Fsyche's Blog

კაცი, რომელსაც მუსიკა არა მხოლოდ უყვარდა, ესმოდა კიდეც

ზბიგნევ რიბჩინსკი ფესტივალის აღმოჩენაა ჩემთვის. არა, უფრო სწორად წლის აღმოჩენა. კაცი, რომელიც პირველივე არტიდან შემიყვარდა. შემიყვარდა შემოქმედებითად. მოგვიანებით, კი აღმოვაჩინე, რომ პიროვნულადაც ძალიან მომხიბვლელი და საინტერესო ადამიანია. რიბჩინსკი პოლონელი რეჟისორია. პოლონური კონო, კი მოგეხსენებათ რომ ჭეშმარიტად კარგი კინოა.  თუმცა ჩემ თვალში ზოგჯერ პოლიტიკის და რელიგიის მოზღვავება ნამდვილად იგრძნობა. რიბჩინსკის პირველი რეტროსპექტივა ბათუმის კინოფესტივალზე 13 სექტემბერს გაიმართა. ამ დღეს მე მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი კინორეჟისორების სიას კიდევ ერთი ადამიანი შეემატებოდა.

პოლონელი რეჟისორი ქართულმა პუბლიკამაც პირველივე არტიდან აიტაცა. პირველად იყო „სუპი“ მერე ყველაფერი ერთმანეთს აეწყო, რეალობას მოვწყდი და რეჟისორის სიურეალისტურ სამყაროში გადავინაცვლე. რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ცხოვრება ერთი სწორი ხაზაია, ერთ რიგად განლაგებული ოთახები, ერთმანეთს მიყოლებული ოქტავები, ერთმანეთში გარდამავალი კვადრატები, ერთი კიბე და ბევრი ნაბიჯები. ყველაფერი ერთად კი უსაზღვრო ჰარმონიულობას ქმნის. ჰარმონიულობა არაა თუნდაც ის, რომ ლუვრში ხელოვნების ნიმუშები ხელოვნების ნიმუშებს უსმენენ? სხვას ვის მოუვა აზრად, რომ ნახატები კლასიკურ მუსიკას აზიაროს, თუ არა ჭეშმარიტ ხელოვანს?

უზომოდ ლამაზი ფერები, ლამაზი კადრები და ამაღლებული მუსიკა, აი რა ჭირდება კინოს სრულყოფილებისთვის. იქ, სადღაც მეოთხე განზომილებაში კი რელიგიაზე მსჯელობენ. „და იქმნას ნათელი“ და იქმნას ნათელი ყველაზე ლამაზი მუსიკის ფონზე. მუსიკა და ვიზუალური მხარე ის არის, რის გამოც ყველაზე მეტად მიყვარს სტენლი კუბრიკი. არა, ზბიგნევ რიბჩინსკისა და სტენლი კუბრიკს შორის სხვაობა ცას და დედამიწას შორის მანძილს უტოლდება, უბრალოდ ორივე უზომოდ ლამაზია. მათ იდეალურობას შორის განსხვავება კი მხოლოდ ის არის, რაც პოლონურ კინოს ჩემ თვალში ხიბლს უკარგავს – პოლიტიზირებულობა და რელიგიურობა. ჩემი აზრით კინო ყოველგვარი კლიშეებისგან უნდა იყოს თავისუფალი. კინოს არ აქვს ეროვნება და არ აქვს რელიგია, კინო არავის მოქალაქეა. კინო სხვადასხვა ეროვნების, რწმენის, კანის ფერისა თუ სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს აერთიანებს. მართალია, თავიდან კინო სწორედაც პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენეს, სწორედ კინოს ეკისრებოდა ის წმინდა „მისია“, რასაც მასებისთვის მორალის კითხვა ერქვა, სწორედ კინო იყო იმის მასწავლებელი, თუ რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ, მოკვდავმა ადამიანებმა,  მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარაო იტყვიან ქართველები. მას შემდეგ მართლაც ბევრმა წყალმა ჩაიარა და დარჩა კინო ცალკე, ყოველგვარი დოგმებისგან შორს.  ბზიგნევ რიბჩინსკი თავის ფილმებში თითქოს მორალს არ გვიკითხავს, მაგრამ გვიკითხავს. თუნდაც ავიღოთ „ნაბიჯები“ ის გვაჩვენებს სულის შემძვრელ კადრებს, გვაჩვენებს ძველი და ახალი კულტურის ბრძოლას, საბჭოთა, რუსული და ამერიკული ფასეულობების ჭიდილს. სადაც ჯერ ძველი კულტურა თელავს ახალს, მერე კი პირიქით. თქვენ ასე ნუ მოიქცევით. ნურავის გაყვებით ბრმა ნაბიჯებით, ნურავის გათელავთ სისხლში გასვრილი ხელებით.

ლენინი -რიბჩინსკის მარადიული თემა. პოლიტიკური თეატრი, პოლიტიკური ოპერა და ხვდები, რომ ყველაფერი ძალიან ნაცნობია. და ხვდები, რომ ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც უკვე ბევრჯერ ითქვა და კიდევ უფრო ბევრჯერ დაიწერა. ერთმანეთს კი გენიალური მუსიკა ენაცვლება. გველი ევას, ევა ვაშლს, აკორდები ერთმანეთს და ხვდები, რომ მერე რა, თუ რიბჩინსკის კინო პოლიტიკურია, მერე რა, თუ კიბიდან კაცობრიობის უდიდესი მტრის ბიუსტს დაგორება გაცვეთილი თემაა, მერე რა, თუ ნაბიჯებში ეიზენშტეინის გავლენაზე ოდნავ მეტი იგრძნობა, მერე რა, თუკი ყველასგან უარყოფილი სენტიმენტალიზმი შეგეპარა. რიბჩინსკი მართლაც კადრის და მუსიკის გენიოსია და შეიძლება დაუსრულებლადაც მოგინდეს იჯდე ბნელ დარბაზში და უყურებდე, უსმენდე კლასიკას ცის და მიწის, სიკვდილისა და სიცოცხლის, რეალობისა და აბსტრაქტის გასაყარზე, მანამდე, სანამ ოპერის ფარდა არ დაიშვება.

Advertisements

6 comments on “კაცი, რომელსაც მუსიკა არა მხოლოდ უყვარდა, ესმოდა კიდეც

  1. hexe
    September 16, 2010

    ველოდი ამ პოსტს,
    ვუყურებდი როგორ იწერებოდა
    მერე როგორც ჩანს ჩამეძინა :)
    მოკლედ მეც აქ ვარ და კარგად ვარ :)

    პ.ს. მომეწონა პოსტი და მერე რა რომ მითხრეს შენი კომენტარი არ დავინახოო :))

  2. gabo
    September 16, 2010

    ჩემი აზრი კი იცი ამ კაცზე და ამ პოსტსაც აბსოლიტურად ვეთანხმები მე მისი პოლიტიზირება არ მადარდებს დიახ სწორედ ამ პოლიტიზირებაში უფრო ვეთანხმები და არც რელიგიურობა ეს ხომ პოლონეთია . და პოლონური კინოს ორი ყველაზე გამოკვეთილი თემა. ნეტავ ქართულ ფილმებშიც მსგავსი თემები იყოს და მშვიდად ვიქნებოდი მომწყინდა ეს ფსევდო 90იანების ჩატეხილი თაობის გამო ქვითინი .

  3. მჩხაპნელი
    September 16, 2010

    “კონო” და “ხაზაია” გადაასწორე, თორემ საღამოს პოსტების განხილვის ხასიათზე რომ ვდგები ხოლმე, კი მოგეხსენება :D

    იმდენს იზამთ თქვენ, მეც შემიყვარდება რიბჩინსკი. არადა, არ გინდა ახლა ყოველ შეკითხვაზე: “შენი საყვარელი რეჟისორი ვინ არისო” “ზბიგნევ რიბჩინსკი”–ს სახელი თქვა? :)

    • fsiQe
      September 16, 2010

      კინოცაა და ხაზიც, რაც დავინახე ის დავწერე :როლლეყეს:
      საღამოსთვის შეგირჩიე უკვე კარგი პოსტები ჩ(ვ)ემ(ნ)ი საყვარელი ორი ბლოგიდან, ასე რომ ჩემსას ნუ განიხილავ და არ განიკიცხები
      ზბიგნევ რიბჩინსკი დააკოპირე იმ 13 წლის ბავშვის არ იყოს, თუ შენით დაწერე? :ო

  4. mariefille
    September 16, 2010

    მართლა საინტერესო რეჟისორია და ნოვატორი,მაგრამ რაღაც ვერ შევიყვარე :) ნუ,ტექნიკა მართლა რევოლუციური აქვს.

  5. nastasia
    September 17, 2010

    კინო რომ აბსოლუტურად თავისუფალი იყოს, ეგ ცოტა იდეალისტური მიდგომაა და რეალობაში პრინციპსი არ ა რსებობს : )

    ამიტომ, სულაც არ მიკვირს და მიშლის ხელს კინოში რელიგია, პოლიტიკა ან იდეოლოგია, პირიქით, უფრო საინტერესოა, რაც მეტი შრე ჩანს ხოლმე…
    თუმცა არა ყოველთვის, რასაკვირველია :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: