Fsyche's Blog

კონტროლის ლიმიტი ახლო კადრს მიღმა

ჯარმუშიც არის და ჯარმუშიც.. მაგრამ სად არის ჯარმუში?

კიდევ ერთი “მოლოდინის პოსტი”. პოსტი ეძღვნება “კონტროლის ლიმიტს”, ფილმს, რომელზეც ეს პოსტი უნდა ყოფილიყო.

ისევ ბათუმში ვარ, არ წვიმს, ვსეირნობ თითქმის ცარიელი ქალაქის ქუჩებში, ვუყურებ ზღვას, რომელიც უკვე ძალიან წყნარია. ვერ ვუყურებ მზის ამოსვლას და არ ვუყურებ მზის ჩასვლას. ველოდები საყვარელი რეჟისორების ფილმებს.

და კიდევ ერთ “მოლოდინის პოსტს” ვწერ. გუშინ ჯარმუშის ბოლო (ჯერჯერობით) ფილმი უნდა ყოფილიყო ბათუმის თეატრში. მთელი დღე მოუთმონლობაში გავატარე. არ წავედი არც ერთ ფილმზე, რომ ყველა ემოცია “კონტროლის ლიმიტისთვის” შემენახა. საღამოს არ გავედი პლაჟზე, რომ სეანსზე არ დამგვიანებოდა. არ ვნახე მეგობარი, რომელიც ქობულეთიდან აპირებდა ჩამოსვლას ჩემ სანახავად. დადგა ნანატრი წამი და მივაშურე თეატრის შენობას. ჯერ აბას კიაროსტამის ფილმი უნდა ყოფილიყო, შემდეგ.. შემდეგ ჩემი მოლოდინების ფილმი. და უცებ თეატრის შენობიდან ცივი, ძალიან ცივი, უცივესი წყალი გადმომასხეს, რომელიც მეუბნებოდა, რომ “ჯარმუშის ფილმის ჩვენება გაურკვეველი ვადით  გადაიდო”. მეწყინა, ძალიან მეწყინა, გამიცრუვდა ყველანაირი იმედი და გამიქრა ყველანაირი ფილმის ნახვის სურვილი. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ირანელმა რეჟისორმა თავისი ყველა ფილმის ერთად ჩვენება  მოითხოვა. წავედი, წყალს მოვუყევი ჩემი იმედგაცრუების ამბავი, მაგრამ არ გამიარა. არ გამიარა და ამიტომ თქვენც მოგიყევით. მოიკლავს თავს აბას კიაროსტამი, მაგრამ იმდენად მეწყინა, მინდოდა ავმდგარიყავი და დამეტოვებინა მისი ფილმი. მერე რა, რომ კარგი ფილმიიყო? მერე რა, რომ მაინტერესებდა კიდეც. მის გამო, სწორედ მის გამო არ აჩვენეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორის ფილმი.

საბოლოოდ, ემოციები დავძლიე და დარბაზში დავრჩი. “Close-up” მართლაც კარგი ფილმია.  ადამიანზე, რომელსაც ხელოვნება უყვარდა, ოცნებებზე, სიყვარულზე და მიტევებაზე. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მოხიბლული ვარ ირანელი ქალების სილამაზითაც. მაგრამ “კონტროლის ლიმიტები”? დამრჩა კადრს მიღმა ჩემი ჯიმ ჯარმუში. ფესტივალის ორგანიზატორებმა გვითხრეს, რომ ფილმს დღეს აჩვენებენ. საღამოს, ინტურისტში. მანამდე კი, კიდევ ცოტა ხანს მომიწევს სასიამოვნო მოლოდინების სამყაროში ცხოვრება.

არა, ნამდვილად კარგი ფილმია “ახლო კადრი”-ც.

Advertisements

7 comments on “კონტროლის ლიმიტი ახლო კადრს მიღმა

  1. Lord Vader
    September 17, 2010

    არა რა მაგ კიაროსტამს თავი შაჰ აბასი ხომ არ გონია? ჯერ ეკრანის ზომა არ მოეწონა, მერე – ფერი. მერე ფუნჯი და საღებავი მოითხოვა უნდა გადავღებოო. მერე რატო წვიმს ეს რა ამინდებიაო. ახლა კიდევ ყველა ფილმი გაუშვითო…

    მეორედ ეგ კაცი აღარაა ჩამოსაშვები.

    • fsiQe
      September 20, 2010

      :)))
      ამრთლებს სახელს

  2. Pingback: რაღაცნაირი ბლოგერები და მათი დახასიათება | for me, for you

  3. green
    September 18, 2010

    ჯარმუშის ეგ ფილმი ვნახე ერთხელ და ვერ გავიგე. მერე ვისაუბროთ და იქნებ გამაგებინო <3

    • fsiQe
      September 20, 2010

      მე საერთოდ ვერ ვნხე გვანც :(
      მერე ერტად ვნახოტ თუ გინდა :*:*

  4. mariefille
    September 19, 2010

    არა უშავს,ფსიქე,კონტროლებზე და მის ლიმიტებზე უკვე თბილისში ვიფიქროთ :) სახლში რამდენჯერაც მოგვინდება,იმდენჯერ ვნახავთ :)

    • fsiQe
      September 20, 2010

      მეც მაგით დავიმშვიდე ტავი ;დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: