Fsyche's Blog

Eugenio Recuenco-ს ზღაპრები Vogue-სთვის

ზღაპრების თემას ბევრი ცნობილი და სავარაუდოდ უცნობი ფოტოგრაფი შეხებია. ალბათ გინახავთ აკვარიუმში გამოკეტილი არიელი, ფიფქია ბავშვებით ხელში, კიბეზე წაქცეული ან უგონოდ მთვრალი კონკია, პიტერ პენი გორგოლაჭებიან სავარძელში, მსუქანი წითელქუდა მაკდონალდსის ბურგერებით სავსე კალათით, შეიარაღებული ჟასმინი, მელოტი რაპუნცელი  და მოხუცებული მძინარე მზეთუნახავი. ყველა ფოტოგრაფს საკუთარი ინტერპრეტაცია აქვს, მათ შორის ზოგიერთი ძალიან საინტერესოა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ძალიან საინტერესო ეუხენიო რეკუენკოს “ზღაპრებია”.

რეკუენკოს პერსონაჟების ცნობილი სერია, რომელიც 2006 წელს ფრანგული ვოგისთვის შეიქმნა რამდენიმე ზღაპარს აერთიანებს: ურჩხული და მზეთუნახავი, კონკია, მეფის ასული ცერცვის მარცვალზე, მძინარე მზეთუნახავი, ჩექმებიანი კატა, ფიფქია, მახინჯი იხვის ჭუკი და წითელქუდა.

რაც შეეხება მწერლის ბიოგრაფიას, ეუხენიო ესპანელი ფოტოგრაფია, რომელიც ეშმაკმა იცის როდის დაიბადა ერთ საშუალო კლასის ესპანურ ოჯახში. კოლეჯში სწავლისას მამის კამერით ფოტოების  გადაღება დაიწყო, უნივერსიტეტში ფერწერა შეისწავლა, შემდეგ კი მუშაობა ფოტოგრაფიის კუთხით განაგრძო. ითანამშრომლა ყველაზე ცნობილ მოდურ გამოცემენთან და ბრენდებთან, გადაიღო რამდენიმე კომეციული ვიდეო. შეიყვარა დევიდ ლინჩის ფილმები და ამბობს რომ შესაძლოა ოდესმე კინოშიც სცადოს ბედი.

რეკუენკოს ონლაინ პორტფოლიოს სანახავად გადადით მბულზე.

Advertisements

One comment on “Eugenio Recuenco-ს ზღაპრები Vogue-სთვის

  1. Jane
    July 10, 2012

    მაგარი ფოტოებია <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on July 9, 2010 by in ART and tagged , , , , .
%d bloggers like this: