Fsyche's Blog

კუმარი

ფსიქემ მთხოვა, მის ბლოგზე სტუმარ-პოსტი დამეწერა და აი მხვდა წილად პატივი შუაღამისას აქ შემომედგა ჯერ მარცხენა და მერე მარჯვენა ფეხი და კლავიატურის წკაპაწკუპით შევდგომოდი წერას. უი, ჰო… სულ დამავიწყდა მეთქვა, მწვანე ვაშლი ვარ.

გადავწყვიტე, ნეპალელი ქალღმერთის კუმარის შესახებ მოგიყვეთ და იმედი მაქვს, რომ თქვენც მოგეწონებათ და არც ფსიქე ინანებს, რომ აქ შემოპარვის საშუალება მომანიჭა.

კუმარი ცოცხალი ქალღმერთია, რეალური გოგონა, რომელიც ინდუიზმის მიხედვით ქალღმერთ ტალეჯუ ბხავანის განსხეულებად (რეინკარნაცია) ან დურგის ახალგაზრდა იპოსტასად მიიჩნევა.  შევეცდები,  რთული ტერმინებით არ დაგტვირთოთ და ვიტყვი, რომ ტაძრის მღვდელმთავარი ვალდებულია ყოველდღე სცეს მას თაყვანი და მისი სადიდებელი ლოცვები წარმოთქვას. მას ეთაყვანებიან თავისი ქვეყნის როგორც ინდუისტები, ასევე ბუდიტებიც. საერთოდ, ნეპალში ეს ორი რელიგია ზედმიწევნით ჰარმონიულ ურთიერთობაშია ერთმანეთთან.

ამ ტრადიციის ჩამოყალიბების სამი ლეგენდა არსებობს. პირველის მიხედვით მეფე მალამ სექსუალური კავშირი დაამყარა მცირეწლოვან გოგონასთან, რის შემდეგაც გოგონა გარდაიცვალა. მეფე დაუდარდიანებია ამ ამბავს და გადაწყვიტა ცოცხალ ქალღმერთად გოგონა აერჩია. მეორე ლეგენდაც ამავე მეფეს ეხება, რომელმაც კატმანდუს (ნეპალი) ველის მფარველი ღმერთის ტალეჯუ ბხავანის წინაშე შესცოდა. ღმერთი გაწყრა და მფარველობა შეწყვიტა. გარკვეული ხნის შემდეგ კი, ლეგენდის მიხედვით, წყენამ გადაუარა და მეფეს აღუთქვა, რომ პატარა გოგონას სახით მოევლონებოდა კვლავ. მესამე ლეგენდა  იმ გოგონას ამბავს მოგვითხრობს, რომელიც სამეფოდან განდევნეს, რათა ის ხელში ჩაეგდო ქალღმერთ დურგას. როდესაც ეს ამბავი თავად დურგას შეუტყვია, ეს კეთილი და ბრძენი ქალღმერთი განრისხებულა და უბრძანებია, აერჩიათ გოგონა, რომელსაც მის განსხეულებად ჩათვლიდნენ.

ნეპალელი ინდუისტები მის არჩევას ძალზედ ფაქიზად უდგებიან და საკმაოდ მკაცრ  (ჩემი ხედვით უსასტიკესს, წარმომიდგენია რამდენ გოგონას დაუმახინჯეს ბავშვობა :(  ) გამოცდას უწყობენ პატარას. გოგონას არჩევენ ძირითადად  32 კრიტერიუმით (თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმასაც, რომ მის „ქალღმერთობაში“ წარმომავლობაც უნდა მონაწილეობდეს და მხოლოდ ერთი კასტის გოგონებს აქვთ უფლება ამაზე პრეტენზიის ქონისა), ერთ-ერთი ასეთია მისი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მეფისას უნდა ემთხვეოდეს. ასევე ითვალისწინებენ მისი ცხვირის ზომას :D , თვალებს, ხასიათს, ხმას და ასე შემდეგ. ერთ-ერთი უმთავრესი კი, არის გამოცდა შიშზე. გოგონებს ამწყვდევენ ბნელ ოთახში, სადაც ყვირილის, ღრიალის და ათასგვარი სხვა შემზარავი ხმები და ხმაურები ისმის.  იმ ოთახში დაბორიალობენ კოსტუმირებული და ნიღბიანი მამაკაცები, რომელებიც გოგონებს დამახინჯებულ მოჭრილ თავებს ესვრიან ფეხებთან. ამ თავებს კი საზეიმო მსხვერპლშეწირვის დროს „მოიპოვებენ“.  თუ გოგონა ამას მშვიდად შეხვდა და არ შეეშინდა, მას ამის შემდეგ ასარჩევად აძლევენ ტანსაცმელს და აქსესუარებს. მან კი უნდა „გაიხსენოს“ ამათგან რომელი ეკუთვნოდა წინა ცხოვრებაში. თუ მან სწორედ იმ ნივთებს დაადო ხელი, რომელიც თუნდა ეკუთვნოდეს, მას ქალღმერთად აღიარებენ.

გოგონა, გაქალღმერთების შემდეგ საცხოვრებლად დედაქალაქის სასახლეში გადადის. ის მხოლოდ დღესასწაულისას ჩნდება უბრალო მოკვდავთათვის. ძირითად დროს კი ტაძარ-სასახლეში მეუფეობს და სჯის. მას უკვე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მხოლოდ მას აქვს უფლება, მეფეს და მის მსახურებს წითელი ტიკა გაუკეთოს შუბლზე, რაც მეფეს კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებს უფლებამოსილებას.

კუმარი კი ქალღმერთის ტახტიდან პირველი მენსტრუაციის შემდეგ ჩამოდის სამუდამოდ, ან მაშინ თუ მას ჭრილობიდან დიდი რაოდენობით სისხლი გამოუვა, თუმცა ჭრილობიდან ამდენი სისხლი ჯერ არცერთ მათგანს დაუღვრია.

ყოფილი ქალღმერთი სასახლიდან დიდი ქონებით შინ ბრუბდება, თუმცა იმის გამო, რომ ასეთ გოგონაზე ქორწინება წარუმატებლობის უტყუარ წინაპირობად ითვლება, მას გათხოვების არც ისე დიდი შანსი აქვს და სამუდამოდ მშობლებთან საცხოვრებლადაა განწირული.

Advertisements

8 comments on “კუმარი

  1. ჰმმ.. მე ახლა იმან დამაინტერესა, რას ფიქრობენ თავად ეს ყოფილი ქალღმერთები :| რა წესია ეს, გამოაპანღურებენ და თან გათხოვებითას შანსიც არ აქვთ :(

    • fsiQe
      July 15, 2010

      და “ქასთინგზე” თავის (ოჯახის წევრების) სურვილით გადიან ალბათ ხომ?
      ამან გამაკვირვა სწორედ, რატომ უნდა გინდოდეს გახდე ქალღმერთი, როცა წინ ასეთი ცხოვრება გელის (გამოცდით დაწყებული)

  2. BigCrow
    July 15, 2010

    უყურე შენ…

  3. fsiQe
    July 15, 2010

    რამდენი წლის უნდა იყოს ქალღმერთად არჩევისას?

    • knuti
      July 15, 2010

      აშკარად 13 წლამდე…. :)

  4. mwvanevashli
    July 15, 2010

    ალბათ, ოჯახის წევრების სურვილივ იქნება, თუმცა ასეთი პატივი ნეპალში მხოლოდ ერთი წარმომავლობისა და იქიდანაც ერთი კასტის გოგონებს აქვთ. ისე, გამოკდავების შემდეგაც საკმაოდ სოლიდურ პენსიას უხდიან.

    ასაკი კი, 3-დან 6 წლამდე უნდა იყოს.

    გათხოვებას რაც შეეხება, ზოგი მათგანი ახერხებს მაინც. თუმცა, წარუმატებლობის საწინდარისა რა გითხრა, მაგრამ დიდი უჟმური ხასიათი კი ექნება. განებივრებულ-გაეგოისტებული, fუf!. თანაც, იმ სამი წლის ბავშვს რა ვუთხარი, ადამიანის დასახიჩრებულ თავებს რო გესვრიან და ერთს არ წამოიტირებ :(

  5. fsiQe
    July 15, 2010

    ui jr marcxena fexi rom shemodgi magaze gamegima :)

  6. siyvarulovna
    July 24, 2010

    საინტერესო იყო ძალიან…
    მაგრამ რათ უნდათ ეს ქალღერთობა ამ 3–6 წლის ბავშვებს? ან მის მშობლებს? რამდენიმე თვიანი/წლიანი ნეტარებისთვის ფაქტიურად უმახინჯებენ ცხოვრებას. იმ თავებს რომ გესვრიან და მშვიდად აიტან ფსიქიკა ვერ გაქ წესრიგში ე.ი.
    თუმცა, მეორეს მხრივ ეს ალბათ უუუდიდესი პატივია ოჯახისთვის და თვითონ ბავშვისთვისაც. ის ხომ რჩეული გახდება და ამდენ ხალხში ერთადერთი “კანდიდატი” იქნება ვინც 32–ვე კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: