Fsyche's Blog

უფრო უცნაურად ვიდრე სამოთხეში – ანუ ჯარმუში ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე

მასზე ამბობენ, რომ გენიოსია. მასზე იმასაც ამბობენ,რომ თუკი დღეს ვინმე ფილოსოფიურ კინოს იღებს, ეს ჯიმ ჯარმუშიაო. თავად კი ამბობს, რომ მისი ფილმები სოციალური შეუსაბამობებია, “ამერიკული ოცნების ბნელი მხარე”. ამაში ალბათ თავადაც დარწმუნდებით, როცა ჯარმუშის მიერ დანახულ სხისი ოცნების ქალაქს იხილავთ.  “stranger than paradise” 1984 წელს გადაღებული ფილმია, რომელიც თავდაყირა აყენებს მითებს ამერიკულ ოცნებაზე, მზის და ოქროსფერი სანაპიროს ქალაქზე, შორიდან დანახულ იდეალებზე. ნიუ იორკის ბნელი მხარე და ფლორიდის ცარიელი, ნაცრისფერი პლაჟები ყველა ილუზიას ერთი ხელის მოსმით ანგრევს. აქ ყველაფერი უფრო უცნაურია, ვიდრე სამოთხეში.

ჯარმუშის ყველა ფილმი თავისებურად განსაკუთრებულია და ყველა თავისებურად საინტერესო. მისი სახელი ალბათ ყველაზე მეტად მაინც dead man-თან ასოცირდება, 90-იანი წლების ვესტერნი, სიკვდილის შემდგომი მოგზაურობა განსაწმენდელში, პარალელურ სამყაროში გადასახლებამდე მონანიებული ცოდვები და მთავარი გმირის თანამეგზური “არავინ”, რომელიც მკვდარ ენაზე ლაპარაკობს. უილიამ ბლეიქს მისი არ ესმის, არ ესმის არც საკუთარი თავის, საკუთარი კულტურის, არ ახსოვს საკუთარი ლექსები. ის თავის თავისთვის უცხოა, ისიც “არავინაა”,ის მკვდარი კაცია, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს ჰქონდა თუ არა წარსული. მისტიკა და ფილოსოფია -ეს ორი რამ ფილმის შეგრძნებას უფრო აძლიერებს და შთამბეჭდავს ხდის.

“ჯობს არ იმოგზაუროთ მკვდართან ერთად” ან იქნებ, გაზეთის ფურცლებისგან დამზადებული ყვავილების უსუნო სურნელებით დატკბეთ.

და “ყავა და სიგარეტი”? თავისუფალი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში, 7 წუთიანი ფილმების სერია, რომელიც რეჟისორმა 1986 წელს დაიწყო და 2003-ში დაასრულა.

და გატეხილი, დამსხვრეული ყვავილები?  მოხუცი ბერბიჭა მექალთანის  ძალიან სასაცილო ისტორია უცნობი შვილის ძიებაში და განვლილი გზის ერთადერთი შედეგი, ცხოვრების მიწურულს მიღებული  დალეწილი, დამტვრეული ყვავილები.

არა, ჯარმუში ნამდვილად ძალიან უცნაური კაცია. უცნაურად საინტერესო რეჟისორი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მომწონს მისი ფილმები. ამიტომ  ყველაზე მეტად სწორედ ის გამიხარდა, რომ ბათუმის საავტორო  კინოს მეხუთე ფესტივალის მეხუთე დღეს მისი ფილმის ჩვენება მოხდება. ყველაზე მეტადაც ამ ფილმს ველი. თუკი თრეილერის და რეჟისორის სხვა ნამუშევრების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბათუმში მყოფ კინომოყვარულებს წინ საინტერესო ფილმი გველის.

Advertisements

6 comments on “უფრო უცნაურად ვიდრე სამოთხეში – ანუ ჯარმუში ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე

  1. gabo
    September 15, 2010

    ჯარმუშის ეს ფილმი მეც ჩავინიშნე ხვალისთვის სანახავად ასე რომ იმედია მოლოდინს არ გაგვიცრუბს

    • fsiQe
      September 15, 2010

      ეჭვი მეპარება.. ის ხომ ჯიმ ჯარმუშია

  2. undone
    September 15, 2010

    ჯარმუშის ”დამტვრეული ყვავილები” მაქვს მხოლოდ ნანახი და ძალიან მომეწონა :) სიამოვნებით გავეცნობოდი სხვა ფილმებსაც ;)

  3. guniah
    September 15, 2010

    ძალიან მინდოდა ჯარმუშის ბოლო ფილმი მომწონებოდა, მაგრამ გამიცრუვდა იმედი

  4. mariefille
    September 15, 2010

    ყველაზე მეტად მაგის ფილმს ველოდები. მე დედ მენი მაქვს ნანახი და “ყავა და სიგარეტი” ორივე უზომოდ მომწონს,განსხვავებული ხელწერა იგრძნობა. არ მგონია,იმედი გაგვიცრუოს :)

  5. ნან
    September 15, 2010

    განსაკუთრებული რეჟისორია ჩემთვის, მარის მსგავსად, პირველი, რაც თვალში მომხვდა პროგრამა რომ ვნახე მისი სახელი იყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: