Fsyche's Blog

ღვთისმშობლის ხატი

სახლში ვარ, 7 წლის ვარ, ვჩქარობ, ვფუსფუსებ, ტანსაცმელს ვეძებ, კარადას ვაღებ, ყველაფერს დაბლა ვყრი, თავსაფარს ვიღებ და გავრბივარ. ვჩქარობ. ქუჩაში ხალხი მიყურებს. მე მივრბივარ.

ეკლესიის ეზო. ბევრი ხალხი. შესასვლელიდანვე სუნთქვა თუ არ შეიკარი ძნელია ისუნთქო უფრო ძნელია ამ ხალხს პატივი სცე და კიდევ უფრო ძნელი – გიყვარდეს, აქ ყველა ცდილობს რიგი გაარღვიოს, წინ წაიწიოს, ყველაფრის ფასად. მუჯლუგუნი, ხელის კვრა, “ფეხზე ნუ მაბიჯებ”, “ქალბატონო, რატომ გადამიარეთ?” ერთი მამა-პაპური შეკურთხება და ყველაფერი თავიდან იწყება, წრიული ბრუნვასავით. მუჯლუგუნები, რიგში წინ წაწევა, “ბავშვი მყავს გამიშვით”. მე ფეხის წვერებზე ვდგავარ და ვცდილობ გავარკვიო რამდენად ბევრია ხალხი ღვთისმშობლამდე მისასვლელად. ხალხი კი ძალიან ბევრია. სიტყვები და მუჯლუგუნებიც წრიულად ბრუნავენ. “ძალიან გთხოვთ, გამატარეთ, მე დედა მიკვდება და მითხრეს თუ სანთელს დაუნთებ ღვთისმშობელი გადაარჩენსო”. ჩემი ხმა არავის ესმის, იმის მიუხედავად, ყვირილამდე ხმამაღლა ვითხოვ ღმერთთან მისვლას. ხალხი არ იძვრის. ჩემ გვერდით მდგომი ქალები ერთმანეთს ლურჯ ჯიპიან სასიძოზე და მის აზნაურულ წარმომავლობაზე  ებაასებიან, ხელში სანთლები უჭირავთ და ეკლესიის კარში დგანან. წირვას “უსმენენ”. “ძალიან გთხოვთ, სულ ერთი ნაბიჯით ჩაიწიეთ, მხოლოდ სანთელს დავანთებ..” ქალები ერთს შემომხედავენ და “გაუზრდელ ახალ თაობაზე ” იწყებენ ლაპარაკს. მე არ ვიცი რასნიშნავს გაუზრდელი ახალი თაობა, მაგრამ ძალიან მწყინს. როგორც იქნა შენობაში ვაღწევ. სადაც სული მეხუთება. ადამიანები თითქოს სქესისა და ასაკის განურცევლად ცატენეს კონსერვს ქილაში და თავიც ისე მჭიდროდ დაახურეს, რომ მართლა ქილაში ჩაწყობილ უსულო ცხოველებს დაემსგავსნენ. მე ღვთისმშობლის ხატთან მისასვლელად ვიბრძვი. ვიცი, რომ სანტელი თუ არ დავუნთე დედას არ გადამირჩენს, ასე მასწავლეს სკოლაში რელიგიების გაკვეთილებზე, სადაც მარტო იმ რელიგიას მასწავლიან, რომელიც ქვეყანაში მართალია სახელმწიფო რელიგია არ არის, მაგრამ მაინც სახელმწიფო რელიგიაა. “გამატარეთ, ღვთის გულისთვის..” ერთმა მუჯლუგუნიც მკრა, მაგრამ მე დედა უნდა გადამირჩინოს ღვთისმშობელმა.  ბოლოს, როგორც იქნა მივდივარ ხატამდე და სანთლებსაც ვიღებ, რომლისთვისაც ფულს 2 დღე ვაგროვებდი. “ძალიან გთხოვთ, სანთელი ამინთეთ..” არავინ მაქცევს ყურადღებას მე კიდევ ვერ ვწვდები, რომ თვითონ ავანთო. ისევ უაზროდ ვთხოულობ დახმარებას. ბოლოს ხმა ჩაიგდე, ვერ ხედავ, არ შეიძლება აქ ლაპარაკიო მომაძახებს ვიღაც და მეც ვჩუმდები.  ახლა ანაფორიან კაცს ვხედავ, მასთან მივრბივარ და მასაც სანთლის ანთებას ვთხოვ. კაცი უცნაურად მიყურებს. შარვალი მაცვია, მოკლე მაისური, ჯვარი არ მიკეთია. თავსაფარი მახურავს. კაცი მიყვირის, რომ მკრეხელი ვარ და ჯვრის გარეშე, მოკლე მაისურით და შარვლით ეკლესიაში შესვლა არ შეიძლება რამდენი თავსაფარიც არ უნდა მეხუროს თავზე. მიბრძანებს, რომ 19 მეტანია გავაკეთო. მე არ ვიცი რას ნიშნავს მეტანია. კაცი კიდევ რაღაცას მეჩხუბება. მე აღარ მესმის. დიდ ხანს ვდგავარ ასე. მერე ვიღაც მეჯახება და ვფხიზლდები. ტაძრიდან გამოვდივარ. ხელით აუნთებელი სანთელი მიჭირავს, თვალებით ცრემლები. თავსაფარს ვიგლეჯ და ეზოს კარებთან ვაგდებ, სანთელსაც.  “ღმერთო, რა ბოროტი ყოფილან შენი მეგობრები”

Advertisements

23 comments on “ღვთისმშობლის ხატი

  1. Mari
    August 7, 2010

    “კაცი მიყვირის, რომ მკრეხელი ვარ და ჯვრის გარეშე, მოკლე მაისურით და შარვლით ეკლესიაში შესვლა არ შეიძლება რამდენი თავსაფარიც არ უნდა მეხუროს თავზე. მიბრძანებს, რომ 19 მეტანია გავაკეთო.” – ასეთი რამ არასოდეს გამიგია. ნუ შარვლით შესვლაზე ზოგ ეკლესიაში მქონია პრობლემა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. თუ მკრეხელობაა, მხოლოდ მე მომეკითხება და არავისი განსასჯელი ეს არ არის – აი ეს არის ჩემი აზრი და პასუხი.

    • fsiQe
      August 7, 2010

      აი მე გელათში გამლანძღა მღვდელმა სწორედ იმის გამო, რომ შორტები (არც თუ ისე მოკლე სხვათაშორის) მეცვა და ჯვარი არ მეკეთა. არადა ბათუმინდა მოვდიოდი და მგზავრობის დროს კაბები დიდად არ მეპიტნავება

      • Mari
        August 7, 2010

        ნღვდლებისგან არა, მაგრამ ხალხისგან მოდის ხოლმე რარაცნაირი დამოკიდებულება. ვითომ აი ჩვენ კაბა გვაცვია და შენ არაო. მასე მე არასდროს მაცვია კაბა და რა გამოდის? სპეციალურად ეკლესიაში შესასვლელად ჩავიცვა? ვის ვატყუებ ამით? თუ საერთოდ არ შევიდე?
        მოკლედ, ისინი მხოლოდ ადამიანები არიან და მორჩა. ნუ განიკითხავ, მთავარი ესაა. თუ ვინმე განგიკითხავს, ეს შენი პრობლება არ არის და ნუ მიაქცევ დიდ ყურადრებას.

      • Mari
        August 7, 2010

        პირველი სიტყვა რანაირად დავწერე სიჩქარეში :P

      • Lord Vader
        August 13, 2010

        სწორე უქნია.
        თუ შორტებს იცვამ – მოკლე უნდა იყოს.

  2. Teo Gongladze
    August 7, 2010

    ძალიან ნაცნობი სიტუაციაა. ძალიან იმოქმედა ამ პოსტმა ჩემზე. ნუუ, რა ვთქვა, არ ვიცი. მგონი, კომენტარი ზედმეტია, ისედაც ყველაფერი ნათელია.

  3. mano
    August 8, 2010

    ძალიან მომეწონა , აბსოლუტური სიზუსტით ასახავს ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას – რელიგიურ – მართმადიდებლურ სულისკვეთებას.
    მე პირადად გული მერევა ასეთ რამეს რომ ვხედავ, და ამ ადამიანების წარმოდგენებით როგორი ღმერთიც არის, მე ასეთი ღმერთი მძულს… და გამოდის მხოლოდ შიშის გამო უნდა დავემორჩილო???
    თუ არსებობს ღმერთი ასეთი არ იქნება, ეს ზუსტად ვიცი, ამ მახინჯი სულის ადამიანებმა თავიანთი მახინჯი იდეალი დახატეს და თავს გვახვევენ – ეს კი ძალადობაააა.. და ქრისტეს და სახარების სახელით გველაპარაკებიან რაც მთავარია..
    რაც შეიძლება განკითხვას , არ უნდა განიკითხო, მაგრამ ძალადობას და უსამართლობას უნდა ებრძოლო, სიტყვით, იმისთის რომ რაიმე შეიცვალოს, იმისთის რომ ჩვენ შვილებს არ გაუჩნდეთ ასეთი აზრი:
    ”ღმერთო, რა ბოროტი ყოფილან შენი მეგობრები”…

  4. mwvanevashli
    August 8, 2010

    ჰეჰ, ვაშეარებ.

  5. Lord Vader
    August 10, 2010

    დეისაძის გავლენაა.
    ქვეცნობიერი.
    :)

    • fsiQe
      August 13, 2010

      აარა ლორდ, რა დეისაძის. დეისაძე მმკ-ს სიგიჟის მერე პირველმა მე გავაკრიტიკე მგონი (რა თავმდაბლობაა) პრინციპში მე პლაგიატობის გამო გავაკრიტიკე (მხოლოდ რა თქმა უნდა ცემი იდეები არ მოუპარავს) :დ

  6. Lord Vader
    August 10, 2010

    მაგრამ შენ უფრო ნიჭიერი ხარ.

  7. Lekso
    August 12, 2010

    ათეისტი ხარ თუ სატანისტი ბრატ? )))))
    წამოდი სატანისტურ რიტუალებზე, იქ იპოვი ჭეშმარიტებას და სულიერ სიმშვიდეს ;)

  8. tskaro
    August 13, 2010

    @Lord Vader : )))

    ნინ კი ხარ ეხლა კოცონზე მისაწვავი მარა მაინც მიყვარხარ : )))
    მშვენიერია… რავი ძაან მომეწონა

  9. 2kija
    August 13, 2010

    რა დადებითად არიან წარმოჩენილები

  10. 2kija
    August 13, 2010

    რამდენი გადაიხადეს? :დ

    • fsiQe
      August 13, 2010

      სულ ცოტა, მეტიც კი ჰქონდათ, მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. 1 მუჯლუგუნს, ერთი ჭორაობას და ბევრ ბრმა რწმენას დავჯერდი ამ პოსტის სათაურად :)

  11. fsiQe
    August 13, 2010

    tskaro

    :წუბ: ერთად დავიწვებით ბავშვ. ერთად რა, ჯერ მე, მერე შენ, მაგრამ ჯოჯოხეთი იქნება ის ადგილი :მზე: სადაც კარგი საზოგადოებაა. აბა საქართველო კია სამოთხე (უსაშველოდ ცხელ ზაფხულებს თუ არ ჩავთვლით) მაგრამ რად გინდა.

    Lekso

    აი მეუასები რაა <3 ყოველთვის პატივს ვცემდი ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ტექსტის მთავარ სათქმელს ჩაწვდნენ (მითუმეტეს, რომ ეს სულაც მარტივი ტექსტია და არაფერი განსაკუთრებული და ფილოსოფიური აქ არ დევს) ასევე პატივს ვცემდი ადამიანებს, რომლებიც რასაც კითხულობენ იმას ამბობენ და იმას ხედავენ, ან უარეს ინტერპრეტაციას უკეთებენ. ბრმად მორწმუნეობა ხომ ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარულია. და ერთი კითხვა მაქვს კიდევ "ჩემი ძმა" აგ ძუძუებიანი ქალი მოძღვარმა გიკურთხა ავატარად? :)

    • tskaro
      August 14, 2010

      : )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
      love U

      ჩვენ სამოთხეში ვართ სადაც ჯოჯოხეთურად ცხელა : ))

  12. Lord Vader
    August 13, 2010

    არადა, აშკარად ავსებთ ერთმანეთს სტილისტურად.
    ვითარცა ილფი და პეტროვი.
    ერთობლივად უნდა სცადოთ წერა. თან ნახე რა მუსიკალურად ჟღერს დეისაძე – ო***იძე.

    • fsiQe
      August 13, 2010

      ui gvari ratom ar dawere bolomde? aRar vmalav :)))) yvelam icis isedac. da sulac ar vavsebt ertmanets (imitom, rom me shevseba ar mchirdeba) :> tu imas ar chavtvlit, rom garegnulad mesimpatieboda tavidan :mze:

      “სწორე უქნია.
      თუ შორტებს იცვამ – მოკლე უნდა იყოს.”
      =)))))))
      miyvars lord Seni юmori :mze:

      • Lord Vader
        August 13, 2010

        ui gvari ratom ar dawere bolomde?

        ვინც იცის, ქე ჩასვამს და ვინც არ იცის, შეუძლია პოეტური ნიჭი გამოავლინოს და ვარიანტები შემოგვთავაზოს.

  13. siyvarulovna
    August 16, 2010

    არც კი ვიცი რა დავწერო |(
    არ მინდა მჯეროდეს რომ ყველა ეგეთია.
    რომ 7–წლის ბავშვს შარვლისთვის ეჩხუბებიან, რომ აჩუმებენ და სანთელს არ უნთებენ.
    ჩემს ეკლესიაში მსგავსი არასდროს არაფერი ყოფილა.

  14. რუსა
    August 27, 2010

    მართლა არ ვიცი რა დავწერო… :–( ვეთანხმები სიყვარულოვანას…ჩემთვის ძალიან მძიმე წასაკითხი იყო..სამწუხაროა რომ ასეთი შემთხვევებიც ხდება,მაგრამ ჩვენს ეკლესიაში ასე ნამდვილად არ ხდება… :–( მართლაც მრევლს,ღვთისმსახურებს ძალიან ბევრი მოგვეთხოვება..შეიძლება ერთი ჩვენი დაუფიქრებელი ნაბიჯით ისე დავაბრკოლოთ ადამიანი,ეკლესიაში შეხედვაც აღარ მოუნდეს…:–(
    მართლაც ძალიან დიდი გულისტკივილით დაწერილი წერილია,მართლა მესმის ფსიქესი,მაგრამ…. მინდა ვუთხრა ყველა ეკლესიაში არ ხდება ასე..ღვთისმსახურნიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან,მათაც აქვთ ბრძოლები და ისინიც არ არიან უცოდველები…..
    უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ….
    მტკივა ;–((
    მაპატიე ………..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on August 7, 2010 by in Uncategorized and tagged , .
%d bloggers like this: