძელდა, ხვალ ალბათ შიშველ სხეულებზეც აღარ აღმოხდება ქართველ მაყურებელს სევდანარევი სიხარულის შორისდებულები ფართო არჩევანით.

მანამდე კი, ერთად მოვიფიქროთ რა შეიძლება ვაკეთოთ ჩაბნელებულ დარბაზში, როცა ეკრანს უკან ოსკაროსანი რეჟისორის ფირი ტრიალებს და „გოიმები“ დიდი ინტერესით უცქერენ „რაღაც“ ისტორიას. და თქვენ რას აკეთებთ ხოლმე?

Advertisements

8 comments on “რით გავერთოთ? ანუ მზესუმზირის წვიმობანა და შჯიბრი ბბუშტების გაბერვაში

  1. wasp
    September 17, 2010

    dzalian sashinelebaaaa.,,ici rogor ar miyvars?! ver vitan msgavs qmedebebs…titqos ver gavlen da mere ver gaagzavnian mesijs,mere ver dailaparakeben,mere ver shechemen,daleven,akoceben…ra jandabaaaa!!!
    me rom mivdivar…nebismier adgilas..mobilurs vtishav, an xmas vurtav…ar vlaparakob kinoshi,operashi,ar vcham da dzirs ar vyri…es elementaruli kulturaaa,rac bevrs samwuxarod ar gaachnia!!! ((( xo kidev….2012 ze viyavi da gverdit bavshvi ijda qaltan ertad…jer es koka wlunwa daayola batibuti…(nu es mimdinareobs mteli pilmis ganmavlobashi) pexebs urtyavda skams…mokled ra…magram jer sad xar…pilmi rusulad iyo….am bavshvs ar esmoda…gadamitargmne ra ra tqva deeeee….isic utargmnida da vai am targmnas…iman uaresad icoda…mokled tvini gaburges…cudad gavxdi….ar ician,sad rogor,ranairad moiqcnen!!!!

    • fsiQe
      September 17, 2010

      უი ჩემ გვერდით ხომ არ იჯექი 2012ზე ნათ? ეგეთი რაღაც მეც მახსოვს :დ

  2. nastasia
    September 17, 2010

    კაია, რო დაწერე ამაზე…
    მეც მაწუზებს ხოლმე არადეკვატური რეაქციები, და მეც შევნიშნე, რომ ბათუმში კარგი მაყურებელი იყო…
    ხოოდა, პრინციპში ბუნებრივია, რომ კარგი მაყურებელი იყო, ეგენი ხო ”ავატარის” სანახავად არ მოდიოდნენ, ფესტივალი ისეთი პონტია, თითქმი ყველამ იცის სად და რატო მიდის…

    ხოოდა, მიყვარს მე ეგეთი მაყურებელი : )

    • fsiQe
      September 17, 2010

      ჰო, კარგი მაყურებელია ბათუმში, რამდენიმე შემთხვევას თუა რ ჩავთვლით. მაგრამ ეს იმასთან შედარებით, რაც თბილისში ხდება არაფერია : )

  3. clown
    September 17, 2010

    ხოდა, მე ისიც ვერ გავიგე საერთოდ რა პონტში უკრავენ კინოში ტაშს :|

    • fsiQe
      September 17, 2010

      filmis sakvanZo momentebshi vici ratomac ukraven :)) imitom rom moTmineba ar aqvT, an ufro kultura

  4. nastasia
    September 17, 2010

    თუ რეჟისორი ან მსახიობები ესწრებიან ჩვენებას, მაშინ ცხადია, რატომაც უკრავენ ტაშს და ფესტივალებზე საერთოდ, მაგიტომ უკრავენ ხოლმე, აი, ბატონო რეჟისორო, ეს კარგად გადაგიღიაოო :დ

  5. mariefille
    September 19, 2010

    ძალიან კარგი პოსტია და საერთოდ,კარგია,რომ ამაზე ვიღაცამ დაწერა. მე გუშინ “ჯონ რაბეზე” სირცხვილით დავიწვი,როცა შიშველი მკერდის დანახვაზე ოვაციები ატყდა :( ძალიან სამწუხაროა,რომ ასეთი სცენები ჯერ კიდევ გვაკვირვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: