Fsyche's Blog

ქარის მოტანილი წერილების დღე

ბავშვობაში, ზღვაზე რომ მივდიოდი ყოველთვის გულმოდგინედ გავყურებდი ტალღებს ზღვის ნაპირს რომ ეხეთქებოდნენ და სულ ვოცნებობდი ზღვას ჩემთვის ბოთლში ჩადებული წერილი მოეტანა, რომელიც წლების წინ ჩაძირული ან დაკარგული გემიდან ისროლეს, წერილი ზღვას ჩემთვის არასოდეს მოუტანია, იმის მიუხედავად, რომ სულ ველოდი, ეხლაც ველოდები. სამაგიეროდ დღეს ფეისბუქზე ასეთი წერილი მივიღე, გაატანეთ ქარს წერილებიო და ისიც მოგიტანთო წერილებს. კვირას ყოფილა ქარის მოტანილი წერილების დღე. კვირას ბევრს ვივლი ქუჩაში, კვირას ბევრს ვივლი მუნიციპალური ტრანსპორტით, კვირას ბევრს ვივლი ფეხით, სახურავებზეც ავიხედავ, იქნებ ქარმა ბავშვობაში ნანატრი წერილი მომიტანოს.. მეც დღესვე დავიწყებ ქარისთვის გასატანი წერილების წერას, რამდენიმე წერილს გავატან კვირას ქარს და იმედია მიუტანს ვინმეს, ან იქნებ იმ მეეზოვემ მაინც წაიკითხოს სანამ ბუნკერში ჩაუძახებდეს ქუჩაში აკრეფილ ავტობუსის ბილეთებთან ერთად..

აი, ზუსტად რა ეწერა ფეისბუქის წერილში

ქარის მოტანილი წერილების დღე

ზაფხულის მეორე თვის პირველ კვირა დღეს, ანუ რომ დაღამდება და გათენდება და კიდევ დაღიმდება და გათენდება და ნიავი რომ არ იძვრის, ქარის მოტანილი წერილების დღეა.

უთხარით თქვენს მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს და მეგობრების მეგობრების მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, უთხარით ყველას.

დაწერეთ თითო წერილი ან ამობეჭდეთ ან ხელნაწერი.
იყოს ლექსად, მოთხრობად, უბრალოდ დაწერეთ წერილი, როგორც გეწერებათ.
არ დააკონკტეროთ ადრესატი, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი.
არ დააკონკრეტოთ ავტორი, რადგან არ იცით, ვისთან მიტანს ქარი.
უბრალოდ დაწერეთ და კვირას, 4 ივლისს, გამოდით ქუჩაში და გაატანეთ ქარს წერილები.
დატოვეთ ავტობუსებში, მარშუტკებში, სკვერებში სკამებზე.
დატოვეთ კაფეებში.
დაუტოვეთ ტაქსისტებს, რომ მისცენ შემდეგ მგზავრს.
გაატანეთ ბავშვებს, რომ მისცენ პირველივე შემხვედრს.

გადაკეცეთ ფურცელი, დააწერეთ “ქარის მოტანილი წერილი” და გაუშვით.

ვისაც სახლიდან ეზარება გამოსვლა, გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავი და გაუშვით.

სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქალაქშიც, სოფელშიც, კუნძულზეც, უბრალოდ გააკეთეთ ეს.

Advertisements

10 comments on “ქარის მოტანილი წერილების დღე

  1. Ellé
    July 3, 2010

    ჰაეროვანი იდეა : )
    რა კარგია <3

  2. mwvanevashli
    July 3, 2010

    მეც ვნახე ფბ-ზე, შენ გამოგიგზავნია მოწვევა. გავატან მეც წერილს ქარს :)

  3. Lord Vader
    July 3, 2010

    აჰა შენ ჩემგან.
    http://wp.me/pBTza-YB

  4. ჰიუსტონ
    July 3, 2010

    ვააააააააა, რა დროს გადავიბრუნე ფეხი რა!!!! არა რა, ხვალ უნდა გავაჯვა სახლიდან :დ

  5. ♥ Summer ♥
    July 3, 2010

    ძალიან ორიგინალური და საინტერესოო იდეაა, აუცილებლად შემოვუერთდები

  6. Lord Vader
    July 3, 2010

    4 ივლისი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეცაა.
    მიწერეთ წერილი ობამას და გაატანეთ ბოინგს.

  7. Kate_AlukaЯD
    July 7, 2010

    ბუ ჩვენ რომ ვერ მოვახერხეთ?? :(((( უნდა წაგვეღო ბატის ფრთა და სამელნე და ბორჯომის ბუნ წიაღში დაგევტოვებინა ჩვენი წერილები :(((

  8. Lord Vader
    July 7, 2010

    მე არ დამიწერია, სამაგიეროდ მომივიდა ეგეთი წერილი. კარის ზღურბლზე ეგდო…
    ჯერ სასიყვარულო ბარათი მეგონა, მარა საქტრანსგაზისა არ აღმოჩნდა…

    • fsiQe
      July 7, 2010

      lord rogor miyvars sheni iumori :))))

  9. mariefille
    July 8, 2010

    ფეისბუქიდან გავიგე ამის შესახებ და წერილიც დავწერე,მაგრამ გადავიფიქრე სადმე დატოვება და სახლში მიდევს :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Information

This entry was posted on July 2, 2010 by in Uncategorized.
%d bloggers like this: