Fsyche's Blog

ერთად დახატული მშვიდობა

აგვისტოს ომი ერთადერთი ომია, რომელიც ისევ ჩვენშია, ისევ ნათლად გვახსოვს, ისევ განვიცდით და შედეგებიც ჯერჯერობით ისევ სახეზეა. არადა 2 წელი გავიდა. რა შეიცვალა ამ ორ წელში? მგონი არც არაფერი. უფრო სწორად შეიცვალა, წლევანდელ 8 აგვისტოს ომის წლისთავი ზარ-ზეიმით არ აღგვინიშნავს, არც ანრი ჯოხაძეს ან დედამისს დაუწერია საცეკვავო სიმღერა, არც მაშხალები გაგვიშვია ცაში და არც ახალი დაპირებები ყოფილა იმის თაობაზე, რომ იბერია გაბრწყინდება. სამაგიეროდ გორში რამდენიმე არაგრანდიოზული, მაგრამ საინტერესო აქცია ჩატარდა. მათ შორის ალბათ ყველაზე საინტერესო იყო კრეატიული სტუდია iGeo-ს (იხილეთ ვებ-გვერდი) და თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სამხატვრო მარათონი, სახელწოდებით “არა ტერიტორიულ კანიბალიზმს!”

სამხატვრო აკადემიის 8 სტუდენტი 8 აგვისტოს დილიდან გორში 8 ტილოს ხატავდა. თემა -თავისუფალი, ფორმა -პროტესტის, მგრამ მშვიდობიანი. ყვავილები, ყაყაჩოები, პეპლები.. “პატარა უფლისწული” გამახსენდა, თუმცა ბატკანი არავის დაუხატავს. სამაგიეროდ მხატვრებთან ერთად ბავშვები ხატავდნენ მზეს ქვაფენილზე.

ასეთი ფორმით გამოხატული მშვიდობიანი პროტესტი ძალიან მომეწონა. თბილისში დაბრუნებისთანავე iGeo სტუდიის ვებგვერდს ვეწვიე და კიდევ ბევრი რამ გავიგე ამ ორგანიზაციის შესახებ. მათი ერთ-ერთი ძალიან კარგი და საინტერესო პროექტია “ვმეგობრობთ უსინათლოებთან”, რომლის მიზანია უსინათლო პირთა სოციალურ-კულტურული დახმარება – ინტელექტუალურ-კულტურული და სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

Advertisements

2 comments on “ერთად დახატული მშვიდობა

  1. starvampire
    August 10, 2010

    cool, liked ^^

  2. gabo
    August 11, 2010

    გ2 ტკბილი მოგონებების ქალაქი მართლაც კარგი დღე იყო .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on August 10, 2010 by in Uncategorized and tagged , , , , .
%d bloggers like this: