Fsyche's Blog

რა უნდა გააკეთო ადამიანისთვის რომელიც გიყვარს?

არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა შეყვარებული, ან არ გონებია, რომ შეყვარებულია. ეს ორი რაღაც ისე გავს ერთმანეთს, გარკვევას ნუ შეეცდებით, ეჭვი მაქვს არ იქნება ადვილი. სიმართლე გითხრათ არც საინტერესო იქნება. თუ თქვენ არ არსებული ადამიანი არ ხართ და შესაბამისად შეყვარებული ყოფილხართ, მაშინ მინდა რაღაც გკითხოთ: გიფიქრიათ შეცვლილიყავით ადამიანის გამო, რომელიც გიყვარდათ? წასულხართ დათმობებზე? მოგიტყუებინათ იმიტომ, რომ მას ეს გაახარებდა? გაგჩენიათ ახალი ინტერესები იმიტომ, რომ საერთო ინტერესები გქონოდათ?

ამაზე პოსტი ჯერ კიდევ დილით მინდოდა დამეწერა. ბოლო რამდენიმე დღეა “SEX AND THE CITY”-ს ვუყურებ და სწორედ აქედან გამიჩნდა ეს კითხვა. გუშინ კი ერთ მეგობარს (რომლის აზრსაც ძალიან პატივს ვცემ და ვიზიარებ) ველაპარაკე და ვიღაცაზე რაღაც მოვუყევი. ვუთხარი,  რომ მეშინია იმედგაცრუების. იმედგაცრუების საკუთარი თავისთვის და კიდევ “იმისთვის”. სამწუხაროდ არ მიკითხავს რას ფიქრობდა ჩემ ასეთ დამოკიდებულებაზე იმედგაცრუების და მოწონების მიმართ, მაგრამ ვიცი, რომ რაღაც საინტერესოს მეტყოდა (ან არ მეტყოდა).

ხანდახან ვაკვირდები და ვხედავ როგორ იცვლებიან ადამიანები ჩემ ირგვლივ, ვხედავ როგორ იძენენ ახალ ინტერესებს, იცვლიან ჩაცმის სტილს, უყვარდებათ ხელოვნების ის დარგები, რომელსაც ადრე ვერ ამჩნევდნენ იცვლიან საყვარელ ჟანრებს, ან ამატებენ. კომედიებიდან გადადიან მიუზიკლებზე, კლასიკური მუსიკიდან მძიმე როკზე, კინოდან თეატრზე,  დიუმადან კაფკაზე, ინგლისურიდან გერმანულზე, მაღალი ქუსლებიდან კეტებზე, გრძელი თმიდან მოკლეზე, შავიდან ქერაზე და ა.შ. მიდიან და მიუყვებიან ცვლილებათა გზას. თანაც იმიტომ კი არა, რომ თვითონ ასე მოწონთ, სულაც არა, იმიტომ რომ ვიღაც შეუყვარდათ და “იმას” მოსწონს ასე. აი ასე, უბრალოდ დგებიან და არემონტებენ საკუთარ თავს. მაგრამ სინამდვილეში მაინც იმად რჩებიან, რაც არიან. ცუდები თუ კარგები. ცვლილებების გზა მთავრდება და უმეტესობა საკუთარ თავს უბრუნდება. ზოგიერთი კი ახალი ინტერესებით ტკბობას განაგრძობს.

მე ეს ყველაფერი ერთ დიდ სპექტაკლად მეჩვენება. არ მჯერა, რომ შეიძლება საყვარელი ადამიანის მოტყუება. არა, მორალი არაფერ შუაშია. უბრალოდ არ მჯერა, რომ უნდა მოიტყუო, ან თუნდაც არ მჯერა, რომ მოტყუებას შეძლებ. ვფიქრობ, ყველაზე დიდი სისულელე ეს იქნება.

რატომ არ უნდა შეიცვალო საყვარელი ადამიანის გამო?

იმიტომ, რომ არ უნდა შეიცვალო არავის გამო, იმიტომ რომ შენ შენ ხარ, თვითმყოფადი ხარ და საკუთარი თავი უფრო გიყვარს ვიდრე ვინმე სხვა. და იმ სხვასაც ხომ სწორედ იმიტომ უნდა უყვარდე, რომ შენ ხარ? შენც ხომ ისეთი უნდა გიყვარდეს როგორიც ის არის? ბოლოს და ბოოლოს, რატომ უნდა შეცვალოთ ერთმანეთი? თუ ისეთი არ გიყვარს, როგორიც სინამდვილეშია უბრალოდ ადექი და წადი. არა? არ ვიცი. გენიალურობა ხომ დეტალებშია? ჰოდა როგორ შეიძლება, თუნდაც მცირე დეტალი შეცვალო შენში? მე ვფიქრობ, არ შეიძლება.

მაგრამ იქნებ მეორე მხრიდან მივუდგეთ ყველაფერს? რა დაშავდება, თუ უბრალოდ არ აწყენინებ ადამიანს, რომელიც გიყვარს და მასთან ერთად ნახავ “ავატარს” (რომელიც გულზე არ გეხატება)? რა მოხდება, თუკი არ ივლი ქალაქში ფეხით ბევრს, როცა მასთან ხარ (თუკი მას არ უყვარს) ანდა პირიქით, ივლი, იმიტომ რომ მას უყვარს. რა მოხდება, თუ გაასეირნებ მის საყვარელ ძაღლს, რომელიც ხანდახან ნერვებს გიშლის? და ისიც გაწირავს თავს შენთან ერთად მეგობრის დაბადების დღეზე წამოსასვლელად?

იქნებ კარგიც არის? მაგრამ მაინც ვფიქრობ, სრული დისჰარმონიულობაა. რატომ უნდა აიძულო ადამიანს რამე? მე ვფიქრობ, არ უნდა აიძულო.

ჰოდა, რითიც დავიწყ, იმაზე ვიტყვი 2 სიტყვას და დავამთავრებ. გუშინ ველაპარაკებოდი მეგობარს იმედგაცრუებაზე. უნდა გქონდეს თუ არა ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც შენი ოცნების მამაკაცია (ც) კერი და რომელსაც მოწონხარ, მაშინ, როცა იცი, რომ ორმხრივი იმედგაცრუებით დამთავრდება ყველაფერი? იმიტომ, რომ შენ არ შეიცვლები. პრინციპულად არ შეიცვლები და თუ ის შეიცვლება, ეს იქნება მისი ყველაზე დიდი შეცდომა. მაგრამ თუ არც ერთი არ შეიცვლებით, უბრალოდ ვერ ააწყობთ ურთიერთობას. ან კიდევ, ამსხვერვს იდეალურობას სიახლოვე?

მოკლედ, მოვიწყინე, ინტერნეტი არ მქონდა და ამხელა აბდაუბდა დავწერე. მადლბა, რომ არ წაიკიტხეთ  :)

Advertisements

14 comments on “რა უნდა გააკეთო ადამიანისთვის რომელიც გიყვარს?

  1. tskaro
    August 14, 2010

    აუ შემომეკითხა, მაპატიე.

    ნუ რას ვიზამთ მეც ეგრე მგონია რო ვიღაცის გამო არ უნდა შეიცვალო, თუ უყვარხარ ისეთი უნდა უყვარდე როგორიც ხარ და არა ისეთი როგორიც წარმოუდგენიხარ და თუ შენ ცხოველები არ მოგწონს და მისი ძაღლის გასეირნება გთხოვა აწი ტრაკი და შენ თვითონ გაასეირნეო უნდა უთხრა…

    ჩემი აზრით ურთიერთობა კომპრომისებზე უნდა იყოს აგებული და არა ტყუილზე…. (და ამას მე ვამბობ)

    უბრალოდ კაცობრიობა უნდა იყოს ერთორად პირდაპირი ვიდრე არის და გაცილებით ნაკლები პრობლემა გვექნებოდა…

  2. mwvanevashli
    August 14, 2010

    არამგონია ეს კომენტარი წაიკითხო, ამ დროისთვის, ალბათ, უკვე თბილისში აღარ ხარ… მაინც დავწერ.

    შეცვლა მხოლოდ მაშინ არის კარგი, როცა ეს ბუნებრივად ხდება. ჩვენ ხომ ვიზრდებით და გემოვნებაც გვეცვლება. ეს ბუნებრივია და არ შეიძლება ეს პროცესი დაირღვეს. თუმცა, შეცვლა მხოლოდ ამ შემთხვევაში არის კარგი, როცა ეს პროცესი ევოლუციურად (და არა რევოლუციურად, მყისიერად) მიმდინარეობს.

    როცა ნახტომისებურად ვინმეს ან რაიმეს გამო იცვლება, რეალურად, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავ (დღეს გამსახურდიას შესახებ ვუყურე ფილმს და ეს სიტყვათთანაწყობაც ,,დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვაც“ აქედან, უფროსი ბუშის სიტყვებიდან გამახსებდა). მოკლედ, მოგწონს რომელიმე მსახიობა და შენც მის მსგავს ვარცხნილობას იკეთებ ან მისნაირ ქუდს იხურავ. გადის დრო და ის მსახიობი აღარ მოგწონს, შესაბამისად მისნაირი ვარცხნილობაც ზედმეტი ხდება.

    მსახიობის შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა, აღარ მოგეწონება ფილმები მისი მონაწილეობით და ვარცხნილობასაც შეიცვლი. მაგრამ საქმე თუ საყვარელ ადამიანს ეხება, ასე ადვილად აღარ ხდება ყველაფერი… მოკლედ, ისედაც ბევრი ვწერე და ძალიან რომ აღარ გავაგრძელო არ შეიცვალო რა, მითუმეტეს, რომ ძალიან კარგი ხარ. :*

  3. gabo
    August 15, 2010

    მე სიყვარულის არ მჯერა. უბრალოდ მიჩვევის და ნდომის ამბავია . ურთიერთობებში დათმობების კი მესმის მაგრამ ცალმხრივი დათმობების და ცვლილებების არა.

  4. gabo
    August 15, 2010

    მე სიყვარულის არ მჯერა. უბრალოდ მიჩვევის და ნდომის ამბავია . ურთიერთობებში დათმობების კი მესმის მაგრამ ცალმხრივი დათმობების და ცვლილებების არა.

  5. Lana
    August 15, 2010

    wavsulvar datmobaze, ar momiyuebia arasdros mistvis… magram ar vnanob !

  6. Lana
    August 15, 2010

    araa siyvaruli mxolod michveva araaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

    • tskaro
      August 16, 2010

      არა მარტო მიჩვევაა, ბევრი სასაცილო რაღაცაა ერთმანეთშ არეული

  7. Lord Vader
    August 16, 2010

    ინტერნეტი არ მქონდა და ამხელა აბდაუბდა დავწერე

  8. fsiqe
    August 16, 2010

    ara, chemze ar miweria, chemi azri xom garkvevit chans/ me ar vetanxmebi vigacis gamo cvlilebas sakutar tavshi. ai nikam sworad tqva, mere sruliad usargeblo xdeba es cvlilebebi. kompromisbs rac sheexeba, magaze miweria postshi, magram ar vici, eg “mkitxvels’ vkitxe da ar mipasuxes :))))
    hoda siyvarulze da shechvevaze me sxva azri maqvs. ar mgonia 2 tve imdenad didi dro iyos, adamians sheechvio, m wlebis mandzilze michirs raimestan shechveva. ai 2 tveshi sheyvareba kidev gamigia :mze: ravic. vistvis shechvevaa, vistvis axirba, vistvis kidev ra. chem shemtxvevashi axireba mgonia me :> gabostvis kidev hechveva, lanastvis ar vici, rtuli shemtxvevaa eg :>

  9. siyvarulovna
    August 16, 2010

    არამგონია რომ ვინმესთვის შევიცვალო და ჩემი პრინციპები დავთმო. შეიძლება ამას იმიტომ ვამბობ რომ შეყვარებული არ ვარ, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე ძვირფასისთვის, დედისთვისაც კი არ შევიცვლები და არ შევცვლი ცემს ინტერესებს.

    • fsiQe
      August 18, 2010

      მეც მასე ვფიქრობ და + არც უნდა უნდოდეს ვინმეს სეი სეცვლა, თუ შეცვლა უნდა რა გამოდის/ რომ შენ აღარ ხარ

  10. green
    August 18, 2010

    “უნდა” არის ამოსაღები სიტყვა, საერთოდ. ვიყენებთ მხოლოდ მესამე პირში ადამიანის სურვილებთან მიმართებით (მას უნდა ნაყინი.4 იგზამპლ!! :)) ხოდა, სხვისი ინტერესების გათვალისწინება (ავატარის ყურება,4 იგზამპლ) არ ნიშნავს რამის შეცვლას. თუ პარტნიორს არ მოსწონს შენი რამე ჩვევა (უხეშობა) და ხანდახან შეიკავებ თავს უხეშობისგან, ტოჟე ნე ბედა. ბედა ვტომ ჩტო ინაგდა სხვები დაჟინებით ცდილობენ შენს შეცვლას. ჩაგჩიჩინებენ რომ შეხედულებები და საერთოდ მსოფლმხედველობა (რაც ინდივიდს აქცევს ინდივიდად) შეიცვალო. ხოდა, ამას თუ დათანხმდები, ტეხავს. უფ რას ჩამაფიქქრე ეხლა! <3

    • fsiQe
      August 18, 2010

      ჰო, ეგ მინდოდა მეთქვა მც :დ არ გამომიკვიდა როგორც ჩანს, მაგრა შენ მაინც თქვი :)

  11. teoko
    September 10, 2010

    როცა ვინმე გიყვარს, ან როცა გგონია რომ ვინმე გიყვარს ცვლილებები თავისთავადია..
    დილას უფრო ბედნიერი იღვიძებ, ყველაფერს უფრო ხალისით აკეთებ.. უღიმი ადამიანებს, ვისაც შეხედვის ბედნიერებასაც არასდროს ანიჭებდი,)) თითქოს ყველა და ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანი ხდება..
    ეს შეცვლა სასიამოვნოა.
    . და თუ ამ სიამოვნების გულისთვის საჭიროა დათმობები ისწავლო,:
    პირველი შენ შეურიგდე (აქამდე რომ თავი უამაყესი გეგონა) როცა იცი რომ ის შენზე ჯიუტია, აიტანო და გაუღიმო მის მეგობარს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვერ იტან, დახუჭო თვალები იმაზე რომ დღეში 24 საათი შენთვის არ სცალია, (როცა დღეში 1 წამ უყურადღებობას ვერ იტანდი) /.დაუჯერო ან თავი მოაჩვენო რომ გჯერა, მაშინ, როცა 100% იცი რომ გატყუებს (მაგრამ ისევ შენთვის)., გადახვიდე რაღაც სტილზე, რადგან მისი აზრით ეს უფრო გიხდება, დაელოდო მაშინ, როცა ლოდინი აქამდე ყველაზე აუტანელი რამ იყო შენთვის, ….და ამ ყველაფრის შემდეგ თუ მაინც ბედნიერი ხარ, ან გგონია რომ ბედნიერი ხარ!
    დაე შეიცვალო,! დაე ისწავლო დათმობები. ისწავლო დათმობები მისგან.. თუ ყოველი დღე ბედნიერი იქნება, თუ ღიმილის მიკერება სახეზე აღარ დაგჭირდება, რადგან ღიმილი შენთვის უკვე თავისთავადი გახდება. ..
    თუ მის გვერდით თავს ბედნიერად თვლი რა მნიშვნელობა აქვს როგორი გახდი..
    მე არ მჯერა ადამიანების, რომლებიც პრინციპების გამო არ მიდიან დათმობებზე და არ იცვლებიან საყვარელი ადამიანისთვის.. )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on August 14, 2010 by in Uncategorized and tagged , , .
%d bloggers like this: