Fsyche's Blog

Brutti sporchi e cattivi

Brutti sporchi e cattivi (Ugly Dirty and Bad) გინახავთ ეს ფილმი? არა? არაუშავს. ყველაფერი გამოსწორებადია. არა ყველაფერი არა, მაგრამ ასეთი მარტივი შეცდომები ნამდვილად შეიძლება გამოსწორდეს. მე არაფერს გაძალებთ, არც ფილმზე მოგიყვებით. უბრალოდ დაგისახელებთ მიზეზს, თუ რატომ უნდა ნახოთ ეს ფილმი:

ეს ფილმი მაშინ გადაიღეს, როცა იტალიური კინემატოგრაფიული ნეორეალიზმი ჯერ კიდევ ყვაოდა, როცა დიდი იტალიელი რეჟისორები იღებდნენ ფილმებს იმაზე, რომ ყველაფერი წმინდა ყველაზე ღარიბი მასებიდან მოდის, მდიდრები მხოლოდ საზიზღრები და ბოროტები არიან. ღარიბები კი გულწრფელები და სუფთები. ეტორე სკოლა კი (ფილმის რეჟისორი) სწორედ ამ ფილმით დაუპირისპირდა იტალიაში აყვავებულ ნეორეალიზმს. შეიძლება ისიც საინტერესოდ ჩათვალოთ, რომ ნეორეალისტებს სკოლა მათივე იარაღით “შეებრძოლა”. მანაც არაპროფესიონალებს დაუთმო როლების უმეტესობა და ვგონებ სერიოზული მარცხიც განაცდევინა ნეორეალისტურ მიმდინარეობას.

რამდენს მალაპარაკებთ? დანარჩენი თქვენ ნახეთ, ყველაფერს მე ხომ არ მოგიყვებით? ერთს დავამატებ, რომ გენიალური ფილმია და 1 საათი და 51 წუთი ისე გაივლის, ვერც მიხვდებით.

წარმატებებს გისურვებთ და თუ ხელი წაგიცდებათ და ნახავთ, შთაბეჭდილებებსაც სიამოვნებით გავიზიარებდი :დ

Advertisements

8 comments on “Brutti sporchi e cattivi

  1. rodrigo
    June 25, 2010

    როგორ არ ვიცი! ;)) მაგრამ ეტორე სკოლას სხვა ფილმები მირჩევნია მე ;)

  2. mwvanevashli
    June 26, 2010

    ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კინოა. ჰმ… ჩემს ებაუთში ეს ფილმი როგორ გამომრჩა :(

  3. Lord Vader
    June 27, 2010

    გინახავთ Brutti sporchi e cattivi (Ugly Dirty and Bad)? არა?
    არა უშავს.
    მთავარია Il buono, il brutto, il cattivo (The Good, the Bad and the Ugly) გქონდეთ ნანახი.

  4. Kate_AlukaЯD
    July 2, 2010

    აუ ბუ რომ შემოვედი და ძველი დიზაინი დავინახე გული ამიჩუყდა :*:*:*:*:*:

    იტალიურ კინემატოგრაფია კი ძაააალიან ძალიან მიყვარს!!! ამ ფილმსაც სიამოვნებით ვუყურებ საღამოს დედასთან ერთად რომელსაც ჩემზე მეტად უყვარს იტალიური კინო : ))))

  5. Lord Vader
    July 2, 2010

    უი, დაუბრუნებია :)

    კასკები დაიხურეთ, კასკები. ეს დიზაინი ცუდადაა დაცდილი.

  6. fsiQe
    July 2, 2010

    ნახე ბუ, მოგეწონება მგონია :*
    მიყვარხარ ბუ <3

    ლორდ, ნუ ამბიობ მაგას, მართლა არ ახდეს მეშინია :))

  7. Tedd
    July 8, 2010

    ეს ფილმი ნანახი მაქვს. ძალიან ძლიერი ფილმია, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. გულისამრევად რეალურია.

  8. Tedd
    July 8, 2010

    ‘მთავარია Il buono, il brutto, il cattivo (The Good, the Bad and the Ugly) გქონდეთ ნანახი.’
    ჰოო, რაც შეეხება სერჯო ლეონეს, ამერიკელებმა სხვა ნაკლი რომ ვერ მოუძებნეს, მის ფილმებს ვითომ აგდებულად ‘სპაგეტტი ვესტერნები’ დაარქვეს. არადა, ჟანრის ოქროს ფონდია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: