Fsyche's Blog

“საიდუმლო სირობა” – ანუ გავიხსენოთ კინოკლასიკა და გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები

როცა მოთხრობების კრებულის კითხვა დავიწყე, პირველი, რაც გამახსენდა ბოკაჩოს დეკამერონი იყო. განმარტოება,  სრული აპათეა და სრული თავისუფლება სამყაროსგან. ისინი ცამეტნი იყვნენ, ისევე როგორც ქრისტე და მისი მოწაფეები, ანდა ისე, როგორც ბუნუელთან  “ვირიდიანაში”, ან კიდევ სხვაგვარად.. კრებული პატარაა, ასოციაცია ბევრი. კრებული სულ რამდენიმე ათეული გვერდია, ისიც მცირე ზომის, მაგრამ ერთბაშად ძალიან ბევრი ნაცნობი ფილმიდან და ლიტერატურული ნაწარმოებიდან ამოტივტივდნენ კადრები.  კადრი პაზოლინის “სალოსთან” შეჩერდა (აბა თუ მიხვდებით ეპიზოდს?), და მომენტალურად გადაინაცვლა ტრიერის “ანტიქრისტეში”, შეუმჩნევლად კი ხან ბერჯესის და ხანაც კუბრიკისეული ალექსი და მისი ‘მეგობრები’  შემოიპარნენ.

კუბრიკი დიდი რეჟისორია, მაგრამ არც ტარანტინოა პატარა. შემდეგი მოთხრობა ალბათ სწორედ ტარანტინოს მიუძღვნა ავტორმა, გაიხსენეთ სასტუმროს ერთ ნიმერში რელიგიური რიტუალის ჩასატარებლად შეკრებილი ალქაჯები რომ სთხოვენ სპერმას სასტუმროს უბედურ თანამშრომელს. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ სცენა ზუსტად ის არის, რაც ბევრჯერ გვინახავს 1995 წლიდან მოყოლებული.

მერე  სინამდვილეში არეული სიზმრები, ანდა სიზმრებში არეული სინამდვილე, რომელიც რაღაცას ძალიან მაგონებს, მაგრამ ვერ ვიხსენებ. შემდეგ არავიტარი კათარზისის განცდა და სცენაზე ისევ ტარანტინო გამოდის. ამჯერად არა პატარძლის შურისძიებით, აქ მთავაირ ბილია, რომელიც მომენტებში გვაგონებს ბულგაკოვის პერსონაჟებს “ოსტატი და მარგარიტადან”, მომენტებში კი “kill bill”-ს გვახსენებს (მე პირადად kill bill 2 გამახსენა).

“მამა” ყველაზე მეტად მომეწონა კრებულიდან. მამადან კი, ყველაზე მეტად წმინდა გიორგის ხატის და ქრისტიანული მორალის დაპირისპირება. რაც არაფერს მაგონებს ჭეშმარიტების გარდა.

შენიშვნა: ეს არ არის რეცენზია მოთხრობების კრებულზე, ეს არის კითხვისას გაჩენილი ასოციაციები, შესაძლოა სრულიად უსაფუძვლო. 

Advertisements

8 comments on ““საიდუმლო სირობა” – ანუ გავიხსენოთ კინოკლასიკა და გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები

  1. Di@
    May 13, 2010

    ჩემი გოგო დაბრუნდააააააააააააააა! ♥ და მოიტანა საყვარელი სურნელი… წიგნების…

  2. mariefille
    May 17, 2010

    სწორი შენიშვნებია :) ძალიან ბევრი მონაკვეთია მოპარული,მაგრამ ის,რაც პირადად ამ ბიჭისაა, არც ისე ცუდია,ჩემი აზრით :)

    იმ მოთხრობის კონცეფცია,რომელიც ოთხი ოთახის ეპიზოდით იწყება,უელბეკის “ელემენტარული ნაწილაკებიდანაა” აღებული. ახალი უსქესო რასა,უბადრუკი კაცობრიობის დასასრული და ა. შ .

  3. fsiQe
    May 17, 2010

    ჰო, ძალიან ბევრია მოპარული. ეს რაც მე შევნიშნე და დავწერე. კიდევ ის, რაც მე შევნიშნე და გამომრჩა და კიდევ ის, რაც მე არ შემინიშნავს, იმიტომ რომ არ ვიცოდი :)
    არ ვიცი რა არის ამ ბიჭის, შეიძლება კიდევ რაღაც სადღაც სხვიდან არის მოპარული და ჩვენ არ ვიციტ, ანდა მისია ნამდვილად.
    გადასაგდები არ არის რა თქმა უნდა, თორემ პოსტსაც ხომ არ მივუძღვნიდი და რაც ყველაზე მტავარია გამბედაობას ვაფასებ ავტორში. იმას, რომ ძალიან პროვოკაციულად და საკმაოდ ვულგარულად სცადა პოპულარობის მოპოვება, ის ანეიტრალებს, რომ სხვებზე უკეთ აზროვნებს :)
    წარმატებებს ვუსურვებ

  4. mwvanevashli
    June 21, 2010

    ჰო, მეც სწორედ ეგ მომეწონა, ეს ეპატაჟურობა. ნამდვილად გარღვევა იყო, თანაც ისეთ ადამიანებს „აუშალა ნერვები“, რომ ძალიან გამიხარდა :)

  5. molly bloom
    January 3, 2011

    დეისაძე პირველი არ ყოფილა, ვინც ფსევდო-მორალისტებს “აუშალა ნერვები”. მაგათ ჰარი პოტერზეც ეშლებოდათ, და ვინჩის კოდზეც, ემზარ ჯგერენაიაზეც და ზაზა ბურჭულაძეზეც. ასე რომ, “სირობა” პირველი და გარღვევა არ ყოფილა.

    წიგნს რაც შეეხება, მომიტევე, ფსიქე, მანდ ლიტერატურული ღირსებები ვერ აღმოვაჩინე. ეპატაჟი ცოტა სხვა რამეს ნიშნავს და მინიმუმ კრეატიულობას და ნიჭიერებას მაინც გულისხმობს.

    და შენ, როგორც ყოველთვის, გულკეთილი ხარ…

    • fsiQe
      January 4, 2011

      ვერც მე შევნიშნე ლიტერატურული ღირსებები :)
      მე უბრაოდ ვთქვი, რომ დეისაძემ კარგი რაღაცები მოიპარა, მაგრამ კარგად არ მოუპარავს

  6. Pingback: ჩემი შარშანდელი წიგნები « molly bloom's day

  7. Pingback: ჩემი შარშანდელი წიგნები « Molly Bloom's Day™

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: