Fsyche's Blog

ჩემი კინოშემოდგომა

ამბობენ, რომ ბათუმი ყველაზე ლამაზი ქალაქია საქართველოში. რატომღაც ვეთანხმები. იმის მიუხედავად, რომ ზღვისპირეთში დასვენებისთვის ბათუმი თიტქმის არასოდეს შემირჩევია. ბათუმში სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. პირველად ღრმა ბავშობაში, მერე რამდენიმე წლის წინ გავლით და ბოლოს შარშან. ჰო, წელსაც, მაგრამ წელსაც გავლით. ამის მიუხედავად, ბათუმთან მაინც რაღაც განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. ერთი პერიოდი ოცნებაც კი მქონდა ავმდგარიყავი და გადავსულიყავი ბათუმში საცხოვრებლად.

აი როგორი ბათუმი მიყვარს. წვიმიანი, ცივი და ძალიან, ძალიან ახლობელი

აი როგორი ბათუმი მიყვარს. წვიმიანი, ცივი და ძალიან, ძალიან ახლობელი

მთელ წელს ბათუმის სიმშვიდეში გავატარებდი, დავტკბებოდი ლამაზი ქუჩებით, ზღვის ტალღების ხმაურით, ძალიან სასიამოვნო და გულწრფელი ადამიანებით (სხვათასორის ბათუმელები უფრო კარგები მგონია ვიდრე თბილისელები), თავზე საყრელად მეყოფოდა ბათუმის წვიმა და სიმშვიდე. ვიმუშავებდი სადმე, საიდანაც ბათუმის პორტი მოჩანს და რედაქციის ფანჯრიდან დავაკვირდებოდი როგორ ივსება ზღვა წვიმის წვეთებით, როგორ ასდის მიწას წვიმის სუნი და როგორ გაურბიან გზააბნეული ფეხით მოსიარულეები იმას, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, წვიმას. და მარტო მაშინ, მარტო მაშინ ჩავიდოდი პლაჟზე, როცა დამსხვენებლები არ იქნებოდნენ, წყალი იქნებოდა სუფთა და ბევრი, ბევრი ტალღებით.

მგონი მეტისმეტად გადავეშვი ოცნებაში. ყველაფერი ზემოთ თქმული სიმართლეა, მაგრამ არ შეესაბამება სინამდვილეს. არადა როგრ მიყვარს ბათუმი.

არა, უნდა გადავიდე ბათუმში საცხოვრებლად.

მეორე, რაც ყველაზე ზალიან მიყვარს კინოა, კინო დიდი ხანია არ მიყვარს, მაგრამ ძალიან მიყვარს. პრინციპში არც ბათუმი მიყვარს დიდი ხანია, სულ რამდენიმე წელი. პირველი ფილმი პირველ დაახლოებით 4 წლის წინ ვნახე. მახსოვს, კარგად მახსოვს რა ფილმი იყო. ის ფილმი დღემდე ჩემ ყველაზე საყვარელ ფილმად რჩება. ისიც მახსოვს, როცა მეგობარმა მირჩია ნახეო, დიდი ენთუზიაზმი არ გამომიხატავს. ფილმებს მანამდეც ვუყურებდი, როგორ არა, მაგრამ პირველი ფილმი მართლა მაშინ ვნახე. იმის მერე კინოც შემიყვარდა.

სხვა ბევრი არც არაფერი მიყვარს თითქმის. კინო და ბათუმი და ბლოგი, რომელზეც ერთი პერიოდი ჩემ საყვარელ ფილმებზე ვწერდი (ბათუმზე არ დამიწერია არასდროს). კინო დიდ დარბაზში უნდა ნახო, დიდ, ჩაბნელებულ დარბაზში. იქ, სადაც მარტო ისეთი ადამიანები სხედან, რომლებსაც შენსავით აინტერესებთ ფილმი (და პოპკორნს არ ღეჭავენ)  და ამიტომ ვრც გრძნობ მათ, შენ და ფილმი ხართ დარბაზში. მერე გამოდიხარ და შთაბეჭდილებებს წერ (აი რისთვის ჭირდება ადამიანს ბლოგი).

ჰოდა, თუ თქვენც ცემსავით გიყვართ ბათუმი და კინო, ადექით და ბათუმის კინოფესტივალზე წამოდით.

ბათუმის ფესტივალზე რომ აუცილებლად წავიდოდი, ჯერ კიდევ შარშან დეკემბეში ვიცოდი. მაგრამ ახლა ორმაგად კარგი იქნბა იქ წასვლა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვნახავ კარგ ფილმებს (რაც იშვიათობაა), ვიქნები ყველაფრისგან შორს და უფრო მეტი საშუალება მექნება მთლიანად კინოს დავუთმო 1 კვირა. მეორეც ის, რომ ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი წელს ბლოგერებს აძლევს ფესტივალზე აკრედიტაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მე უბრალოდ კი არ ვუყურებ ფილმებს, შემეძლება დავესწრო პრესკონფერენციებს, ჩავწერო ჟიურის წევრბი, ფესტივალის ორგანიზატორები და ა.შ. ეს ამბავი ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგზე წავიკიხე და უზომოდ გამახარა.

ჰოდა, სანამ ჩემი წვიმის, ზღვის და კინოს ქალაქშ გადავიდოდე საცხოვრებლად, ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე მივდივარ. სხვათაშორის, თქვენც შეგიძლიათ წამოსვლა. მეტი ინფორმაციისთვის ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგს გაეცანით, ანდა ფეისბუქზე ამ გვერდს ეწვიეთ.

და იმედი მაქვს, რომ ბათუმში აუცილებლად შევხვდებით.

არა, უნდა გადავიდე ბათუმში საცხოვრებლად.

Advertisements

12 comments on “ჩემი კინოშემოდგომა

  1. kikito
    August 19, 2010

    როგორ მიყვარს წვიმა, ზღვა და კინო :(
    მეც ზუსტად ამდაგვარ ემოციებს განვიცდი და კინოფესტივალზეც ძალიან მინდა მოხვედრა, ჯერ იმიტომ რომ კინოს ბლოგი მაქვს და ძალიან მჭირდებოდა, მერე ბათუმში წავიდოდი ამდენი წლის მერე, და გაგიცნობდით ბევრ ბლოგერს :(:(:(
    ძალიან მწყდება გული რო არ ვიქნები მაგ დროს საქართველოში :(

    • fsiQe
      August 19, 2010

      უი არ იქნები ჰო :(
      დიდი ვერაფერი დამშვიდებაა, მაგრამ თბილისის ფესტივალზე ხომ იქნები? დეკემბერშია მგონი თან მეც და ალბათ კიდევ რამდენ ბლოგერს უნდა სენი გაცნობა :):)

  2. kikito
    August 19, 2010

    კი კი უკვე ოქტომბერში ვიქნბიი ^_^
    და აუცილებლად, აუცილებლად გნახავთ <3

  3. green
    August 20, 2010

    იქ ნესტია..დანესტიანდები და იქნები ნესტიანი ფსიქე. <3

  4. nino davitaya
    August 25, 2010

    ბათუმი მეც ძალიან მიყვარს, მართალია ამბობენ ბათუმი წვიმის ქალაქია და წვიმა უხდებაო, მაგრამ მზეც არანაკლებ უხდება– მზეს და ზღვას მე მგონი არაფერი სჯობს ამ ქვეყანაზე:) ამ შემოდგომაზე ბათუმს კინოც ემატება და იმედია ზღვის მოყვარულებს მართლაც გაგვიმართლებს:)

  5. gio
    August 25, 2010

    რა თანამოაზრე ჩანხარ ბათუმთან დაკავშირებით?!… :) ესიგი ფესტივალზე გნახავ. :)

  6. proenomen
    August 26, 2010

    baTumeli var` magram batumis eseti foto jer ar minaxavs….. udzaanmagresi foto gadagigia…. da chems blogistvis avigeb tu cigaanmdegi ar iqnebi!!! mec zustad eseti batumi miyvars..!

  7. ნათია
    August 29, 2010

    მე მიყვარს ჩემი ბათუმი წვიმიანიც კი
    P.S ამ პოსტით შენ ახალი მკითხველი შეიძინე :)

  8. Lord Vader
    August 30, 2010

    არა, უნდა გადავიდე ბათუმში საცხოვრებლად.

    არ გადახვიდე – დასველდები და წყალმცენარეებით დაიფარები. სულ წლევანდელივით მშრალი ზაფხული კი არ იქნება.

    ჩემი კინოშემოდგომა

    ტყუილად კი არ ვივარაუდე ჩემს ბლოგზე, ფსიქე შემოდგომის ყველაზე მაგარ კინოპრემიერაზე რეცენზიას ნამდვილად დაწერს-თქო. :)

  9. fsiQe
    August 30, 2010

    nino davitaya
    მეც ზალიან დიდი მოლოდინიტ ვარ აღსავსე ;მზე;

    gio
    ფესტივალზე სევხვდებით :))

    proenomen

    ცემი გადაღებული არ არის, აირე რა ტქმა უნდა რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი :) ჩემი გადაღებულიც რომ იყოს მაინც ;დ

    ნათია
    მადლობა :) გამიხარდა

    Lord Vader
    წელს მეტისმეტად მშრალი ზაფხული იყო ლორდ, წარმოვიდგინე წყალმცენარეებიტ დაფარული ჩემი ტავი :დ

  10. Seefräulein
    September 2, 2010

    ყოველთვის ვაფასებ თბილისელს, რომელსაც წვიმიანი და წყნარი ბათუმი უყვარს და მხოლოდ “ზაგარისთვის” არ ჩამოდის :) (აბა ბათუმელებს ნებისმიერ ამინდში გვიყვარს ჩვენი ბათუმი) ამიტომ დიდი სიყვარულით მიგიღებს ჩვენი ქალაქი, თუ კი მართლა გადმოხვალ საცხოვრებლად :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on August 19, 2010 by in Uncategorized and tagged , , , .
%d bloggers like this: